პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jan 8 2008, 01:47 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
დავამატებდი:
ან შევთანმდეთ რომ ეგ არის კერძო აზრი, ან შევეცადოთ ვუპასუხოთ იმ კითხევბს, რაც ამ "დიდ ცოდვილთათვის ლოცვის აკრძალვის " (?) თაობაზე წარმოიშვა ( და საკმაოდ ბლომადაც, მე უბრალოდ სწრაფად დავწერე, მხოლოდ რამოდენიმე მათგანი) , უბრალოდ უამრავზე უამრავი კითხვა იბადება და უამრავი გარღვევაა მაგ თეორიაში: 1. მაგ კერძო აზრის მიხედვით, ადამიანი ვარდება განკითხვაში, როცა ყოფს ადამიანთ ცოდვილებად და ნაკლებად ცოდვილებად, ლოცვის ღირსებად და არა ღირსებად, ეს არ ახასიათებს ქრისტიანულ აზროვნებას 2. როგორც ადრე შევნიშნეთ, ცნობილი მდგომარეობის გამო, მაშ ვერ მოგვიხსენებია ლამის 90% არაეკლესიური ვაჟებისა, რადგან ცნობილია, რომ "ყველა დადის ქალებში", ამას კი სასიკვდილო ცოდვა ანუ მრუშობა ქვია, არც ისე კუნძულზე არიან, რომ არ იცოდნენ, რომ ეს დიდი ცოდვაა, და ასევე სასაცილოა, აქ ადამიანის უნებურ ქმედებაზე ვიფიქროთ, ანუ მოქმედებენ ნებითაც და ცნობითაც, არ მოვიხსენოთ? ეგ ხომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოკვეთას ნიშნავს? მაშინ ისინი არც ნათლიებად უნდა დააყენონ და არც მეჯვარეებად? მაშინ უნდა იყოს კითხვა, ხარ თუ არა რაიმე სასიკვდინე ცოდვაში?... მივდივართ შემდეგ სარკაზმამდე... 3. მოსახსენებელში "ჩისტკის" ჩატარება ნუთუ უფრო დადებითი მოვლენაა თუ ის რომ ვინმე ნარკომანზე, მრუშზე, ქურდზე ვილოცოთ? იქნებ ის ვიღაც ცოდვილი, ჩვენ ( ვითომ ნაკლებად ცოდვილები ) ლოცვის უღირსებად ვთვლით, შინაგანად საოცარ სინანულში არიან და სწორედ ჩვენი ლოცვის მიერ შეწევნის გამო, საღვთო მადლი განაღვივებს ამ სინანულს და იქნებ ამ ლოცვის მოკლების გამოთაც ის ადამიანი დაიღუპოს? ან საერთოდ რა ვიცით ჩვენ ვინაა ღირსი და არა ღირსი ლოცვისა? მაშინ ხომ ლოცვასაც ეკარგება აზრი? მოკლედ ძალიან ბევრი ნაკლი აქვს ამ თეორიას, და უკეთესი იქნება თუ მალევე დაერქმევა კერძო აზრი! და საერთოდ კარგია თუ გასაგებად გავუკეთებთ დეფინიცირებას სასიკვდინე ცოდვას, ხშირად მას ადარებდნენ ჭრილობათ, მცირე ცოდვა სულზე ისევე აისახება, როგორც მცირე ჭრილობა, შესაბამისად მისი განკურნებაც ადვილია და ჩვენც ჩვენი ლოცვებითაც ვეხმარებით, მაგრამ აი საოცრება, თუკი ვეხმარებით მსუბუქად დაჭრილს, რატომღაც აღარ ვეხმარებით მძიმედ დაჭრილს, ანუ საშინელ ცოდვაში მყოფს, როგორც მძიმედ დაჭრილს უგულოდ უნდა მოვეპყრათ და "ღმერთი გაარკვევს" ამარად დავტოვებთ, არა ჩანს ეს მოწყალე სამარიტელის თეოლოგიისეულად; ლოცვა კი მოყვასის სიყვარულითაა გამოწვეული, სიყვარული კი უშიშარია, უსაზღვრო , როგორც პავლე მოციქული გვასწავლის : "4.სიყუარული სულ – გრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, 5.არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი.. (I კორ. 13თ. 14-15)" კიდევ ერთხელ შობის მილოცვით და პატივისცემით: კაიროსი! დამატების სახით: როგორც მოსალონდელი იყო, ჩემო პასუხი იქ წაშალეს, ამიტომაც ცუდია, რომ იქ პასუხად "კერძო აზრი" დარჩა, რომლესაც როგორც ვნახეთ, დიდი ნაკლები აქვს, ასე რომ კიდევ კარგი, რომ ეს თოფიქი მაინც არსებობს ( მიუხედავად ბევრზე ბევრი წინააღმდეგობისა) , სადაც გარკვევით და თავისუფლად დავწერთ, ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქრისტიანის ლოცვას საზღვრები არ გააჩნია და მოყვანილი თეორია უპირობოდ ითვლება კერძი აზრად! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი