პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მართა |
Jan 8 2008, 02:14 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
ციტატა უფალმა მხოლოდ ღვთისმშობელს ჩაუსახა ბავშვი,მაცხოვარი! დანარჩენებს კი ან სიყვარულმა ან ვნებამ! ვნების შედეგია არის და ციდვის ,სწორედ მკვლელობა(აბორტი), ფაქტების დაფარვა , და რა შუაშია აქ ღმერთი? სიღრმეს არ ჩევეძიები(თავს შევიკავებ შეგნებულად) ,მაგრამ აბორტი მარტო ფაქტების დაფარვა არ არის ნამდვილად,კითხვის დამსმელმა ვფიქრომ აბორტის გამკეთებელთა კონტექსტში კანონიერი ცოლ-ქმარიც მოაქცია,ანუ ცოლ-ქმარს აბორტი მხოლოდ ფაქტების დაფარვის გამო არ ჭირდებათ,ეს ერთი და მეორეც უფალი ყველგან შუაშია მისი ნების გარეშე არ მოხდება თუნდაც უმნიშვნელო წვრილმანი,რავიცი მე ასე წამიკითხავს შეიძლება ან მკითხველი შევცდი ან მისი დამწერი...თუმცა უფალი შვილის ყოლის ბედნიერებას იმიტომ არ გვაძლევს რომ ის ჩვენივე ხელით გავანადგუროთ...ამ ფაქტით უფალი კიდევ დიდი გამოცდის ჩაბარების ნებას (ანუ თავისუფალ ნებას) გვაძლევს ეს თავად უნდა გადავწყვიტოთ მივიღოთ ღვთის ჯილდო შვილოსნობისა თუ მოვსპოთ ის... -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი