IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რა მოხდა 1089 წელს, დავით მეფის გამეფების ტარიღი
LOVEGAME
პოსტი Dec 18 2007, 06:22 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 11-July 07
წევრი № 2,438



რა მოხდა 1089 წელს,როდესაც დავით უფლისწული ადის ტახტზე, იყო შეთქმულება მეფის წინააღმდეგ,თუ გიორგი II-ის პირადი ნება.
ჩემი აზრით შეიძლება მივიღოთ რამოდენიმე ვარიანტი
1დავით უფლისწულისა და გიორგი ჭყონდიდელის მიერ მოწყობილი შეთქმულება

2 უბრალოდ გიორგი მეფის კეთილი ნება

ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტის როგორც გამამყარებელი ისე საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანა შეიძლება.
არგუმენტი :
1 საქართველოს კანომდებლობით მეფე გარდაცვალებამდე იყო ტახტის მპყრობელი და ის რომ გიორგი მეორე უარს ამბობს ტახტზე, თავისთავად იწვევს ეჭვს, რომ ეს ნაბიჯი მან ზეწოლის ქვეშ გადადგა.

2 გიორგი მეფე არ იქნა მოკვდინებული რაც შიძლება იყოს გამოყენებული იმის არგუმენტად რომ შეთქმულებას ადგილი არ ჰქონდა.

3 ის რომ წყაროები არაფერს იძახიან შეთქმულების შესახებ შეიძლება მივიღოთ იმის დასტურად რომ ეს იყო გიორგი მეფის კეთილი ნება.


ეს ასე ვთქვათ ძირითადი არგუმენტებია რომლებსაც კიდევ გამყარება სჭირდება. ძალზედ მწირეა ისტორიული მასალა ამ ფაქტის შესახებ, ამიტომ გთხოვთ ლოგიკურად ამოვხსნათ ის რაც ისტორიას ჩვენთვის არ შემოუნახავს.





--------------------



მე მძულს თქვენი აზრები, მაგრამ იძულებული ვარ პატივი გცეთ თქვენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Molen
პოსტი Jan 8 2008, 05:23 PM
პოსტი #2


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



LOVEGAME
ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ავიწყდება ყველას!

ამ დროს სელჩ(ჯ)უკთა მიერ ოკუპირება ხდება კახეთისა და ქვემო ქართლის რაიონისა მერე გიორგი კი სანადიროდ იმერეთს მიემართება რაც მოსახლეობაში იწვევს რევოლუციურ განწყობას...

ამას გარდა თურქთა ლაშქარი მიემართება კონტანტინოპოლის ასაღებად რაც... პალესტინაში კი ქრისტიანებზე თავდასხმები გრძელდება...

ევროპა ომისათვის ემზადება...

გამოდის რომ საქართველოსაც სჭირდება ახალი, ძლიერი ნებისყოფისა და განათლებული მმართველი...

ასეთი დავით აღმაშენებელი აღმოჩნდა...
უძლიერესი სტარტეგი, რომელმაც 1098 წელს ანტიოქიასთან ბრძოლაში 2000 ქართველო მეომარი მიაშველა ქრისტიან ჯვაროსნებს! 1099 წელს კი როდესაც ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს, დავითმა ილ ღაზს შეუწყვიტა ხარკის გადახდა და მოემზადა საერთო, დიდი ომისათვის!


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2024 - 03:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience