საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Nov 30 2006, 04:39 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ბოროტება არ არსებობს(!) - ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ეშმაკი არ არსებობს? რას ამბობ ეშმაკი სიკეთის არ მქონეა იოანე დამასკელი http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba/damaskeli/18.htm "ამ ანგელოზურ ძალთაგან დედამიწისეული წესის თავმდგმური, ვისაც ღვთისგან დედამიწის დაცვა ჰქონდა მინდობილი, არათუ ბუნებით უკეთური შეიქმნა, არამედ იყო რა კეთილი, შექმნილი სიკეთისთვის და შემოქმედისგან უკეთურების არანაირი ნაკვალევის არმქონე თავის თავში, ვერ გახდა დამტევი იმ ნათელმოსილებისა და პატივისა, რაც მიენიჭა შემოქმედისგან, არამედ თვითუფლებრივი არჩევანით მიიქცა იგი ბუნებისეულისგან არაბუნებისეულისკენ, თავი აიმაღლა მისი შემქმნელი ღვთის წინააღმდეგ, განიზრახა რა მისდამი დაპირისპირება, და იგი, პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა. სიკეთე გონისეული სინათლეა. მსგავსადვე, ბოროტება გონისეული სიბნელეა. ღვთისგან სწორედ სინათლე შეიქმნა და შეიქმნა, როგორც კეთილი, რადგან „ნახა ღმერთმა ყოველივე, რაც ქმნა, და აჰა - კარგი ძალიან“ (შეს. 1,31), მაგრამ თვითუფლებრივი ნებით სიბნელე გახდა იგი, რომელთან ერთად გამოცალკევდა აგრეთვე (რადგან თან გაჰყვა მას) და მასთან თანადაეცა მისდამი დაქვემდებარებულ ანგელოზთა უსასრულო სიმრავლე. " საინტერესო რამ! ... იყო ერთი ქალაქი, ამ ქალაქში უნივერსიტეტი, და ამ უნივერსიტეტში კი, ერთი პროფესორი. ერთ დღესაც, ჩვეულებისამებს პროფესორმა დარბაზის კარები შეაღო და მშვიდი ნაბიჯით კათედრისაკენ გაეშურა. გადაჭედილ დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის მის ლექციაზე დასწრება, ამიტომ ყოველ წუთსა და სიტყვას ფასი აქვს. ნახევრად გახუნებული მუქი ხელჩანთა მადიდაზე დადო და აუდიტორიას მიუბრუნდა. - სანამ კონკრეტულად განსახილველ საკითხზე გადავიდოდეთ, მსურს ცოტა გავისაუბროთ - დოინჯგაკეთებულმა აუდიტორიაში სიარული დაიწყო. - ვის გწამთ ღმერთის არსებობის? მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის ასე თუ ისე ცნობილი იყო განსახილველი თეოლოგიური საკითხები... ასეთი პირდაპირი ფორმით დასმულმა შეკითხვამ მაინც დაბნეულობა გამოიწვია. პროფესორმა გაკვირვებული გამომეტყველებით თვალი შეავლო სტუდენტებს. - მ ე - უპასუხა ერთმა ოდნავ გასაგონი ხმით. - ძალიან კარგი - ამჯერად უკვე მომღიმარემ გააგრძელა - მაშინ მიპასუხე, ყველაფერი რაც არსებობს ღმერთის შექმნილია? - დიახ. - ღმერთმა შექმნა ყველაფერი? - გაიმეორა იგივე კითხვა უკვე გაცილებით კონკრეტულად და შედარებით მაღალი ტონით. - დიახ ბატონო. - თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი გამოდის, რომ მანვე შექმნა ბოროტება, რადგან ასეთი რამ არსებობს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ არსებულ პრინციპს, რომ ჩვენი საქმენი განგვსაზღვრავენ პირადად ჩვენ, გამოდის - ღმერთი ბოროტიცაა. ასეთი პასუხის გამგონე სტუდენტი დადუმდა. პროფესორი აშკარად კმაყოფილი იყო მიღწეული შედეგით, ამაყად დარბაზს გადახედა, თითქოს თვალებით ანიშნა: ''ალბათ მიხვდით რისი თქმაც მსურდა'' და განსახილველ საკითხზე გადასასვლელად მოემზადა. - შეიძლება ბატონო შეკითხვა თქვენც დაგისვათ? - გაისმა აუდიტორიაში - რა თქმა უნდა. - ბატონო პროფესორო სიცივე არსებობს? - რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა არსებობს. შენ რა არასდროს შეგცივნია? სტუდენტებს გაეცინათ და ირონიულად შეხედეს კითხვის დამსმელს. - სინამდვილეში კი ბატონო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად, რასაც ჩვენ სიცივედ ვთვლით, სხვა არაფერია თუ არა სითბოს არ არსებობა. ადამიანის ან საგნის შესწავლა შესაძლებელია იმის მიხედვით გააჩნია თუ არა მას ან გადასცემს თუ არა ის ენერგიას. ''აბსოლიტური ნოლი'' - 273 გრადუსი ცელსიუსი წარმოადგენს სითბოს სრულ არ არსებობას. სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა, რათა აღვწეროღ ის, რასაც სითბოს არ არსებობისას ვგრძნობთ და მას მოყვება. ამჯერად დარბაზში სიჩუმე იდგა. - ბატონო პროფესორო სიბნელე არსებობს? - რა თქმა უნდა არსებობს - სერიოზულად მიუგო პროფესორმა. - თქვენ ისევ ცდებით. სიბნელეც არ არსებობს. სინამდვილეში სიბნელე წარმოადგენს სინათლის არ არსებობას. ჩვენ უნარი შეგვწევს სინათლის შესწავლის, მაგრამ არა - სიბნელის. ჩვენ შეგვიძლია დავშალოთ დღის შუქი მრავალ სხვადასხვა ფრად და შევისწავლოთ ყოველი ფერის განსხვავებული ტალღათა სიგრძე. თქვენ ვერ შესძლებთ სიბნელის გაზომვას. უბრალო სინათლის სხივს ყოველთვის შესწევს უნარი შეიჭრას სიბნელის სამყაროში და გაანათოს იგი. როგორ შესძლებთ იმის გაგებას, თუ რამდენად ბნელია რომელიმე სივრცე? თქვენ გაზომავთ რა რაოდენობის სინათლეა იქ წარმოდგენილი. განა ასე არ არის?! სიბნელე ეს მცნებაა, რომელსაც ადამიანი იყენებს იმის აღსაწერად, თუ რა ხდება სინათლის არ არსებობისას. სტუდენტმა პაუზა გააკეთა. სურდა ბოლომდე დასულიყო ადრესატამდე ნათქვამი, რაც ალბათ შესაბამის რეაქვიას გამოიწვევდა, თუმცა დარბაზში კვლავ სიჩუმეა გაბატონებული. - და ბოლოს... ბოროტება თუ არსებობს? ამჯერად პროფესორმა უკვე გაუბედავად უპასუხა: - არსებობს, რაც უკვე ავღნიშნე. ჩვენ ვხედავთ მას ყოველ დღე. სისასტიკე ადამიანთა შორის, უამრავი დანაშაული და ძალადობის ფაქტები მთელ მსოფლიოში... ეს მაგალითები სხვა არაფერია, თუ არა ბოროტების გამოვლინება. - ბოროტება არ არსებობს პროფესორო, ყოველ შემთხვევაში ის არ არსებობს როგორც ასეთი, პირადად მისთვის. ბოროტება ეს უბრალოდ ღმერთის არ არსებობაა. ის გავს სიცივესა და სიბნელეს - სიტყვა, ადამიანის მიერ შექმნილი, რომ აღწეროს ღმერთის არ არსებობა. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება. ბოროტება ეს არაა რწმენა ან სიყვარული რომლებიც არსებობენ სითბოსა და სინათლის მსგავსად. ბოროტება ესაა ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არ არსებობის შედეგი, რომელიც დგემა როდესაც არ არის სითბო... ან სიბნელის მსგავსად რომელიც დგება სინათლის არ არსებობით. დარბაზში კვლამ სიჩუმე სუფევდა. ცოტა ხანში სტუდენტი დაჯდა, ხოლო პროფესორმა დუმილით კათედრას მიაშორა. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 08:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი