IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საზვერეები-მითი თუ რეალობა?
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



IPB-ს სურათი



ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი).

ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს.

მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!)


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 08:00 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



არ ვიცი მამა არჩილი რას გულისხმობდა, მაგრამ ვერ გამიგია-სულს აღარ ძალუძს სიკვდილის მერე ცდოვა, სული არაა ადამიანი, არც სხეული მხოლოდ ორივე ერთად. პიჯვარი რითი გადაისახა? სულს რომ ფორმა არ აქვს? და ვინ ნახა მაკარი როგორ შედიოდა სასუფეველში?

მხოლოდ კითხვებს ვსვავ. . .

აქ არაფერია ნათქვამი მაკარის იმქვეყნიურ ყოფაზე, საინტერესოა ვინ ადევნებდა თვალს საზვერეში მოგზაურობას. . .

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
მაკარი დიდი მეგვიპტელი - დაიბადა ქვემო ეგვიპტის სოფელ პტინაფორში. მშობლების თხოვნით დაქორწინდა, მაგრამ მალე დაქვრივდა. მეუღლის დასაფლავების შემდეგ წმიდანმა გაიფიქრა: „მომხდარი ყურად იღე, მაკარი, და მხოლოდ საკუთარ სულზე იზრუნეე, რადგან შენც მოგელის მიწიერი ცხოვრებიდან გასვლა!“ ღმერთმა თავის რჩეულს ხანგრძლივი სიცოცხლე მიმადლა, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული სიკვდილის ხსოვნა განუყრელად თან ახლდა მას და ლოცვისა და სინანულის ღვაწლისათვის აღაფრთოვანებდა. მან მოუხშირა ტაძარში სიარულს, უფრო და უფრო უღრმავდებოდა წმიდა წერილს, მაგრამ ხანში შესულ დედ-მამას არ შორდებოდა და მშობლების პატივისცემის მცნებას აღასრულებდა. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ ღირსმა მაკარიმ („მაკარი“ - ბერძნულად ნეტარს ნიშნავს) მთელი ქონება მოწყალებად გასცა მათი სულის საოხად, შემდეგ კი მხურვალე ლოცვებით შესთხოვა უფალს, ღირსეული წინამძღვარი გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზაზე. ღმერთმა, მართლაც, მიანიშნა ჭაბუკს ასეთ ადამიანზე - ეს იყო სოფლის მახლობლად, უდაბნოში მცხოვრები გამოცდილი ბერი, რომელმაც სიყვარულით მიიღო იგი, მღვიძარებაში, მარხვასა და ლოცვაში განსწავლა და ხელობაც მისცა - კალათების წვნა ასწავლა. შემდეგ მეუდაბნოემ იქვე კელია ააგო და შიგ დააკვიდრა საყვარელი მოწაფე.

ერთხელ პტინაფორში ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩავიდა და ღირსი მამის კეთილკრძალული ცხოვრების შესახებ რომ შეიტყო, საკუთარი ნების წინააღმდეგ, სოფლის ეკლესიის ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხა იგი. მარტოობისა და მდუმარებისკენ მიდრეკილ მაკარის ძლიერ გაუჭირდა ერში მსახურება და ფარულად განერიდა იქაურობას. ადამიანთა მოდგმის მტერმა დაუცხრომელი ბრძოლა დაუწყო მოსაგრეს, ცდილობდა შეეშინებინა იგი, კელიას ურყევდა, ცოდვილ ფიქრებს ახვევდა თავს. ნეტარი მამა ლოცვისა და ჯვრის ძალით იგერიებდა მზაკვარის თავდასხმებს. ბოროტმა ადამიანებმა წმიდანს ერთი ქალწულის ცდუნება დასწამეს, ღირსი მამა საოცარი მორჩილებით იტანდა განსაცდელს და კალათების გაყიდვით მიღებული ფულით უდრტვინველად არჩენდა ქალს. ღირსი მამის უცოდველობა მაშინ გამჟღავნდა, როცა მიდგომილის მშობიარობის ჟამმა მოაწია. მშობიარე იტანჯებოდა, ბავშვი კი არ იბადებოდა. მაშინ მან აღიარა, რომ ცილი დასწმა წმიდანს და თავისი ნამდვილი მაცდუნებელიც დაასახელა. მის მშობლებს თავზარი დაეცათ, ისინი ნეტარ მამასთან შენდობის სათხოვნელად აპირებდნენ წასვლას, მაგრამ ღირსი მაკარი ღამით განერიდა ამ ადგილებს და ნიტრიის მთაზე, ფარანის უდაბნოში გადასახლდა. აქ მან სამი წელი იცხოვრა, შემდეგ კი ეგვიპტური ბერ-მონაზვნობის მამას, ანტონი დიდს მიაშურა. წმიდანმა სიყვარულით მიიღო მოშურნე ბერი. იგი მალე მოძღვრის საყვარელი მოსწავლე და მიმდევარი გახდა. დიდი ხანი იცხოვრა მაკარიმ მისი ხელმძღვანელობით, შემდეგ კი, მისივე რჩევით, სკიტის უდაბნოში დაემკვიდრა (ეგვიპტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში). ოცდაათი წლის ასაკს მიახლოებული მოღვაწე უკვე ისეთი გამოცდილი და ახოვანი მოსაგრე იყო და ისე ბრწყინავდა თავისი ღვაწლით, რომ „მცხოვანი ჭაბუკი“ შეარქვეს.

დემონების მრავალი თავდასხმა გამოსცადა ღირსმა მაკარიმ საკუთარ თავზე: ერთხელ, როცა უდაბნოდან პალმის რტოები მოჰქონდა კალათების საწნავად, ეშმაკი აღუდგა წინ. ბოროტს უნდოდა ნამგალი ჩაერტყა მისთვის, მაგრამ ვერ შესძლო და ესღა უთხრა: „მაკარი, საშინლად ვიტანჯები იმის გამო, რომ ვერ გერევი. იარაღი, რომლითაც მიგერიებ, შენი თავმდაბლობაა“. როცა წმიდანს 40 წელი შეუსრულდა, მღვდლად აკურთხეს და სკიტის უდაბნოში მცხოვრები ბერების წინამღძვრად დაადგინეს. ამ ხანებში ღირსი მაკარი ხშირად ხვდებოდა ანტონი დიდს და სულიერ დამოძღვრას ღებულობდა მისგან.

ღირსმა მაკარიმ მრავალი კურნება აღასრულა. ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ რჩევა-დარიგების თუ ლოცვა-კურთხევის მთხოვნელნი. ეს ყველაფერი არღვევდა წმიდანი მყუდროებას, ამიტომ მან თავისი კელიის ქვეშ ღრმა გამოქვაბული ამოთხარა და იქ განმარტოვდა ლოცვისა და ღვთის განგებულებაზე ფიქრისთვის. ღირსმა მაკარიმ ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ლოცვებით უამრავი სასწაული აღესრულებოდა. ერთხელ წმიდა მამას კელიაში ქურდი დაუხვდა. წმიდანი მშვიდად მიეხმარა მას სახედარზე ტვირთის დაკვრაში და არც დაიმჩნია, რომ ამ ნივთების პატრონი თვითონ იყო. მძარცველის წასვლის შემდეგ კი გაიფიქრა: „ამქვეყნად ჩვენ არაფერი მოგვიტანია, ბუნებრივია, რომ ვერც ვერაფერს გავიტანთ აქედან. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე!“

ერთხელ, ლოცვის დროს, ნეტარ მამას ჩაესმა: „მაკარი, შენ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია ისეთი სრულყოფილებისათვის, რომელსაც ქალაქში მცხოვრებმა ორმა ქალმა მიაღწია“. თავმდაბალმა მოსაგრემ აიღო კვერთხი, წავიდა ქალაქში, იპოვა სახლი, სადაც ქალები ცხოვრობდნენ და კარებზე დააკაკუნა. კეთილმსახურმა დიასახლისებმა სიხარულით მიიღეს იგი. ღირსმა მამამ უთხრა: „შორეული უდაბნოდან თქვენს გამო მოვედი. მინდა შევიტყო თქვენი კეთილი საქმეების შესახებ, მომითხრეთ ყველაფერი, ნურაფერს დამიმალავთ“. გაოცებულმა ქალებმა უპასუხეს: „ჩვენ ქმრებთან ერთად ვცხოვრობთ და არანაირი სათნოება არ გაგვაჩნია“, მაგრამ წმიდანმა დაიჟინა და მასპინძლებმაც დაიწყეს: „ჩვენ ღვიძლი ძმების მეუღლეები ვართ. ერთად ცხოვრების მანძილზე არც ერთი ავი და საწყენი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, არც არასოდეს გვიჩხუბია. ქმრებს ვთხოვეთ, მონასტერში გავეშვით, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ. მას აქეთ აღთქმა დავდეთ, სიკვდილამდე ერთი ამაო სიტყვაც არ წარმოგვეთქვა“. წმიდა მოსაგრემ ადიდა ღმერთი და თქვა: „ჭეშმარიტად, უფალი არ დაეძებს ქალწულებს თუ გათხოვილ ქალებს, ბერს თუ ერისკაცს, ის ადამიანის თავისუფალ ნებას აფასებს და საცხოვნეებლ გზაზე დამდგართ სულიწმიდის მადლით წინამძღვრობს“.

არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) ზეობისას მწვალებელი ეპისკოპოსი ლუკა დევნიდა მაკარი დიდსა და ღირს მაკარი ალექსანდრიელს. ორივე ბერი შეიპყრეს, ხომალდზე დასვეს და წარმართებით დასახლებულ ერთ უდაბურ კუნძულზე გადაასახლეს. აქ წმიდანების ლოცვით ქურუქმის ასული განიკურნა, რის შემდეგ თავად ქურუმი და კუნძულის მცხოვრებლებიც მონათლნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, არიანელი ეპისკოპოსი სირცხვილმა შეიპყრო და ბერები თავიანთ უბდანოებში დააბრუნა.

ღირსი მამის სიმშვიდე და თავმდაბლობა გარდაქმნიდა ადამიანთა სულებს. „ავი სიტყვა, - ამბობდა ამბა მაკარი, - კეთილებსაც აბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტებსაც სიკეთისკენ მოაქცევს“. ბერების შეკითხვაზე, როგორ უნდა ვილოცოთო, ღირსი მამა პასუხობდა: „ლოცვაში მრავალსიტყვაობა არ არის საჭირო, საკმარისია ვითხოვოთ: „იყავნ ნება შენი, უფალო!“ თუ მტერი გვესხმის თავს, უნდა წარმოვთქვათ: „უფალო, შეგვიწყალენ!“ ღმერთმა უწყის, თუ რა არის ჩვენთვის უმჯობესი და მოგვხედავს წყალობის თვალით!“ როცა ძმებამ ჰკითხეს: „როგორ უნდა გავხდეთ ბერები?“ ღირსმა მამამ უპასუხა: „მომიტევეთ, მე ცუდი მონაზონი ვარ, მაგრამ მინახავს უდაბნოს სიღრმეში მოღვაწე მარტომყოფები და როცა მათთვის ამგვარივე შეკითხვა დამისვამს, უპასუხნიათ: „თუ ადამიანმა უარი არ განაცხადა ყველაფერ ამქვეყნიურზე, ის ვერასოდეს გახდება ბერი“. მე ვუთხარი: „უძლური ვარ და არ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორც თქვენ ხართ“. „მაშინ კელიაში დაჯექი და მწუხარებას მიეციო შენი ცოდვების გამო!“

ერთ ბერს ღირსმა მაკარიმ ურჩია: „გაიქეცი ადამიანებისგან და ცხონდები!“ მან ჰკითხა: „რას ნიშნავს ადამიანებისგან გაქცევა?“ ღირსმა მამამ უპასუხა: „იჯექი კელიაში და იფიქრე საკუთარ ცოდვებზე“. წმიდა მაკარი ამბობდა: „თუ ცხონება გსურს, მიემსგავსე მიცვალებულს, რომელიც არ მრისხანებს, როცა შეურაცხყოფენ და არც ამაყდება, როცა აქებენ“. მასვე უთქვამს: „თუ ლანძღვას ქებად მიიჩნევ, სიღარიბეს - სიმდიდრედ, უკმარისობას - სიუხვედ, არ წარწყმდები, რადგან შეუძლებელია, რომ მართლმორწმუნე და კეთილმსახური მოღვაწე ბილწ ვნებებსა და დემონურ ხიბლებში ჩავარდეს“.

ღირსი მაკარის ლოცვას ბევრი განუმტკიცებია განსაცდელში, ბევრისათვის აურიდებია უბედურება და საცდური.

ღირსმა მამამ 97 წელი იცხოვრა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან გამოცხადებით იხილა ღირსი მამები - ანტონი და პახუმი, რომელთაც ახარეს, რომ მალე ცათა სასუფევლის ნეტარებას დაიმკვიდრებდა. მაკარიმ უკანასკნელად დამოძღვრა თავისი მოწაფეები, ყველას გამოეთხოვა და სიტყვებით, „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა“, მიიძინა საუკუნო ძილით.

ამბა მაკარიმ თავისი უხვი სულიერი გამოცდილება საღვთისმეტყველო შრომებში გაგვიზიარა. ღირსი მაკარის ლოცვები საყოველთაოდ გამოყენებულ დილა-საღამოს ლოცვით კანონებშიცაა ჩართული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. I, თბილისი, 2001 წ.



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   საზვერეები-მითი თუ რეალობა?   Nov 30 2006, 12:21 PM
მარიამი   ამ კაცს სახეზე რომ ...   Nov 30 2006, 12:57 PM
მნათე   :blink: მტავარეპისკო...   Nov 30 2006, 01:16 PM
Sotiris   :blink: მტავარეპისკოპ...   Nov 30 2006, 05:20 PM
ლილიანა   ლევ პუჰალო რუსულ ე...   Nov 30 2006, 05:22 PM
კანონისტი   მარიამი და იმასაც ...   Nov 30 2006, 01:36 PM
მნათე   სადაც არ უნდა გამო...   Nov 30 2006, 01:57 PM
იოანა   ვინმე თეოდორა :blink: ...   Nov 30 2006, 03:14 PM
კანონისტი   იოანა: მოსაკლავი ხ...   Nov 30 2006, 03:17 PM
glaxa   მე მგონია რომ ეს მა...   Nov 30 2006, 03:24 PM
მნათე   საქმეც მაგაშია :blink:...   Nov 30 2006, 03:25 PM
იოანა   საქმეც მაგაშია :blink: ...   Nov 30 2006, 04:29 PM
ალექსანდრე   glaxa იცი შენ რას გეტყ...   Nov 30 2006, 03:50 PM
მნათე   გლახას უკიდურესო...   Nov 30 2006, 03:53 PM
glaxa   ალექსანდრე ალო ნუ ...   Nov 30 2006, 03:57 PM
ალექსანდრე   მნათე იცი ლევან სა...   Nov 30 2006, 04:03 PM
glaxa   ალექსანდრე მე ხომ ...   Nov 30 2006, 04:08 PM
ალექსანდრე   glaxa ნუ მეპათხალიმებ...   Nov 30 2006, 04:10 PM
glaxa   ალექსანდრე :wub: :wub: :wu...   Nov 30 2006, 04:13 PM
მნათე   აქამდე მეგონა რომ ...   Nov 30 2006, 04:20 PM
მნათე   რას ამბობ :D ეშმაკი ...   Nov 30 2006, 04:39 PM
იოანა   ვიცი, რომ არსებობს...   Nov 30 2006, 04:55 PM
მნათე   მაშინ უცნაურია შე...   Nov 30 2006, 05:02 PM
იოანა   მაშინ უცნაურია შე...   Nov 30 2006, 05:57 PM
glaxa   თაგვმა ხომ იცით რა ...   Nov 30 2006, 05:05 PM
მნათე   კონტექსტი? :D   Nov 30 2006, 05:07 PM
მნათე   საქმე ისაა რომ ამ ...   Nov 30 2006, 05:24 PM
Sotiris   ასევე საფუძვლიანი...   Nov 30 2006, 08:12 PM
ლილიანა   მნათე სად დევს ეს ნ...   Nov 30 2006, 05:25 PM
მნათე   ლილიანა ნოდარ ლად...   Nov 30 2006, 05:27 PM
ლილიანა   ლილიანა ნოდარ ლად...   Nov 30 2006, 05:35 PM
მნათე   ჰა არ მინდოდა დადე...   Nov 30 2006, 05:39 PM
მნათე   მართალი ხარ მაგრა...   Nov 30 2006, 05:59 PM
solomony   რაზეა ეს თემა და რა...   Nov 30 2006, 06:35 PM
იოანა   რაც შეეხება გარდა...   Nov 30 2006, 06:52 PM
მნათე   არავისთანაც არ ვხ...   Nov 30 2006, 06:44 PM
solomony   მნათე აბა ამ საკით...   Nov 30 2006, 06:50 PM
მნათე   ჩემო კარგო მიუხედ...   Nov 30 2006, 06:51 PM
solomony   გარწმუნებ მნათე ს...   Nov 30 2006, 07:00 PM
მნათე   წმ.ისააკ ასური წერ...   Nov 30 2006, 07:26 PM
solomony   აქ არსად არ არის ნა...   Nov 30 2006, 07:32 PM
მნათე   მოკლედ ეს ერთი კონ...   Nov 30 2006, 07:36 PM
solomony   ოღონდ კი მიწყივ ყო...   Nov 30 2006, 07:37 PM
მნათე   აი ეს ჰაერისმცველ...   Nov 30 2006, 07:40 PM
იოანა   აი ეს ჰაერისმცველ...   Nov 30 2006, 07:43 PM
მნათე   ზუსტად არც კი ვიცი...   Nov 30 2006, 07:50 PM
solomony   ხომ გახსოვთ მაკარი...   Nov 30 2006, 07:52 PM
მნათე   არ ვიცი მამა არჩილ...   Nov 30 2006, 08:00 PM
solomony   საზვერე (საბაჟო) - ა...   Nov 30 2006, 08:01 PM
მნათე   ყველა რუსი მამაა. . . ...   Nov 30 2006, 08:04 PM
solomony   ღირსი ბასილი ახალი...   Nov 30 2006, 08:05 PM
მნათე   solomony ეს ისტორია უკვ...   Nov 30 2006, 08:07 PM
მნათე   აუფ ეს რუსული მოაშ...   Nov 30 2006, 08:15 PM
Sotiris   რა კუთხით უნდა აღვ...   Nov 30 2006, 09:27 PM
solomony   ბოლოს ერთს ვიტყვი ...   Nov 30 2006, 08:33 PM
მნათე   სოლომონ მე ისინი მ...   Nov 30 2006, 08:37 PM
glaxa   solomony და რის საფუძვე...   Nov 30 2006, 08:38 PM
მნათე   ვაიმე შენ ნუ იწონე...   Nov 30 2006, 08:40 PM
solomony   მნათე კარგია თუ მა...   Nov 30 2006, 08:42 PM
glaxa   მნათე "ვუნდაღ კინ...   Nov 30 2006, 08:43 PM
მნათე   ხო მართალი ხარ თავ...   Nov 30 2006, 08:46 PM
მნათე   მაიცა ჯო, ახლა ეგრ...   Nov 30 2006, 09:32 PM
Sotiris   ეჰ, მნათე, გატყობ პუ...   Nov 30 2006, 10:26 PM
დათიკო   მეგობრებო, ხომ არ ს...   Nov 30 2006, 10:32 PM
კანუდოსელი   მეგობრებო, ხომ არ ს...   Dec 1 2006, 12:11 AM
მნათე   მართალი ხარ სერიო...   Nov 30 2006, 10:38 PM
Sotiris   მართალი ხარ სერიო...   Dec 1 2006, 06:37 PM
მნათე   კაი რაა მე არ ვიბრ...   Dec 1 2006, 06:40 PM
Sotiris   ახლა ისმის კითხვა, ...   Dec 8 2006, 07:36 PM
დეკ. ანდრია   სწავლება საზვერეე...   Dec 1 2006, 06:44 PM
მნათე   უღრმესი მადლობა თქ...   Dec 1 2006, 07:16 PM
დეკ. ანდრია   საზვერეები არის გა...   Dec 8 2006, 06:50 PM
კანუდოსელი   ხოლო კითხვაზე, რატ...   Dec 8 2006, 07:18 PM
კანუდოსელი   კიდევ ერთი რამ მა...   Dec 8 2006, 07:30 PM
კანუდოსელი   წმიდა მოციქულ პავ...   Dec 8 2006, 07:49 PM
Sotiris   ტკბილო, აბა ერთი მო...   Dec 9 2006, 05:32 AM
მნათე   დამლოცეთ თქვენო უპ...   Dec 8 2006, 07:23 PM
მნათე   რათქმაუნდა (!) თავ...   Dec 8 2006, 07:53 PM
Sotiris   მე მჯერა, რომ სულს ...   Dec 9 2006, 06:26 AM
მნათე   ხო ვიცი ეგ ნამეტან...   Dec 9 2006, 12:10 PM
glaxa   კანუდოსელი სად წე...   Dec 12 2006, 08:50 PM
solomony   კითხვები და კიდევ ...   Dec 13 2006, 03:14 AM
ალექსანდრე   glaxa შენ გაგაფრტხილე...   Dec 13 2006, 03:21 AM
glaxa   ალექსანდრე შენ შე...   Dec 13 2006, 10:46 AM
ალექსანდრე   glaxa აბა ცოტა გარკვე...   Dec 13 2006, 11:31 AM
glaxa   ალექსანდრე მეტი გ...   Dec 13 2006, 11:39 AM
ლილიანა   ალექსანდრე მეტი გ...   Dec 13 2006, 11:50 AM
glaxa   ლილიანა აი ტოლერან...   Dec 13 2006, 11:53 AM
დათიკო   ალექსანდრე ასე არ ...   Dec 13 2006, 01:37 PM
KAIROS   ვუერთდები "ქება...   Dec 13 2006, 04:37 PM
მნათე   KAIROS ამას ვის ვხედავ ...   Dec 13 2006, 04:44 PM
ალექსანდრე   ბოდიშს ვიხდი, ცოტა ...   Dec 13 2006, 06:11 PM
t.l.   ბოდიშს ვიხდი, ცოტა ...   Dec 13 2006, 06:15 PM
glaxa   ალექსანდრე ხომ გი...   Dec 14 2006, 10:43 AM
დათიკო   glaxa ასეთი რეპლიკები...   Dec 14 2006, 04:49 PM
glaxa   დათიკო ურაააააა..ა...   Dec 14 2006, 08:54 PM
დათიკო   glaxa ნუთუ სადმე დავწ...   Dec 14 2006, 09:13 PM
t.l.   glaxa ნუთუ სადმე დავწ...   Dec 14 2006, 09:16 PM
glaxa   დათიკო დათიკო აი ...   Dec 14 2006, 09:23 PM
დათიკო   ნამეტანი მატერილი...   Dec 14 2006, 09:27 PM
7 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2024 - 03:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი