IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რა მოხდა 1089 წელს, დავით მეფის გამეფების ტარიღი
LOVEGAME
პოსტი Dec 18 2007, 06:22 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 11-July 07
წევრი № 2,438



რა მოხდა 1089 წელს,როდესაც დავით უფლისწული ადის ტახტზე, იყო შეთქმულება მეფის წინააღმდეგ,თუ გიორგი II-ის პირადი ნება.
ჩემი აზრით შეიძლება მივიღოთ რამოდენიმე ვარიანტი
1დავით უფლისწულისა და გიორგი ჭყონდიდელის მიერ მოწყობილი შეთქმულება

2 უბრალოდ გიორგი მეფის კეთილი ნება

ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტის როგორც გამამყარებელი ისე საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანა შეიძლება.
არგუმენტი :
1 საქართველოს კანომდებლობით მეფე გარდაცვალებამდე იყო ტახტის მპყრობელი და ის რომ გიორგი მეორე უარს ამბობს ტახტზე, თავისთავად იწვევს ეჭვს, რომ ეს ნაბიჯი მან ზეწოლის ქვეშ გადადგა.

2 გიორგი მეფე არ იქნა მოკვდინებული რაც შიძლება იყოს გამოყენებული იმის არგუმენტად რომ შეთქმულებას ადგილი არ ჰქონდა.

3 ის რომ წყაროები არაფერს იძახიან შეთქმულების შესახებ შეიძლება მივიღოთ იმის დასტურად რომ ეს იყო გიორგი მეფის კეთილი ნება.


ეს ასე ვთქვათ ძირითადი არგუმენტებია რომლებსაც კიდევ გამყარება სჭირდება. ძალზედ მწირეა ისტორიული მასალა ამ ფაქტის შესახებ, ამიტომ გთხოვთ ლოგიკურად ამოვხსნათ ის რაც ისტორიას ჩვენთვის არ შემოუნახავს.





--------------------



მე მძულს თქვენი აზრები, მაგრამ იძულებული ვარ პატივი გცეთ თქვენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
LOVEGAME
პოსტი Jan 9 2008, 08:36 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 11-July 07
წევრი № 2,438



Molen
ციტატა
გამოდის რომ საქართველოსაც სჭირდება ახალი, ძლიერი ნებისყოფისა და განათლებული მმართველი...

ასეთი დავით აღმაშენებელი აღმოჩნდა...
უძლიერესი სტარტეგი, რომელმაც 1098 წელს ანტიოქიასთან ბრძოლაში 2000 ქართველო მეომარი მიაშველა ქრისტიან ჯვაროსნებს! 1099 წელს კი როდესაც ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს, დავითმა ილ ღაზს შეუწყვიტა ხარკის გადახდა და მოემზადა საერთო, დიდი ომისათვის!


ეგ მეც ვიცი რომ საქართველოს ძლიერი მართველი სჭირდებოდა, მაგრამ ეს იყო გიორგის კეთილი ნება თუ შეთქმულება? თქვენ როგორ ფიქრობთ ეს მაინტერესებს .

აჩიკო
ჩემი აზრით გიორგიზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ამ საკითხზე მხოლოდ ლოგიკა ვერ გვიშველის მაგრამ მთლად გვერძე გადასადებიც არ არის იმიტომ ,რომ როგორც ზემოთ ავღნიშნე ძალზედ მწირია ცნობები დავითის გამეფების შესახებ.
უბრალოდ დავითის გამეფებამდე და გამეფების შემდეგ განვითარებული მოვლენების ანალიზი მაძლევს საფუძველს ,რომ ვივარაუდო შეთქმულება თუ არა უდიდესი ზეწოლა გიორგიზე.
მე თქვენი აზრი მაინტერერსებს და თუ მოიყვანთ ამ აზრის გამამყარებელ საბუთებს უდიდესი მადლობელი დაგრჩებით.




--------------------



მე მძულს თქვენი აზრები, მაგრამ იძულებული ვარ პატივი გცეთ თქვენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2024 - 04:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი