კანდელის და საკმევლის დანიშნულება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კანდელის და საკმევლის დანიშნულება |
izo |
Jul 31 2007, 08:39 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
mainteresebs, kandelisa da sakmevlis moxmarebis wesi rogoraa? da shesadzlebelia tu ara misi gamoyeneba modzgvris kurtxevis gareshe? vici, rom kandelis danteba sheidzleba locvis dros da shignit ubralo zeti, tu nakurtxi zeti unda esxas?
tqven ufro gamocdilma da kargad gatvitcnobierebulma xalma iqneb amixsnat me, jer gamoucdelsa da axalbedas. winaswar yvelas madloba |
ნათია |
Jan 9 2008, 05:47 PM
პოსტი
#22
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ქრისტიანულ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ნივთია კანდელი - ჭურჭელი ზეთის დასანთებად. კანდელი ნათელი სიმბოლოა ზეციური ნათლისა. რამდენადაც სასუფეველში მყოფი წმინდანები ზეციური ნათლით არიან მოსილნი, აქაც, დედამიწაზე, მათ ხატებს მუდამ ნივთიერი ნათელი - ზეციური ნათლის ნიშანი უნდა ეფინებოდეს. წმინდანები ზეცაში მარადიულ ნათელში განისვენებენ, ამიტომ მათი წმინდა გამოსახულებანიც უნდა განათდეს. ძველი აღთქმა მკაცრად მოითხოვდა, რომ ღვთის ტაძარში ცეცხლი ყოველთვის ანთებული ყოფილიყო. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი "გამოცხადებაში" უფლის საყდრის წინაშე ანთებულ შვიდ ცეცხლოვან სასანთლეს ხედავს, შვიდ სანთელს შორის ჭვრეტს იგი იესო ქრისტეს.
ხატის წინაშე კანდელი იმიტომაც ინთება, რომ რწმენა ჩვენი სინათლეა. უფალმა იესო ქრისტემ თქვა: "მე ვარ ნათელი სოფლისა" (იოან. 8,12.). კანდელის შუქი იმ შუქს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს. ამასთანავე, კანდელი შეგვახსენებს იმ წმინდანის ნათელი ზნეობის შესახებ, ვისი ხატის წინაშეც ვანთებთ, რამეთუ წმინდანები "ძედ ნათლისად" (იოან. 12,36) იწოდებიან. მას იმისთვისაც ვანთებთ, რათა მცირედი მსხვერპლი შევწიროთ უფალს, რომელმაც თავი გასწირა ჩვენთვის; მცირედით გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება და ნათელი სიყვარული მისდამი, ვისაც ჩვენს ლოცვებში სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ხსნას შევთხოვთ - ყველაფერ ამას, რისი ბოძებაც მხოლოდ უსაზღვრო ზეციურ სიყვარულს შეუძლია. გარდა ამისა, ანთებული კანდელი თავგანწირვისკენ ლტოლვას აღგვიძრავს - როგორც იწვის კანდელში ჩვენს ნებას დამორჩილებული ზეთი და პატრუქი, დაე, ასევე იწვოდნენ ყველა სატანჯველისას სიყვარულის ალით ანთებული და შემოქმედის მორჩილი ჩვენი სულებიც. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 04:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი