საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Nov 30 2006, 08:15 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა აბა აქ თუ საზვერეებზე არ არის ლაპარაკი, სხვაზე რა არის? ერთი ცხადია, საზვერეები საბაჟო პუნქტის სახით კი არ უნდა წარმოვიდგინოთ სადაც ფულს თუ სხვა რამეს უხდიან დემონებს, ეს მხატვრული სახეა, მაგრამ თვითონ საზვერეების პრინციპი მართლმადიდებლური გადმოცემის ორგანული ნაწილია. პუჰალო მწარედ ცდება და სხვებსაც აცდენს, თან კიდევ მილიონ უაზრო სწავლებას ურთავს, მაგალითად სულს სიკვდილის შემდეგ "ძინავსო", ნუ ამაზე იეღოველები ხელს ჩამოართმევდნენ ალბათ და ა.შ. აუფ ეს რუსული მოაშორეთ თორემ მოვაშორებ ანუ პუჰალოს მაგალითები გნოსტიკურ წარმომავლობაზე ტყუილია? მოდით განვიხილოთ დეტალურად მე ძალიან დამაფიქრა და არ მინდა შევცდე. . . რა კუთხით უნდა აღვიქვათ საზვერე? საბაჟო? აბა რა? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Nov 30 2006, 09:27 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
რა კუთხით უნდა აღვიქვათ საზვერე? საბაჟო? აბა რა? მე გითხარი ზედმეტად მატერიალისტურად არ უნდა აღიქვა (აი წითელ ხიდთან რომ საბაჟოა მაგალითად ), მაგრამ თვითონ იდეა დემონებისა, რომლებიც სულებს ხვდებიან, ეს უნდა მიიღო. ჰოდა ერთგან თეოფანე დაყუდებული რომ ახსენე, ვერ გავიგე რა კონტექსტში ახსენე, იმიტომ რომ ასეთ რამეს ამბობს: მიუხედავად იმისა რა უაზროდაც არ უნდა ეჩვენოთ ჩვენს "ბრძენკაცებს" საზვერეების იდეა, მაინც ვერ დააღწევენ თავს მათს გავლას. გაიგე? ჰოდა კიდევ იმ ოც გვერდ ციტატებში წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვს რუსების ციტატები კი არ მოჰყავს, მსოფლიო ეკლესიის წმიდანების. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 08:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი