საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Nov 30 2006, 07:26 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
წმ.ისააკ ასური წერს: " რასაც კი ინტელქეტი ხედვას, ესმის ან აღიქვავს სულიერ სფეროში დაბრუნების შემდეგ. მას, უბრალოდ ახსოვს რომ ნახა ეს ყველაფერი, მაგრამ რაც ნახა, არ იცის როგორ გამოხატოს ნათლად. ეს არის იმ ცრუ "გამოცხადებების" ბრალი, რომელიც შეთხზეს მწვალებლების ფუძემდებლებმა დამონური ფანტაზიის ზეგავლენით. ისინი აღწერენ ღVტიურ სამყოფელს ზეცაში, ღვთიური დასების ურიცხვ სიმრავლეს და მათ სხვადასხვაგავარ საქმიანობას. მაგრამ ეს ყველაფერ ინტელექტის აჩრდილია, რომელიც დავდაჯერებულობითაა გაბრუებული და დემონების მოქმედებებით ჭკუიდანაა გადაყვანილი (ეპისტოლე აბბა სიმონისადმი)
წმ. მარკოზ ეფესელი: " ჩვენ ვპასუხობთ რომ ზეცა არ არის ფიზიკური ადგილი სადაც ანგელოზები ცხოვრობენ, ისე როგორც ჩვენ, არამედ გონისმიერი ადგილია, რომელიც სცდება აღქმის სფეროს, თუკი ამას საერთოდ უნდა ეწოდოს ადგილი; მაგრამ უფრო ზუსტად მას უნდა ეწოდოს :ღმერთის ადგილი" -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th May 2024 - 01:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი