პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 7 2007, 07:20 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
გმადლობთ მამაო!
ვფიქრობ ჯერჯერობით მეტს არ საჭიროებს ეს თემა ჩაძიებას, აღმოჩნდა, რომ ეს არის კერძო აზრი და არა საეკლესიო კანონი ან დადგენილება, ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ უკიდურესად ვიწროა იმ ადამიანთა წრე, რომლებზე, როგორც თქვენ ამბობთ ციტატა ჩვენც არ გვეძლევა კადნიერება მისთვის ლოცვისა ...ციტატა ადამიანთან საუბარი კი არის მის გონებაში კეთილი ზრახვის აღძვრის, გამოღვიძების მცდელობა, რათა მას გაუჩნდეს თუნდაც მცირედი სურვილი ჭეშმარიტებასთან სიახლოვებისა. და მაინც ზოგი პასუხგაუცემელი ჩნდება, ღმერთს რომ ვთხოვო . "მის გონებაში კეთილი ზრახვის აღძვრის, გამოღვიძებისათვის" დახმარება რამდენადაც შეიძლება, ამით არა მგონია რაიმე დაირღვეს, ან რა დანაშაულია ცოცხალ, ღვთის შვილზე, თუნდაც ყველაზე მეტად შეპყრობილზე და ცოდვილზე, რომ ვთქვა "ღმერთო, უშველე"? და ბოლოს: ციტატა მლოცველი თავის თავზე იღებს მის მაცდუნებელ ბოროტთან და ცოდვასთან ბრძოლას. ეს კი ძალიან ბუნდოვნად ჟღერს, რაღაც მაგიასავითაა,მე არაფერი დამიშავებია და პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ უნდა ავიღო, რომ სხვას კარგი ვუსურვე.... მე ღმერთს ვესაუბრები და რა ბოროტთან ბრძოლაზეა საუბარი? მაშინ ასე მაცდუნებელი ბოროტები, იხარეთ, ყველას ბლომადა გვყავს, არ მოვიხსენოთ ერთმანეთი? ან მლოცველი თუკი ლოცულობს ამით ის სიკეთეს აკეთებს და მადლი ეძლევა და არა განსაცდელი ან რაიმე ის ბრძოლა, რომელიც მას არ ეკუთვნის... მოკლედ, მართალია კითხვები დარჩა, მაგრამ ძალიან შეგვეწია თქვენი საუბარი, რათა საკითხში ჩავღრმავებულიყავით! დიდად გმადლობთ! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jan 8 2008, 12:53 AM
პოსტი
#3
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
გმადლობთ მამაო! ვფიქრობ ჯერჯერობით მეტს არ საჭიროებს ეს თემა ჩაძიებას, აღმოჩნდა, რომ ეს არის კერძო აზრი და არა საეკლესიო კანონი ან დადგენილება, ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ უკიდურესად ვიწროა იმ ადამიანთა წრე, რომლებზე, როგორც თქვენ ამბობთ ... და მაინც ზოგი პასუხგაუცემელი ჩნდება, ღმერთს რომ ვთხოვო . "მის გონებაში კეთილი ზრახვის აღძვრის, გამოღვიძებისათვის" დახმარება რამდენადაც შეიძლება, ამით არა მგონია რაიმე დაირღვეს, ან რა დანაშაულია ცოცხალ, ღვთის შვილზე, თუნდაც ყველაზე მეტად შეპყრობილზე და ცოდვილზე, რომ ვთქვა "ღმერთო, უშველე"? და ბოლოს: ეს კი ძალიან ბუნდოვნად ჟღერს, რაღაც მაგიასავითაა,მე არაფერი დამიშავებია და პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ უნდა ავიღო, რომ სხვას კარგი ვუსურვე.... მე ღმერთს ვესაუბრები და რა ბოროტთან ბრძოლაზეა საუბარი? მაშინ ასე მაცდუნებელი ბოროტები, იხარეთ, ყველას ბლომადა გვყავს, არ მოვიხსენოთ ერთმანეთი? ან მლოცველი თუკი ლოცულობს ამით ის სიკეთეს აკეთებს და მადლი ეძლევა და არა განსაცდელი ან რაიმე ის ბრძოლა, რომელიც მას არ ეკუთვნის... მოკლედ, მართალია კითხვები დარჩა, მაგრამ ძალიან შეგვეწია თქვენი საუბარი, რათა საკითხში ჩავღრმავებულიყავით! დიდად გმადლობთ! რადგანაც დავუბრუნდით კითხების გნყოფილებაში ისევ ამ საკითხს. "ციტატა მედგრად რჩება თავის აზრზე, თავის ცოდვაში, ასეთ ადამიანს ვერ შევეწევით ლოცვით. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო კიდვ ერთხელ, რომ ეს არის ამ მამის კერძო აზრი! უპასუხოა ეს კითხვაც: ციტატა რატომ ვერ ვთხოვთ უფალს მათ გამოხსნას? ლოცვა არის ადამიანის გულისმიერი კავშირი უფალთან იქ საზღვრები უფალს მივანდოთ! მომიწევს ისევ გამოერება "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... აქ ვიმეორებ მამაო, დაბნეული ნიშნავს ყოველ მწვალებელს, რადგან წვალებაში ყოფნა არის დაბნევა, ანუ მწვალებელეთა მოხსენიება თუ შეიძლება პირად ლოცვებში, მაშინ რა ლოგიკით ვუკრძალვათ ვინმეს ლოცვას თავისი ცოდვებში დაბნეული ძმისათვის? აკრძალვა და ლოცვა,მითუმეტეს ღმერთან პირად საუბარში, ერთმანეთს არ შეესაბამება! მაპატიეთ; კაიროსი! sad.gif ციტატა ნუ ვთხოვთ იყოს მოძალადე ადამიანის სულზე, ადამიანი თავისუფლებაზე. და კიდევ, ამას არ ვთხოვთ ღმერთს, რადგან ვინმეს ხსნისათვის ლოცვა ყოველთვის წყალობაა, იდეაში, ნებისმიერი ადამიანის ხსნა უფლის წყალობით ხდება მხოლოდ; შესაბამისად ლოცვა ნებისმიერი ( მეტად თუ ნაკლებად ცოდვილის) ხსნაზე ღვთის წყალობაზე მინდობაა, და უფალს ვთხოვთ, რომ შეიწყალოს ის ადამიანი, რაღათქმაუნდა ეს შეწყალება ადამიანის მიმღეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ხომ ნებისმიერ ადამიანზეა?ნებისმიერ ადამიანს სჭირდება სულის გახსნა მადლოსათვის, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად..." ასე რომ ძალიან გაგვიხარდება თუ საჭიროდ ჩათვლით და გავაგრძელებთ არგუმენტირებულ და როგორც ყოველთვის კორექტულ საუბარს, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ ის რაზედაც ვკამათობთ არის კერძო აზრი და შესაბამისად დამოკიდებულება და გავრცელებაც ამ აზრისა, იქნება იგივე, ანუ კერძო აზრის ფარგლებში. მრავალ შობას! პატივისცემით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი