საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Nov 30 2006, 04:20 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა იცი ლევან საზვერეების შესახებ სწავლება არ არის დოგმატური და იგი შეიძლება სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად იყოს აღწერილი, მაგრამ ფაქტია რომ სული გარდაცვალებიდან მთელი 40 დღის განმავლობაში გადის ამ ცინააგმდეგობებს და სწორედ ამისტვისაა საჭირო ეკლესიისა და ნათესავების განსაკუთრებული ლოცვები მიცვალებულებისათვის, ასევე ეკლესია გვეუბნება რომ აუცილებელია ამ დღეებში გარდაცვალებულისათვის ფსალმუნთა შეუწყვეტელი კითხვა. მაგრამ ვიმეორებ რომ ეს არაა დოგმატური საკითხი, თუმცაღა არც ისაა სწორი რომ ამ სწავლებას მწვალებლური უწოდო აქამდე მეგონა რომ ტრანსცენდენტიზმი მარადიულობას გულისხმობდა სანდრო ჩვენთან რომ ორმოცი დღე გავა იქ რა ხდება?? იქ ხომ არაა დრო? საქმე ეხება საზვერეებში მომხდარ ამბებს, მაგალითად მადლის აწონვას (!) თითქოს ჩვენი საქმე გვაცხოვნებს და არა ღმერთის მოწყალება (!) თიტქოს ჩვენ ჩვენი გადახდილი მადლით ვცხონდებით (!) ასე რომ იყოს დარწმუნებული იყავით ვერც ერთი მნათობი წმინდანი ვერ ხონდებოდა თითქოს გადასახადს ვიხდით. . . თან ამ გადასახადს ვუხდით ვის? კაცობრიობის მტერს? და რაში სჭირდება მას ეს? მადლი ხომ დამღუპველია? წმიდა მამები იმასაც გვასწავლიან, რომ ეშმაკს არ შეუძლია სულში ჩაწვდომა და ფიქრების გაგება! მას მხოლოდ შეუძლია შთააგონოს! ხოლო სანამ ჩვენს გარეგნულ ქცევაზე არ აისახება მივემხრეთ თუ არა მას მანამ არ იცის არაფერი (!) თუ განსაცხადებელი იყო წმინდა გარდამოცემა ან სახარება გვეტყოდა, და არა გნოსტიციზმის ბობოქარში დაწერილი "ბასილი "ახლის" ცხოვრება" რომელიც შემქმნელმა თავის ფანტაზიებისთვის გამოიყენა (!) წმიდა ბასილი ახალს არავიტარი კავშირი არ აქვს, ვინმე ბასილთან! ეს ბიზანტის ეკლესიამ უარყო, ხოლო რუსეთში შემთხვევით და გაუცნობიერებლად იქნა მიღბული. ისიც გასათვალისწინებელია რომ ლათინური გავლენა რუსეთში ძლიერი იყო. . . -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 12:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი