საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_I_O_R_G_I_ |
Nov 30 2006, 08:33 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ბოლოს ერთს ვიტყვი მაპატიეთ მაგრამ ამერიკის ერთერთი იერარქის მამა ლაზარეს შეხედულებებზე უფრო მაღლა ვაყენებ იმ დიდი რუსი წმინდა მამების შეხედულებებს რომლებიც უკვე წმინდანებად არიან შერაცხულნი.მითუმეტეს ჩვენი ეკლესიაც ასე ფიქრობს.დაბოლოს მნათე შენს მიერ დამოწმებულ წმინდა მამების (იოანე დამასკელის )და აშ.გამონათქვამებში სულ სხვა რამეზეა საუბარი და არა იმაზე საზვერეები არ არსებობსო.
ერთიც ლადარიასი და ბასილ კობახიძის მოსაზრებებს რაც შეეხება რომ თქვან 2+2 ოთხიაო მაინც არ დაუჯერებ,რადგანაც მათ ბევრი სისულელე აქვთ ნათქვამი მაგ.მამა ბასილი ამბობს რომ ქალსაც უნდა ქონდეს უფლება გახდეს მღვდელი და აშ.ვინც არ იცით მათი აზრები წაიკითხეთ მათი სტატიები. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 08:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი