IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სავლე -მოციქულ პავლემდე
მხევალი ნინო
პოსტი Jan 3 2008, 02:36 PM
პოსტი #1


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



თეოლოღუმენის თემაში კაიროსმა ეს სიტყვები ტქვა

,,აკი პავლე გულით ღმერთს ემსახურებოდა, მაშინც კი როცა სავლე იყო და ქრისტიანებს დევნიდა, დადგა ჟამი მისი გაპავლებისა, და იქცა მსოფლიო მოძღვრად!,,

ეს ის სიტყვებია, რაზეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე. თუ ტქვენც ფიქრობთ მაშინ თემა საინტერსო გამოვაsmile.gif

ჩემთვის აუხსენლია, როგორ შეიძლება იყო ქმედებით სავლე და გულით პავლე. უფალი ადამიანს გულს ხედავსო ნათქვამია, ხოდა საინტერსოა ამ სიტყვების ახსნა,ა ან რას ხედავს უფალი ჩვენს გულში?

ჩვენს გვერდით ბევრი უცნაური ფორუმელი ყოფილა, მათზე ბევრი უცნაური ფორუმს გარეთ დადის, ხშირად ვბრაზდებით მათზე, ვცხარობთ... ამ დროს ეს ადამიანები ფორუმელები თუ ფორუმს გარეთ იქნებ ქმედებით სავლეები არიან და გულით პავლე ჰა? რა იცით რა იქნეა მომავალში, რას ხდედავს უფალი ჩვენს გულებში?

ან კი როგორ შეიძლება გულით პავლე იყო მაშინ, როცა ქმდებეით სავლე ხარ? ან ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიმაც უფალი ჯვარზე აღიარა ვინ იყო? რატომ მოხდა მისთვის ველაფერი სიცოცხლის ბოლო წუთს, მაშინ, როცა ღმერთმა იცის სიცოცხლეში რამდენი ადამიანი გაუწამებია. რატომ არ იცხოვრა ჯვარზე აღიარების შემდეგ?

არ ვურევ! უბრალოდ ბევრი რამ არ მესმის... უფალი ამბობს სრულყოფილი იყავით ისე როგორც თქვენი უფალია სრულყოფილიო (მაპატიეთ ზუსტი ციტირება ვერ მოხახერხე, მიხვდებით რომელ სიტყვებზეც ვსაუბრობ) ჯვარცმულმა ავაზაკმა როდის მოასწრო სრულყოფილება? სავლემ მოასწო პავლეობა...

მე მგონი ორი თემა ერთმანეთსი ავურიე..

ველი ტქვენს აქტიურობას..

კაიროსს შენ დამპირდიsmile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თათარაშვილი
პოსტი Jan 10 2008, 11:26 AM
პოსტი #2


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
ან ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიმაც უფალი ჯვარზე აღიარა ვინ იყო? რატომ მოხდა მისთვის ველაფერი სიცოცხლის ბოლო წუთს


აი მშვენიერი პატერიკია პარალელის გასავლებად:

თაისია ქრისტიანი იყო. იგი ნაადრევად დაობლდა და გადაწყვიტა კეთილი საქმეებისთვის დაეთმო ცხოვრება, ააშენა სასტუმრო მოგზაურთათვის და მგზავრებს შეეწეოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში გაღარიბდა, თან ცოდვილმა ხალხმა იგი გარყვნა და მან აღვირახსნილი ცხოვრება დაიწყო.

ესმათ მის შესახებ მონასტერში წმინდა მამებს და ძლიერ დამწუხრდნენ, მოუხმეს თავისთან იოანეს და უამბეს ყოველივე.

- მოიყვანე სინანულში თაისია, - ეუბნებოდნენ ისინი, - ჩვენ კი აქ ვილოცებთ მისთვის!

იოანე წავიდა ქალაქში. მიადგა თაისიას სასტუმროს კარს და შეაღო იგი. მეკარემ მოახსენა ქალბატონს ბერის მოსვლა, იგი დარწმუნებული იყო, რომ თაისია მის გაგდებას ბრძანებდა, მაგრამ ქალმა უთხრა:

- ბერები, რომლებიც შავ ზღვასთან ცხოვრობენ, ზოგჯერ ძვირფას ქვებს პოულობენ. მაშ, მოიყვანე იგი ჩემთან.

იოანე შევიდა თაისიასთან, შეხედა თვალებში, მძიმედ ამოიოხრა და მწარედ ატირდა.

- რატომ ტირი? - შეეკითხა ბერს თაისია.

იოანემ უპასუხა: - რა არ გესათნოვა ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, უკვდავ სიძეში, რომ არ იკადრე მისი სავანე და უსჯულო საქმეებს შეუდექი?

ბერის სიტყვები ცეცხლოვანი მახვილივით ჩაესო თაისიას გაყინულ გულს და სინანულის ცეცხლით აავსო იგი. მიხვდა თაისია, რომ გარყვნილების ჭაობში იხრჩობოდა და შეიძულა თავისი წარსული ცხოვრება.

- არსებობს კი ცოდვილთათვის სინანული? - იკითხა მან.

- არსებობს, - უპასუხა ბერმა, - და მაცხოვარიც დიდი ხანია გელოდება. მე დაგიდგები თავდებად უფლის წინაშე, თუკი შენ ჭეშმარიტ სინანულს აჩვენებ და საქმითაც დაამტკიცებ. ჩვენი უფალი კვლავ შეგიყვარებს, მიგიღებს სასუფეველში და ანგელოზებიც იზეიმებენ ჩვენთან ერთად შენს დაბრუნებას.

- იყოს ნება ღვთისა! - თქვა თაისიამ, - აქედან წამიყვანე და იქ მიმიყვანე სინანულისთვის, სადაც უმჯობესი იქნება.

თაისიამ უსიტყვოდ მიატოვა სახლ-კარი, მსახურები და გაჰყვა ბერს.

იოანე განცვიფრებული იყო მისი უეცარი ფერისცვალებით და ადიდებდა ღმერთს.

ბერი მიდიოდა უდაბნოში და თაისიაც შორიახლო მიჰყვებოდა თავდახრილი. როდესაც დაღამდა, იოანემ პატარა სასთუმალი დააგო ქვიშასთან, თაისია დალოცა, რომ დაეძინა, თვითონ კი შორიახლოს გავიდა, ჩვეული კანონი შეასრულა მანაც მიწაზე დაიძინა.

ბერს შუაღამისას გამოეღვიძა და იხილა ზეციდან მომავალი ნათელი, რომელიც სვეტის სახით მძინარე თაისიამდე ეშვებოდა. შემდეგ იხილა უფლის ანგელოზები, რომლებიც გალობით მიაბრძანებდნენ თაისიას სულს ზეცისაკენ. როდესაც ხილვა გასრულდა, იოანე მივიდა თაისიასთან და ნახა, რომ იგი მომკვდარიყო. შიშითა და კრძალვით დაემხო უფლის წინაშე, ზეციდან კი მოესმა ხმა: „ერთ საათში აღსრულებული მისი სინანული უფრო სათნო იყო უფლისათვის, ვიდრე მათი, რომლებიც დიდხანს გლოვობეს საკუთარ ცოდვებს“.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მხევალი ნინო   სავლე -მოციქულ პავლემდე   Jan 3 2008, 02:36 PM
დავით ივერიელი   ბოდიშს ვიხდი თუ კა...   Jan 3 2008, 02:49 PM
თათარაშვილი   1. რამეთუ მსგავს ა...   Jan 3 2008, 02:55 PM
დავით ივერიელი   სხვათაშორის თუ და...   Jan 3 2008, 03:00 PM
მხევალი ნინო   თათარაშვილი ეს ჯ...   Jan 3 2008, 03:21 PM
მხევალი ნინო   [size=5]აკი პავლე გულით ...   Jan 3 2008, 06:06 PM
მამა ირაკლი   [color=#FF0000][size=5]აკი პავლე ...   Jan 3 2008, 06:16 PM
დავით ივერიელი   მერე სავლე არა ჭე...   Jan 3 2008, 03:31 PM
თათარაშვილი   ჯვარცმუ ავაზაკს ა...   Jan 3 2008, 03:34 PM
afxazi   მხევალი ნინო ჯვარ...   Jan 3 2008, 03:41 PM
KAIROS   კარგია ნინიკო, რომ ...   Jan 3 2008, 04:55 PM
მხევალი ნინო   მამა ირაკლი ეს ერ...   Jan 3 2008, 06:17 PM
მამა ირაკლი   [b]მამა ირაკლი ეს ერ...   Jan 3 2008, 06:24 PM
lingvo   ან ის ჯვარცმული ა...   Jan 3 2008, 06:38 PM
KAIROS   რათქმაუნდა, ეგრეა...   Jan 3 2008, 11:58 PM
მხევალი ნინო   KAIROS ზუსტად ეს არის ...   Jan 4 2008, 02:01 PM
soso5   [b]KAIROS ზუსტად ეს არის ...   Apr 24 2009, 07:55 PM
staywhite   ცხოვრება ავაზაკო...   Jan 4 2008, 02:19 PM
მხევალი ნინო   staywhite მე უფლის მიმტ...   Jan 4 2008, 02:25 PM
staywhite   გამოდის რომ შესაძლ...   Jan 4 2008, 03:22 PM
ketino   :) :კი1: ნინუც :D რა ფი...   Jan 4 2008, 06:09 PM
თათარაშვილი   მხევალი ნინო მოდი ...   Jan 4 2008, 09:07 PM
მხევალი ნინო   თათარაშვილი შეიძ...   Jan 5 2008, 02:54 PM
მნათე   თემა რას ეძღვნება, ...   Jan 5 2008, 03:05 PM
მხევალი ნინო   მნათე სკოლას, რომ ...   Jan 5 2008, 03:09 PM
მნათე   ჩემი სკოლა ხავსი ა...   Jan 5 2008, 03:11 PM
მხევალი ნინო   მნათე შენ სკოლაში...   Jan 5 2008, 03:12 PM
solomony   ჩემს აზრით ერთს ვი...   Jan 5 2008, 04:02 PM
მხევალი ნინო   solomony მადლობთ სოლომ...   Jan 5 2008, 06:00 PM
staywhite   ჩემს აზრით ერთს ვი...   Jan 6 2008, 11:40 AM
Genesis   მხევალი ნინო კარგ...   Jan 8 2008, 12:59 AM
Genesis   ტაკს. პავლეს ეპისტ...   Jan 8 2008, 01:30 AM
თათარაშვილი   აი მშვენიერი პატე...   Jan 10 2008, 11:26 AM
marine   +   Jan 20 2018, 09:13 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 12:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი