ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
მნათე |
Aug 20 2006, 12:36 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მარადიული თემა, მარადიული ტკივილი, მარადიული ნოსტალგია. . .
საქართველო ყოველთვის ელოდა თავის შვილებს, ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებიც მეგრულ "ნანას" და გურულ "კრიმანჭულს" ნატრულობდნენ, იქ სადღაც ცრემლი ყოველთვის იღვრებოდა, იქ სადღაც დასალიერში ქართველი სამშობლოს უნახავად კვდებოდა, მაგრამ გულში ყოველთვის ისმოდა ხმა "მე შვილი ვარ საქართველოსი" და ახლაც ისტორიულმა ბედკრულობამ, ეკონომიკურმა დუხჭირმა თუ ოჯახურმა პირობებმა ქართველი მოწყვიტა თავის მიწას და სადღაც დასალიერში დაასახლა. . . მაგრამ იქ სადღაც სამშობლოს სიყვარულის ცეცხლი კვლავ გიზგიზებს. . . ეს ადამიანები სიყვარულს ელიან, ყოველგვარი ქართულის მონატრებით და დიდი პატრიოტიზმით. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Aug 22 2006, 02:14 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ყველა ადამიანი უფლის წინაშეა პასუხისმგებელი... ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს და არა მგონია ვინმეს ძალიან სურდეს ასეთი ყოფა... მათ თავიანთი ჭირიც ეყოფათ....ნურავის ნუ განვსჯით, არამედ ვლოცულობდეთ მათთვის.... ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან და უფლის ქმნილებანი..მიუხედავად იმისა რომ მათ საქციელს გამართლება არა აქვს ... ტოჟე მნე დედა ტერეზა ხალხოო, მითხარით ახლა რა გამართლება მოვუძებნო ამ მიზნით წასვლას უცხოეთში? კი არ განვსჯი თქვე კაი ხალხო რეალობას ავსახავ "ავს თუ ავი არ ვუწოდე კარგს სახელად რა დავარქოო" ხოდა ავი ავსახე, კი არ განვსაჯე, ასეთივე წარმატებით საკუთარი ავიც უნდა განვსაჯოთ და საერთოდ ცუდი უნდა დაიგმოს ციტატა ძალიან ძნელია ცალსახად ემიგრირებულ ადამიანებზე საუბარი, თუმცა მათ უმეტესობას დაბრუნება მაინც აქვთ გადაწყვეტილი, ხოლო მათ შვილებზე რა მოგახსენოთ.... თუმცა პირადად ჩემთვის აუტანელი იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ უკან არ დავბრუნდები და სამუდამოდ მივატოვებ ჩემს სამშობლოს. სამწუხარო უზრუნველყოფის შემთხვევაშიც არ სურთ დაბრუნება. . . -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Irine |
Aug 24 2006, 10:24 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ტოჟე მნე დედა ტერეზა ხალხოო, მითხარით ახლა რა გამართლება მოვუძებნო ამ მიზნით წასვლას უცხოეთში? კი არ განვსჯი თქვე კაი ხალხო რეალობას ავსახავ "ავს თუ ავი არ ვუწოდე კარგს სახელად რა დავარქოო" ხოდა ავი ავსახე, კი არ განვსაჯე, ასეთივე წარმატებით საკუთარი ავიც უნდა განვსაჯოთ და საერთოდ ცუდი უნდა დაიგმოს სამწუხარო უზრუნველყოფის შემთხვევაშიც არ სურთ დაბრუნება. . . ალბათ სწორად ვერ ვერ გავიგე, მაგრამ დამერწმუნეთ, ბევრი ადამიანი სწორედ იმიტომ მიდის, რომ უკან დაბრუნდეს და სამწუხარო რეალობა სწორედ იმაშია, რომ უკან ვერ ბრუნდებიან -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი