ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
Маиа |
Jan 6 2008, 02:37 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
აი რაცხა ქართულად))
***ცას ამავალი გზა*** განა მარტო ხარ? ყოველ დღე ციდან მე გეფერები ფიფქად და წვიმად, მზის სხივად, თბილად, ვარსკვლავს გიშუქებ ბნელ გზაზე ნიშნად. ოღონდ ნუ ირბენ, იარე ფრთხილად, სავსეა გზაზე ნამსხვრევი მინა. გვერდს ნუ ჩაუვლი სხვის დარდს და ჭირსაც, იტვირთე თავზე. ნუ იტყვი მცივა, იარე გზაზე თოვლსა და ყინვას, არ შეუშინდე სიყვარულისთვის ტყეს გაემგზავრე, სიკვდილის პირას მედგრად დაუხვდი მგელსა და ტურას, არ დაიშურო მოყვასისათვის გადაეფარე გასროლილ ტყვიას. ესაა მხოლოდ, შენთვიშ მთავარი, გ ზ ა, უეჭველად, ჩემთან მავალი. -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი