არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
komisia |
Jan 9 2008, 10:01 PM
პოსტი
#1
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
მგონი საჭიროა ჩამოვწეროთ ფსევდოხალხური სიმღერები. ბევრს რომ ხალხური ჰგონია, სინამდვილეში კი კომპოზიტორის დაწერილია. გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ...
და საერთოდ, როგორ ერგება ესა თუ ის დაწერილი სიმღერა ქართულ ფესვებს და სტილს. დავიწყოთ ლეგენდარული "შენ მახველ"-ით. ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... ჩემი აზრით მელოდია არის თუშეთის "ტრადიციით" (თუ შეიძლება ასე ითქვას), იქაური სულით გაჟღენთილი და სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა წარმატება. თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
ზარნაშო |
Jan 10 2008, 11:38 AM
პოსტი
#2
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
მგონი საჭიროა ჩამოვწეროთ ფსევდოხალხური სიმღერები. ბევრს რომ ხალხური ჰგონია, სინამდვილეში კი კომპოზიტორის დაწერილია. გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ... და საერთოდ, როგორ ერგება ესა თუ ის დაწერილი სიმღერა ქართულ ფესვებს და სტილს. დავიწყოთ ლეგენდარული "შენ მახველ"-ით. ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... ჩემი აზრით მელოდია არის თუშეთის "ტრადიციით" (თუ შეიძლება ასე ითქვას), იქაური სულით გაჟღენთილი და სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა წარმატება. თქვენ რას ფიქრობთ? "შენ მახველ" ძალიან სხვადასხვანაირი მომისმენია დიტოს ნამღერს რომ თავი დავანებოთ, ისედაც როგორც ვიცი ასევე არახალხურია "არხოტო", "სამიათას წელზედ მეტი"... კიდევ .... "სამიათას წელზე მეტი", ოღონდ უფრო ვრცელი ტექსტით (მელოდია არ ვიცი იგივე იყო თუ სხვა), თავის დროზე ჩაფიქრებული იყო როგორც საქართველოს ჰიმნი. ეხლა რომ მიდიოდა ჰიმნზე მსჯელობა, სანამ "ჩემი ხატია" დამტკიცდებოდა, ვამბობდი, ნეტა მოიფიქროს ვინმემ და ეს სიმღერა წამოაყენოს-მეთქი. მეტი არ იქნა ჩემი მტერი. ახლანდელ ჰიმნზე უარესი მე მგონი არ იქნებოდა, თან მარტივიცაა, ერთ-ერთი მოთხოვნა ეგეც იყო. გარდა ამისა, ხალხისთვის ასე თუ ისე ნაცნობია. სამხმიანი რომაა, ეგ არა უშავს. ამ ჰიმნსაც აქვს სამხმიანი ვარიანტი (მართლა, ვინმე ხომ ვერ მიშოვნის? ნაცმოძრაობის გამოშვებული ერთხმიანი ვარიანტი მაქვს ნოტებზე, სამიანი არა) და იმისთვისაც შეიძლებოდა ერთხმიანის გაკეთება, თუ მაინცდამაინც მარტოს მოუნდა ვინმეს სიმღერა მე ცოტა სხვანაირად მინდა რო ამ საკითხს შევხედოთ. უპირველეს ყოვლისა უნდა განვმარტოთ რა არის ხალხური შემოქმედება. ყველაზე მარტივი განმარტებაა რომ ის შექმნა ხალხმა ანუ სიმღერა იქნება თუ ლექსი ან სხვა ნაწარმოები, იქიდან გამომდინარე რომ მისი ავტორი ზუსტად უცნობია მისი ავტორობა მიეწერება ხალხს ანუ ხდება ხალხური, სინამდვილეში პირობითად ყველაფერს თავის დროზე კონკრეტული ავტორი ან რამდენიმე ავტორი ყავდა, მაგალითად არსებობს რამდენიმე ცნობილი სიმღერა რომელიც ვლადიმე ბერძენიშვილმა შექმნა, ასევე ვარლამ სიმონიშვილმა ყველასთვის ცნობილი სიმღერა დილა არის სალაჟვარდი და დათა გუგუნავას სახელს უკავშირდება მადლობელი, პატარა საყვარელო (თუ არ ვცდები) ა შ. ლელა თათარაიძე ერთ ერთი ცნობილი კოლორიტი და დიდი მომღერალია, რომელმაც მთის სიმღერებში ნამდვილად დაიმკვიდრა საპატიო ადგილი და იქიდან გამომდინარე რომ დღეს ინფორმაციის მიწოდების, გავრცელების წყარო გაცილებით ფართოა, ცოტა ძნელი გახდა ამა თუ იმ სიმღერის გახალხურება. ანუ მისი შექმნილი სიმღერები მთლიანად ჯდება იმ ხალხურ ფორმებში რაც დამახასიათებელია ამ კუთხისთვის. და ხალხური იმ გაგებით ვეღარ გახდება მისი სიმღერები როგორც მაგალითად დღემდე მოღწეული ძველი სიმღერები, იმიტომ რომ დღეს ინფორმაციის წყარო უფრო ფართოა, პრესა რადიო ტელევიზია, ადღე ვიღაცა რაღაცას დაწერდა და სოფლებს რო გაცდებოდა და მერე კუთხეებს ამ სიმღერის მელოდია მერე ნაკლებად კითხულობდნენ მის ავტორს ან თუ კითხულობდნენ უკვე აღარ იცოდნენ ხშირ შემთხვევაში. დღეს უკვე საავტორო უფლება არსებობს, პატენტი არსებობს, აქედან გამომდინარე შეიძლება გარკვეული სარგებლის მათ შორის მატერიალური სარგებლის მიღება, და ამიტომაც კარგი სიმღერის ავტორობაზე უარს აღარავინ იტყვის. ადრე სხვა დრო იყო, ინფორმაცია არ ვრცელდებოდა ასეთი სისწრაფით და ამიტომაც ხდებოდა სიმღერების, ლექსების და ა შ ასე სწრაფად გახალხურება, ეს ძალიან დიდი თემაა, ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რომ ლელა თათარაიძის სიმღერები თავისი ბუნებით მაინც ხქალხურია, და ამის საფუძვლად იმის წარმოდგენას გთავაზობთ, ლელა თათარაიძეს რამდენიმე ასეული წლის წინ რომ ეღვაწა და ეს სიმღერა დაეწერა იქნებოდა თუ არა ხალხური? ასე რომ ეგ სიმღერა შენ მახველ იმ ინტერპრეტაციით როგორც ლელა თათარაიძე ასრულებს და სხვებს არ ვგულისხმობ დენის გიტარები რო დაადეს და გააჯაზეს, რათქმაუნდა ჯდება ხალხურ ჩარჩოში, დღეს სრულდება დილა არის სალაჟვარდი, ან ეხლა გხედავ საყვარელო და არავინ არ ამბობს რომ ამ სიმღერებს ავტორი ყავს. რატო? იმიტომ რომ ხალხმა შეიყვარა და ყველა მღეროდა თავის დროზე, ამიტომ ცოტა ფაქიზი თემაა იცით ეს და ვფიქრობ სწორი მიდგომა სჭირდება, თუ ჩვენ ვამბობთ რომ ლელა თათარაიძის სიმღერები არ შეიძლება ჩაითვალოს ხალხურად მაშინ ნუღარ გავამტყუნებთ ვანო მჭედლიშვილის ნათესავებს რომლებიც წინ წყაროს აპატენტებენ.. ეგ საავტორო უფლებები ბევრ ცუდ საქმეს აკეთებს ისე. "შატილის ასულოზე" თუში გლეხი რომ გამოედავა "ერისიონს", წილს რატომ არ მაძლევთ, ჩემი დაწერილიაო, გული შემიწუხდა, ამერიკელები ხომ არ ვართ, მაგათი ინტრიგანი დედა ვატირე მეთქი. იქ სასამართლოში სირბილის მეტს ხომ არაფერს აკეთებენ. ეტყობა ვიღაცამ ურჩია, მაგარ ფულს აკეთებენ მაგ სიმღერაზე და იქნებ რამეს გამოჰკრა კბილიო. ქართული სული აი მანდ იკარგება, რაც უნდა ჩოხა გეცვას და სატევარი გეკიდოს. ხალხური სიმღერების დამახინჯებას საავტორო უფლებები მაინც ვერ შველის, სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ, შეგნება უნდა იყოს ამისთვის ხალხში. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი