საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Nov 30 2006, 07:40 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ოღონდ კი მიწყივ ყოვლადწმიდასთან ვიყოთ მისდამი გულმოდგინე ლოცვებში, ოღონდ კი მუდამ მის დედობრივ საფარველს ვესწრაფოდეთ მტკიცე რწმენით და არცერთი ჩვენი ლოცვა, არცერთი წვეთი ცრემლისა, არცერთი ჩვენი ლოცვითი სულთქმა უკვალოდ არ გაქრება. იგი არა მარტო მიწიერი ცხოვრებისას გამოგვიხსნის ყოველგვარი ბოროტებისაგან, არამედ ჩვენთან იქნება ამა სოფლიდან ჩვენი გასვლის ჟამსაც, რათა ჩვენზეც აღსრულდეს ბოგოლუბსკის ღვთისმშობლის აკათისტოს სიტყვები: ჟამსა სიკვდილისა ჩვენისასა შენ თვით გამოგვიჩნდი, ყოვლადწმიდაო (კონდაკი 13). იგი სიკვდილის შემდეგ ყველა ეშმაკს განსდევნის ჩვენგან, ჰაერისმცველთაგან დაგვიცავს საზვერეების გავლისას, თავისი ძის საყდართან წარგვადგენს, როგორც საყვარელ შვილებს და შეჰვედრებს მას, რათა თავისი ზეციური სამოთხის სავანეში დაამკვიდროს ჩვენი სულები ნაწყვეტი არქიეპისკოპოს სერაფიმ სობოლევის ქადაგებიდან აი ეს ჰაერისმცველობა, მთლიანად გნოსტიკურიაო მთავარეპისკოპოსი ამბობს. . . აღსანიშნავია ისიც რომ ყველა მამა, ვინც ამ თეორიას ემხრობა რუსია, ეს ბუნებრივიცაა რადგან ბიზანტიის ეკლესია არ ცნობს ბერ ბასილის "ახლად" -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
იოანა |
Nov 30 2006, 07:43 PM
პოსტი
#3
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
აი ეს ჰაერისმცველობა, მთლიანად გნოსტიკურიაო მთავარეპისკოპოსი ამბობს. . . აღსანიშნავია ისიც რომ ყველა მამა, ვინც ამ თეორიას ემხრობა რუსია, ეს ბუნებრივიცაა რადგან ბიზანტიის ეკლესია არ ცნობს ბერ ბასილის "ახლად" და ვინ არის ის წმინდა ბასილი, რომელსაც ბიზანტიის ეკლესია ცნობს და როგორია მისი ცხოვრება? -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 07:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი