საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Nov 30 2006, 09:32 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მე გითხარი ზედმეტად მატერიალისტურად არ უნდა აღიქვა (აი წითელ ხიდთან რომ საბაჟოა მაგალითად ), მაგრამ თვითონ იდეა დემონებისა, რომლებიც სულებს ხვდებიან, ეს უნდა მიიღო. ჰოდა ერთგან თეოფანე დაყუდებული რომ ახსენე, ვერ გავიგე რა კონტექსტში ახსენე, იმიტომ რომ ასეთ რამეს ამბობს: მიუხედავად იმისა რა უაზროდაც არ უნდა ეჩვენოთ ჩვენს "ბრძენკაცებს" საზვერეების იდეა, მაინც ვერ დააღწევენ თავს მათს გავლას. გაიგე? ჰოდა კიდევ იმ ოც გვერდ ციტატებში წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვს რუსების ციტატები კი არ მოჰყავს, მსოფლიო ეკლესიის წმიდანების. მაიცა ჯო, ახლა ეგრე როგორა? ეშმაკები ხვდებიან როგორ ხარო და ეგაა? აშკარად განვითარებულია გადასახადების სისტემა, როდესაც საკუტარი კეთილი საქმეებით უნდა გადააჭარბო ბოროტ საქმეებს. რატომღაც ვივიწყებთ "უკეთუ უსჯულოებისაებრ მომაგო მე უფელო.."-ს. მართლაც როდესაც შევცოდეთ ღმერთს რატომ უნდა გავუზიაროთ ეშმაკებს? ან რატომ უშვებს უფალი იმქვეყნიური საწამებლის არსებობას? რა აზრი აქვს? ან სად არის ეს საზვერე? სამოთხეა თუ ჯოჯოხეთი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Nov 30 2006, 10:26 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ეჰ, მნათე, გატყობ პუჰალომ მოგწამლა სერიოზულად ამ ყველაფერს მე ვერ აგიხსნი აქ, მაგრამ ხომ გეუბნები მამები ასწავლიან საზვერეების შესახებ (ისწავლე ეს დალოცვილი რუსული და წაიკითხე) და ლაზარე პუჰალომ საერთოდ გაუტია, სულებს სიკვდილის შემდეგ "ძინავთო" და ა.შ.
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 11:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი