განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
ნათია |
Jan 9 2008, 07:01 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
Genesis
ციტატა და არ შეიძლება ამ სტატუსის გამო, მოკვდავი ანგელოზებს ამოუყენო გვერდში და წმინდა მსხვერპლი აწირვინო უფალს... გენეზის, რა თქმა უნდა, თავისი ინდივიდუალური თვისებებით, პიროვნული მიდრეკილებებით მღვდელიც ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ იგი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი. ცნობილია მაქსიმე აღმსარებლის შედარება: ხმალი არის ცივი, ძლიერი, მტკიცე და მჭრელი, მაგრამ თუ მას ცეცხლში გავახურებთ, ჭრის გარდა, წვავს კიდეც. რაოცარი რამ მოხდა: სიმხურვალემ შეიძინა ჭრის თვისება და ჭრამ კი სიმხურვალისა. ეს თვისებები თითქოს აირია ერთმანეთში, მაგრამ ხმალი ხმლად დარჩა, ცეცხლი - ცეცხლად. ასევეა ხელდასხმის შემდეგ - როცა მღვდელზე სულიწმიდის მადლი გადადის, იგი აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანი, იგი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელი ხდება. აკურთხებს მღვდელი ჩვეულებრივ წყალს და იგი უხრწნელი ხდება, ლოცულობს მღვდელი ლიტუგიისას და მისი ლოცვით ღმერთი ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად გარდასახავს. ეს შემაძრწუნებელი საიდუმლოა, მღვდელი ამ დროს შუამავალი ხდება ერსა და ღმერთს შორის, საკურთხეველში ერისთვის ლოცულობს, მისთვის გამოითხოვს წყალობას. წარმოიდგინე, რამხელა პასუხისმგებლობაა თავად მღვდლისათვის. ხედავ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ადამიანსა და მღვდელს შორის? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი