საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Nov 30 2006, 05:02 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა პირველად რომ დადე, მაშინ წავიკითხე მაშინ უცნაურია შენი კითხვები თუ ვაღიარებთ რომ ბოროტება ქმნილია, მაშინ ყოვლისშემქმნელს ბოროტების შემოქმედს უწოდებ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
იოანა |
Nov 30 2006, 05:57 PM
პოსტი
#3
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
მაშინ უცნაურია შენი კითხვები თუ ვაღიარებთ რომ ბოროტება ქმნილია, მაშინ ყოვლისშემქმნელს ბოროტების შემოქმედს უწოდებ არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, იმ ლოგიკით, რომ ბოროტება სიკეთის ნაკლებობაა, ვიღაცა შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ ეშმაკი მხოლოდ ღვთის "ნაკლებობაა" და რომ ეშმაკი თავისთავად არ არსებობს. ეს კი ღვთის უარყოფის ტოლფასია. სწორედ ამიტომ მინდოდა გეთქვა, რომ ეშმაკი არსებობს. ღმერთმა შექმნა ანგელოზნი, რომელთაც გააჩნდათ თავისუფალი ნება და სწორედ ამ თავისუფალი ნებით განეშორა ანგელოზთა ნაწილი ღვთის მიერ შექმნილ ნათელს და ამ თავისუფალი ნებით წარმოიქმნა სიბნელე. მე ასე გავიგე წმინდა იოანე დამასკელის სწავლება "ანგელოზთა შესახებ" -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2024 - 03:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი