ქველმოქმედება, რწმენა საქმის გარეშე მკვდარია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქველმოქმედება, რწმენა საქმის გარეშე მკვდარია |
გლახა |
Aug 16 2006, 11:40 AM
პოსტი
#41
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ხშირად ადამიანები ძალიზედ ყოჩაღნი ვართ ლაპარაკში,
მაგრამ ძალზედ სუსტნი იმაში, რომ ჩვენი სიტყვები და რწმენა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ. ანუ ჩვენი ცხოვრება ხშირად არ არის სანთელი, რომელიც სხვებს გაუნათებს. რწმენა და საქმეები ხშირად დღისა და ღამის მსგავსად განსხვავდება... ამ თემაში მოდით რწმენაზე და საქმეებზე ვისაუბროთ. ჩემო ძმებო, რა სრგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? |
მარიამი |
Aug 24 2006, 11:14 AM
პოსტი
#42
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE ჩვენი ვალია მათი მხილება, მოქცევა და ჭეშმარიტების გზაზე დაყენება. აქ ცოტა სხვადასხვა მიდგომაა საჭირო ჩემი აზრით. ხშირად, როცა მათ მხილებას ვიწყებთ (ჩემნაირ ცოდვილებზე მაქვს საუბარი), მოგიბრუნდებიან და გეუბნებიან: "მკურნალო, განიკურნე თავი შენიო" და სადღაც მართალია. ჩვენ პირველ რიგში იმას უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარ თავს მივხედოთ, გული განვიწმინდოთ და ა.შ. ანუ საქმით ვიქადაგოთ. თუ ჩვენ გავხდებით ისეთები, როგორიც უნდა იყოს ქრისტიანი, მამა სერაფიმე საროველის თქმის არ იყოს, ჩვენს გარშემო ათასები ცხონდებიან რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში სიტყვით მხილება და ქადაგებაც საჭიროა, მაგრამ ეს უფრო სასულიერო პირების და ზოგიერთი ქადაგების ნიჭით დაჯილდოებული ერისკაცის პრეროგატივაა უფრო, ვიდრე ჩემნაირების... ჩემთვის "საქმეები" უფრო მშიერის დაპურება, შიშველის შემოსვა, სნუელის მიხედვა და ასეთი რამეები მგონია. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 09:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი