განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
ნათია |
Jan 9 2008, 07:01 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
Genesis
ციტატა და არ შეიძლება ამ სტატუსის გამო, მოკვდავი ანგელოზებს ამოუყენო გვერდში და წმინდა მსხვერპლი აწირვინო უფალს... გენეზის, რა თქმა უნდა, თავისი ინდივიდუალური თვისებებით, პიროვნული მიდრეკილებებით მღვდელიც ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ იგი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი. ცნობილია მაქსიმე აღმსარებლის შედარება: ხმალი არის ცივი, ძლიერი, მტკიცე და მჭრელი, მაგრამ თუ მას ცეცხლში გავახურებთ, ჭრის გარდა, წვავს კიდეც. რაოცარი რამ მოხდა: სიმხურვალემ შეიძინა ჭრის თვისება და ჭრამ კი სიმხურვალისა. ეს თვისებები თითქოს აირია ერთმანეთში, მაგრამ ხმალი ხმლად დარჩა, ცეცხლი - ცეცხლად. ასევეა ხელდასხმის შემდეგ - როცა მღვდელზე სულიწმიდის მადლი გადადის, იგი აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანი, იგი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელი ხდება. აკურთხებს მღვდელი ჩვეულებრივ წყალს და იგი უხრწნელი ხდება, ლოცულობს მღვდელი ლიტუგიისას და მისი ლოცვით ღმერთი ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად გარდასახავს. ეს შემაძრწუნებელი საიდუმლოა, მღვდელი ამ დროს შუამავალი ხდება ერსა და ღმერთს შორის, საკურთხეველში ერისთვის ლოცულობს, მისთვის გამოითხოვს წყალობას. წარმოიდგინე, რამხელა პასუხისმგებლობაა თავად მღვდლისათვის. ხედავ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ადამიანსა და მღვდელს შორის? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
Genesis |
Jan 9 2008, 07:39 PM
პოსტი
#3
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis გენეზის, რა თქმა უნდა, თავისი ინდივიდუალური თვისებებით, პიროვნული მიდრეკილებებით მღვდელიც ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ იგი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი. ცნობილია მაქსიმე აღმსარებლის შედარება: ხმალი არის ცივი, ძლიერი, მტკიცე და მჭრელი, მაგრამ თუ მას ცეცხლში გავახურებთ, ჭრის გარდა, წვავს კიდეც. რაოცარი რამ მოხდა: სიმხურვალემ შეიძინა ჭრის თვისება და ჭრამ კი სიმხურვალისა. ეს თვისებები თითქოს აირია ერთმანეთში, მაგრამ ხმალი ხმლად დარჩა, ცეცხლი - ცეცხლად. ასევეა ხელდასხმის შემდეგ - როცა მღვდელზე სულიწმიდის მადლი გადადის, იგი აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანი, იგი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელი ხდება. აკურთხებს მღვდელი ჩვეულებრივ წყალს და იგი უხრწნელი ხდება, ლოცულობს მღვდელი ლიტუგიისას და მისი ლოცვით ღმერთი ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად გარდასახავს. ეს შემაძრწუნებელი საიდუმლოა, მღვდელი ამ დროს შუამავალი ხდება ერსა და ღმერთს შორის, საკურთხეველში ერისთვის ლოცულობს, მისთვის გამოითხოვს წყალობას. წარმოიდგინე, რამხელა პასუხისმგებლობაა თავად მღვდლისათვის. ხედავ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ადამიანსა და მღვდელს შორის? ეგ განსხვავება არაფერს ცვლის: მაგალითისთვის კაიაფა მღვდელმთავარმა მხოლოდ სტატუსის გამო იწინასწარმეტყველა შემდეგი: უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ვიდრე მთელი მსოფლიო დაიღოპოსო... ახლა ავდგეტ და იმის გულისთვის რომ იგი უფლის ცხებული მღვდელტავარი იყო, მისი ყველა ქმედება და ნათქვამი სიმართლედ მივიჩნიოთ? იოანეს 11 47. მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს. 48. თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც. 49. ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ 50. და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს. 51. ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის. 52. და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები. 53. იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი. ანუ მღვდელიც იკი შეიძლება სჩადიოდეს ბოროტს და ამასთან მის მიერ შესრულებული საიდუმლოება კიდე ჭეშმარიტი იყოს.... თვითონ ის წარმოდგენა მასებში რომ მღვდელი არასოდეს ცდება და ყოველთვის მართალია, იწვევს სავალალო შედეგებს(ამ სავალალო შედეგებზე მერე ვისაუბრებ) -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი