განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
ნათია |
Jan 9 2008, 06:22 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
უდაბნოში განმარტოებით მოღვაწე ერთ ბერს დროდადრო მღვდელი აკითხავდა ხოლმე, რათა სამეუფეო მსხვერპლი შეეწირა. ერთხელ ამ ბერთან ეშმაკის მიერ შეპყრობილი კაცი მივიდა და მღვდელი განიკითხა. ბერმა მოუსმინა მას და დაბრკოლდა. როცა მას, ჩვეულებრისამებრ, მღვდელმა მიაკითხა, რომ წირვა ჩაეტარებინა, ბერმა კარი არ გაუღო. მღვდელი დამწუხრებული დაბრუნდა შინ.
ბერი სალოცავად რომ დადგა, ზეციდან ხმა მოესმა: დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლე და მსჯავრში მეცილებიანო. ეს რომ გაიგონა, დაყუდებული შიშმა შეიყრო და შეძრწუნდა. ამ დროს დაინახა ოქროს ჭა, ოქროსავე თოკი და ჭურჭელი. წყალი გასაოცრად წმინდა იყო, მაგრამ წყლის ამომღები ჩანდა არაწმინდა. მივიდა მასთან უფლის ანგელოზი და უთხრა: ჰოი, კაცო, რას ავნებს ამ წმინდა წყალს უწმინდური ამომღები ან რას მოაკლებს ყოვლადწმინდა მსხვერპლს უღირსი შემწირველი? ის მხოლოდ თავს დაისჯის, მაგრამ სხვებს ვერარას ავნებს. ბერი გონს მოეგო, შეძრწუნდა, ცრემლით შეინანა დანაშაული, მოუხმო იმ მღვდელს, დაუჩოქა, შენდობა სთხოვა და ვედრებით დაითანხმა, რომ ძველებურად ეწირა ხოლმე. მას შემდეგ ეს ბერი სხვებსაც ასწავლიდა, არავინ განეკითხათ, რადგან მხოლოდ ღმერთია ყოველთა განმკითხველი. მით უფრო არ უნდა განვიკითხოთ მღვდლები, რომლებიც ანგელოზების გვერდით დგანან, წმინდა ძღვენს შესწირავენ უფალს და გარდმოიწვევენ სულიწმინდას, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე! -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
Genesis |
Jan 9 2008, 06:41 PM
პოსტი
#3
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
რომლებიც ანგელოზების გვერდით დგანან, წმინდა ძღვენს შესწირავენ უფალს მე პირადად ეს ადგილი არ მომწონს... შეგახსენებ რომ იესოსდროინდელი სინედრიონის მღვდლები ჭეშმარიტი ტაძრის მსახურები იყვნენ და მეეჭვება მხოლოდ მღვდლის სტატუსის გამო ამ წინადადებას შეესაბამებოდნენ... მათზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ახლანდელ მრვდელზე რომ ვისაუბრო, კონკრეტიკას მომთხოვენ და კონკრეტულად ხელს რომ არავის დავადებ, ბანსაც მომცხებენ ანუ იმისთქმამინდა რომ სტატუსი მხოლოდ გარეგანი მხარეა... და არ შეიძლება ამ სტატუსის გამო, მოკვდავი ანგელოზებს ამოუყენო გვერდში და წმინდა მსხვერპლი აწირვინო უფალს... (იმედია წმიდა მსხვერპლის მნიშვნელობა ყველა წამკითხველს ესმის) -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი