განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
ნათია |
Jan 9 2008, 06:05 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ერთი მამა იხსენებს: "სასულიერო პირს განვიკითხავდი ღვინის ზედმეტი სმის გამო, უღირს მღვდლად, უღირს ადამიანად მიმაჩნდა. ერთხელ ერთ ჭერქვეშ მოგვიწია ღამის გათევა. ღამე გამეღვიძა და შევესწარი, როგორ მოთქვამდა ის მღვდელი თავის ცოდვებზე, როგორ ახლიდან თავს კედელს. იმდენად დიდი იყო მისი სინანული, რომ სულ სხვანაირად წარმოდგა იგი ჩემს თვალთა წინაშე. მივხვდი, ვცდებოდი და ჩემი განკითხვისა შემრცხვა".
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
Genesis |
Jan 9 2008, 06:20 PM
პოსტი
#3
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ერთი მამა იხსენებს: "სასულიერო პირს განვიკითხავდი ღვინის ზედმეტი სმის გამო, უღირს მღვდლად, უღირს ადამიანად მიმაჩნდა. ერთხელ ერთ ჭერქვეშ მოგვიწია ღამის გათევა. ღამე გამეღვიძა და შევესწარი, როგორ მოთქვამდა ის მღვდელი თავის ცოდვებზე, როგორ ახლიდან თავს კედელს. იმდენად დიდი იყო მისი სინანული, რომ სულ სხვანაირად წარმოდგა იგი ჩემს თვალთა წინაშე. მივხვდი, ვცდებოდი და ჩემი განკითხვისა შემრცხვა". მშვენიერი მოთხრობაა, ოღონდ სრულყოფილებისთვის "სასულიერო პირი"ს მაგივრად "მორწმუნე" რომ დაეწერა ავტორს კარგი იქნებოდა... ანუ არავითარი კონკრეტიკა სასულიერო პირთან მიმარტებაში. -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი