სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მხევალი ნინო |
Jan 3 2008, 02:36 PM
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
თეოლოღუმენის თემაში კაიროსმა ეს სიტყვები ტქვა
,,აკი პავლე გულით ღმერთს ემსახურებოდა, მაშინც კი როცა სავლე იყო და ქრისტიანებს დევნიდა, დადგა ჟამი მისი გაპავლებისა, და იქცა მსოფლიო მოძღვრად!,, ეს ის სიტყვებია, რაზეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე. თუ ტქვენც ფიქრობთ მაშინ თემა საინტერსო გამოვა ჩემთვის აუხსენლია, როგორ შეიძლება იყო ქმედებით სავლე და გულით პავლე. უფალი ადამიანს გულს ხედავსო ნათქვამია, ხოდა საინტერსოა ამ სიტყვების ახსნა,ა ან რას ხედავს უფალი ჩვენს გულში? ჩვენს გვერდით ბევრი უცნაური ფორუმელი ყოფილა, მათზე ბევრი უცნაური ფორუმს გარეთ დადის, ხშირად ვბრაზდებით მათზე, ვცხარობთ... ამ დროს ეს ადამიანები ფორუმელები თუ ფორუმს გარეთ იქნებ ქმედებით სავლეები არიან და გულით პავლე ჰა? რა იცით რა იქნეა მომავალში, რას ხდედავს უფალი ჩვენს გულებში? ან კი როგორ შეიძლება გულით პავლე იყო მაშინ, როცა ქმდებეით სავლე ხარ? ან ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიმაც უფალი ჯვარზე აღიარა ვინ იყო? რატომ მოხდა მისთვის ველაფერი სიცოცხლის ბოლო წუთს, მაშინ, როცა ღმერთმა იცის სიცოცხლეში რამდენი ადამიანი გაუწამებია. რატომ არ იცხოვრა ჯვარზე აღიარების შემდეგ? არ ვურევ! უბრალოდ ბევრი რამ არ მესმის... უფალი ამბობს სრულყოფილი იყავით ისე როგორც თქვენი უფალია სრულყოფილიო (მაპატიეთ ზუსტი ციტირება ვერ მოხახერხე, მიხვდებით რომელ სიტყვებზეც ვსაუბრობ) ჯვარცმულმა ავაზაკმა როდის მოასწრო სრულყოფილება? სავლემ მოასწო პავლეობა... მე მგონი ორი თემა ერთმანეთსი ავურიე.. ველი ტქვენს აქტიურობას.. კაიროსს შენ დამპირდი -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
| Genesis |
Jan 8 2008, 01:30 AM
პოსტი
#2
|
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ტაკს.
პავლეს ეპისტოლე რომაელთა მიმართ 3 თავი: 1. რაჲ-მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაჲ-მე სარგებელი არს წინადაცუეთილებისაჲ? 2. ფრიად ყოვლითავე სახითა, პირველად უკუე, რამეთუ ჰრწმენნეს სიტყუანი ღმრთისანი. 3. არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? 4. ნუ იყოფინ, იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ, ვითარცა წერილ არს: რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა. 5. უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეტყუების, რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ. 6. ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი? 7. უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა აღემატა სადიდებელად მისსა, რაჲსაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები? 8. და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს. 9. აწ უკუე რაჲ წინა-მე-ვჰმატთა? არა სამე, რამეთუ წინაწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ. 10. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ, 11. არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; 1. მაშ, რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას, და რა პატივი წინადაცვეთას? 2. უპირატესობა დიდია ყოველნაირად: უწინარეს ყოვლისა კი იმდენად, რამდენადაც მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვა. 3. მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას? 4. არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას. 5. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ. 6. არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა? 7. მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი? 8. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა? 9. მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ. 10. როგორც დაწერილია: არავინაა მართალი. 11. არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს. --------------------------------------------------------------------------------- ამ მუხლებს ვინც კარგად ჩაუკვირდება, პავლე ძალიან კარგად გადმოსცემს ადამიანის უძლურებას... ჩაიდინოს სიკეთე ან ჩაიდინოს ბოროტება. რადგან ადამიანის ბოროტი საქმეებიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ორწილი სიკეთის საწყისი და ადამიანის სიკეთე შეიძლება აღმოჩნდეს ორწილი ბოროტების საწყისი... ადამიანს მხოლოდ გააჩნია ნება: ბოროტი და კეთილი ხოლო მისი ჩადენის უნარი არ გააჩნია. რადგან იუდას ბოროტება იყო მსოფლიოდახსნისთვის ჩადებული ერთერთი ქვა, შესაბამისად ეს შეიძლება სიკეთედ ჩაითვალოს... (8. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა? ) მაგრამ აქ ამოსავალი წერტილია იუდას ნება... შეიძლება მისი საქმეები კაცობრიობისთვის სასიკეთოდ ჩაითვალოს, მაგრამ მისი ნება იყო მაგ შემთხვევაში ბოროტი... გავიხსენოთ დამსხვრეული ალებასტრონი: მოწაფეების შეხედულებით და ზოგადად ლოგიკური შეხედულებით, ფული გაანიავა. მატერიალური სახსრები კიდევ სიკეთის საკეთებლად მნიშვნელოვანი ელემენტია შესაბამისად როგორც პავლე წერს, არავინაა მართალი და არც ვინმეს ძალუძს რამე მართლის გაკეთება, ეს ღმერთის კომპეტენციაა. მთავარია რა ნება გააჩნია ადამიანს. შესაბამისად თუ ადამიანის გულისნადებს ვერვკითხულობთ (50%) მაშინ მის გაკეთებულ საქმეზე ჩვენი შეფასება შეიძლება ისეთივე ზედმეტი აღმოჩნდეს როგორიც მოწაფეების შეფასება აღმოჩნდა ზედმეტი ალებასტრონის ნელსაცხებელზე... და ნუკი ესწრაფვის ვინმე ამტკიცოს როგორია ღმერთის ნება ამათუიმ საქმეზე 10. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ, 11. არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მხევალი ნინო სავლე -მოციქულ პავლემდე Jan 3 2008, 02:36 PM
დავით ივერიელი ბოდიშს ვიხდი თუ კა... Jan 3 2008, 02:49 PM
თათარაშვილი
1. რამეთუ მსგავს ა... Jan 3 2008, 02:55 PM
დავით ივერიელი
სხვათაშორის თუ და... Jan 3 2008, 03:00 PM
მხევალი ნინო თათარაშვილი
ეს ჯ... Jan 3 2008, 03:21 PM
მხევალი ნინო [size=5]აკი პავლე გულით ... Jan 3 2008, 06:06 PM
მამა ირაკლი
[color=#FF0000][size=5]აკი პავლე ... Jan 3 2008, 06:16 PM
დავით ივერიელი
მერე სავლე არა ჭე... Jan 3 2008, 03:31 PM
თათარაშვილი
ჯვარცმუ ავაზაკს ა... Jan 3 2008, 03:34 PM
afxazi მხევალი ნინო
ჯვარ... Jan 3 2008, 03:41 PM
KAIROS კარგია ნინიკო, რომ ... Jan 3 2008, 04:55 PM
მხევალი ნინო მამა ირაკლი
ეს ერ... Jan 3 2008, 06:17 PM
მამა ირაკლი
[b]მამა ირაკლი
ეს ერ... Jan 3 2008, 06:24 PM
lingvo
ან ის ჯვარცმული ა... Jan 3 2008, 06:38 PM
KAIROS
რათქმაუნდა, ეგრეა... Jan 3 2008, 11:58 PM
მხევალი ნინო KAIROS
ზუსტად ეს არის ... Jan 4 2008, 02:01 PM
soso5
[b]KAIROS
ზუსტად ეს არის ... Apr 24 2009, 07:55 PM
staywhite
ცხოვრება ავაზაკო... Jan 4 2008, 02:19 PM
მხევალი ნინო staywhite
მე უფლის მიმტ... Jan 4 2008, 02:25 PM
staywhite გამოდის რომ შესაძლ... Jan 4 2008, 03:22 PM
ketino
:) :კი1:
ნინუც :D რა ფი... Jan 4 2008, 06:09 PM
თათარაშვილი მხევალი ნინო
მოდი ... Jan 4 2008, 09:07 PM
მხევალი ნინო თათარაშვილი
შეიძ... Jan 5 2008, 02:54 PM
მნათე თემა რას ეძღვნება, ... Jan 5 2008, 03:05 PM
მხევალი ნინო მნათე
სკოლას, რომ ... Jan 5 2008, 03:09 PM
მნათე
ჩემი სკოლა ხავსი ა... Jan 5 2008, 03:11 PM
მხევალი ნინო მნათე
შენ სკოლაში... Jan 5 2008, 03:12 PM
solomony
ჩემს აზრით
ერთს ვი... Jan 5 2008, 04:02 PM
მხევალი ნინო solomony
მადლობთ სოლომ... Jan 5 2008, 06:00 PM
staywhite
ჩემს აზრით
ერთს ვი... Jan 6 2008, 11:40 AM
Genesis მხევალი ნინო
კარგ... Jan 8 2008, 12:59 AM
თათარაშვილი
აი მშვენიერი პატე... Jan 10 2008, 11:26 AM
marine + Jan 20 2018, 09:13 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st December 2025 - 09:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი