სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| izo |
Jul 31 2007, 08:39 PM
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
mainteresebs, kandelisa da sakmevlis moxmarebis wesi rogoraa? da shesadzlebelia tu ara misi gamoyeneba modzgvris kurtxevis gareshe? vici, rom kandelis danteba sheidzleba locvis dros da shignit ubralo zeti, tu nakurtxi zeti unda esxas?
tqven ufro gamocdilma da kargad gatvitcnobierebulma xalma iqneb amixsnat me, jer gamoucdelsa da axalbedas. winaswar yvelas madloba |
![]() ![]() |
| ნათია |
Jan 9 2008, 05:47 PM
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ქრისტიანულ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ნივთია კანდელი - ჭურჭელი ზეთის დასანთებად. კანდელი ნათელი სიმბოლოა ზეციური ნათლისა. რამდენადაც სასუფეველში მყოფი წმინდანები ზეციური ნათლით არიან მოსილნი, აქაც, დედამიწაზე, მათ ხატებს მუდამ ნივთიერი ნათელი - ზეციური ნათლის ნიშანი უნდა ეფინებოდეს. წმინდანები ზეცაში მარადიულ ნათელში განისვენებენ, ამიტომ მათი წმინდა გამოსახულებანიც უნდა განათდეს. ძველი აღთქმა მკაცრად მოითხოვდა, რომ ღვთის ტაძარში ცეცხლი ყოველთვის ანთებული ყოფილიყო. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი "გამოცხადებაში" უფლის საყდრის წინაშე ანთებულ შვიდ ცეცხლოვან სასანთლეს ხედავს, შვიდ სანთელს შორის ჭვრეტს იგი იესო ქრისტეს.
ხატის წინაშე კანდელი იმიტომაც ინთება, რომ რწმენა ჩვენი სინათლეა. უფალმა იესო ქრისტემ თქვა: "მე ვარ ნათელი სოფლისა" (იოან. 8,12.). კანდელის შუქი იმ შუქს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს. ამასთანავე, კანდელი შეგვახსენებს იმ წმინდანის ნათელი ზნეობის შესახებ, ვისი ხატის წინაშეც ვანთებთ, რამეთუ წმინდანები "ძედ ნათლისად" (იოან. 12,36) იწოდებიან. მას იმისთვისაც ვანთებთ, რათა მცირედი მსხვერპლი შევწიროთ უფალს, რომელმაც თავი გასწირა ჩვენთვის; მცირედით გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება და ნათელი სიყვარული მისდამი, ვისაც ჩვენს ლოცვებში სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ხსნას შევთხოვთ - ყველაფერ ამას, რისი ბოძებაც მხოლოდ უსაზღვრო ზეციურ სიყვარულს შეუძლია. გარდა ამისა, ანთებული კანდელი თავგანწირვისკენ ლტოლვას აღგვიძრავს - როგორც იწვის კანდელში ჩვენს ნებას დამორჩილებული ზეთი და პატრუქი, დაე, ასევე იწვოდნენ ყველა სატანჯველისას სიყვარულის ალით ანთებული და შემოქმედის მორჩილი ჩვენი სულებიც. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
izo კანდელის და საკმევლის დანიშნულება Jul 31 2007, 08:39 PM
ალექსანდრე კმევის დაწყების წი... Jul 31 2007, 10:03 PM
izo მადლობა განმარტებ... Aug 13 2007, 09:38 PM
ალექსანდრე izo
კანდელის დანთებ... Aug 13 2007, 10:46 PM
izo კარგი, ალექსანდრე, ... Aug 13 2007, 11:12 PM
Megi_rustavi მე როდისაც ვკითხე ... Dec 31 2007, 06:05 PM
levan gelovani კანდელი არის ზეთია... Jan 4 2008, 10:04 PM
Πρεσβύτερος
ასანთით კანდლის ა... Apr 9 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli ლეონი
გაუგებარია ... Jul 21 2010, 10:46 AM
dzvelmartlmadidebeli "ელაპარაკა უფალი ... Jul 21 2010, 11:24 AM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
არსად ამოგ... Jul 21 2010, 01:40 PM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
თქვენი ... Jul 21 2010, 09:14 PM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
პირველივე ... Jul 27 2010, 02:25 PM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
ჩემი პა... Jul 28 2010, 01:13 AM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
იცით, ს... Jul 28 2010, 01:23 AM
marine "მეუფე გრიგოლი (ც... Sep 19 2016, 09:11 PM
marine "კანდელი ზეთიანი ... May 25 2017, 02:24 PM
marine "კანდელის შუქი იმ... Oct 13 2019, 03:26 PM
marine "ქორკანდელი (ბერძ... Oct 22 2019, 11:22 PM
marine "მამები ამბობენ, ... Apr 21 2020, 07:55 PM
marine კანდელის შუქი იმ შ... Jul 18 2020, 01:21 PM
marine "კანდელის შუქი მი... Jun 20 2021, 02:40 PM
marine "თუ შენი გული მორ... Jul 17 2021, 05:45 PM
marine "საუკუნეების წინ,... Dec 15 2021, 03:25 PM
marine "კვლევამ საიდუმლ... Aug 14 2023, 06:45 PM
marine "და აი, მოდის მაკა... Sep 12 2023, 04:47 PM
marine "საკმეველი მოკრძ... Sep 13 2023, 12:59 PM
marine "კანდელის შუქი იმ... Nov 29 2024, 01:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th December 2025 - 02:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი