არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
komisia |
Jan 9 2008, 10:01 PM
პოსტი
#1
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
მგონი საჭიროა ჩამოვწეროთ ფსევდოხალხური სიმღერები. ბევრს რომ ხალხური ჰგონია, სინამდვილეში კი კომპოზიტორის დაწერილია. გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ...
და საერთოდ, როგორ ერგება ესა თუ ის დაწერილი სიმღერა ქართულ ფესვებს და სტილს. დავიწყოთ ლეგენდარული "შენ მახველ"-ით. ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... ჩემი აზრით მელოდია არის თუშეთის "ტრადიციით" (თუ შეიძლება ასე ითქვას), იქაური სულით გაჟღენთილი და სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა წარმატება. თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
Didgoreli |
Jan 10 2008, 02:08 AM
პოსტი
#2
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
რა კარგი თემაა საღოლ კომის
თემას რაც შეეხება , ვერ დავეთანხმები ჩემს წინამორბედს , იმაში , რომ ხალხურ სიმღერას ქმნის კონკრეტული ადამიანი , ხოლო შემდგომ იკარგება სიმღერის ავტორის ვინაობა და სწორედ ამიტომ ერქმევა მას ხალხური ჩემი აზრით ხალხური სიმღერას ქმნის საუკუნეები ! ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ერთ კონკრეტულ ადამიანს ან თუნდაც რამდენიმეს დაეწერა გურული ნადურები , კახური სუფრული სიმღერები და ა.შ. ჩემი აზრით ხალხური სიმღერის შექმნაში მონაწილეობას იღებდა უამრავი ადამიანი ! ჯერ ერთი ადამიანი რაღაცას იმღერებდა , შემდეგ ამას მეორე თავისებურად შეალამაზებდა , შემდეგ მესამე რაღაც მელოდიას დაუმატებდა და ასე , თორე ისე წარმოუდგენლად მიმაჩნია ასე სიმღერის პირდაპირ აღება და დაწერა თან ჩემი აზრით რაც უნდა მიახლოებული იყოს დაწერილი სიმღერა ხალხურ სიმღერასთან , მაინც ადვილად განირჩევა ისინი ერთმანეთისგან . ჩემთვის პირადად ნაცნობი არახალხური მაგრამ ხალხურის მსგავსი სიმღერებია : ოროველა , დაიგვიანეს , ჩაკრულო ( ხიდისთავს შევკრათ პირობა ) , დილა , შავი შაშვი ( დათა გუგუნავას დაწერილია ესეც ) , მივალ გურიაში , ხარება და გოგია და ა.შ. -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი