არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
komisia |
Jan 9 2008, 10:01 PM
პოსტი
#1
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
მგონი საჭიროა ჩამოვწეროთ ფსევდოხალხური სიმღერები. ბევრს რომ ხალხური ჰგონია, სინამდვილეში კი კომპოზიტორის დაწერილია. გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ...
და საერთოდ, როგორ ერგება ესა თუ ის დაწერილი სიმღერა ქართულ ფესვებს და სტილს. დავიწყოთ ლეგენდარული "შენ მახველ"-ით. ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... ჩემი აზრით მელოდია არის თუშეთის "ტრადიციით" (თუ შეიძლება ასე ითქვას), იქაური სულით გაჟღენთილი და სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა წარმატება. თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
G A B O |
Jan 10 2008, 10:58 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ეგრე თუ მივყევით არც ხასამბეგურაა ხალხური და არც ჩაკრულო, კონკრეტული ავტორები მათაც ყავდათ, ზოგს კი რამდენიმე ავტორი იმის გამო რო სხვადასხვანაირი ვარიანტები არსებობს, საერთოდ ავტორობაში რა იგულისხმება ისიც უნდა გავარკვიოთ მაშინ. მაგალითად შესრულება, ზოგადად სიმღერა თუ სიმღერის ვარიანტი თუ ასე შემდეგ. მაგალითად ალმასხან ხუხუნაიშვილი თქვენი აზრით შეიძლება ჩაითვალოს სიცილიანი ხასამბეგურას ავტორად? ანუ როგორც ამ სიმღერის ერთ ერთი ვარიანტის ავტორად? ის ხომ მელოდიურობით არცერთ მანამდე ნამღერ ხასამბეგურას არ გავს, ამიტომ ეს საკითხი ძალზედ კომპლექსური და ძალზედ ვრცელია, და ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს. ამიტომ ჯობია რომ კიდევ ერთხელ განვმარტოთ თუ რას ნიშDნავს ხალხური შემოქმედება. ეს არის ხალხში არსებული და ხალხის შემოქმედება და ხალხის იმიტომ რომ გარკვეული და ნაცნობი მიზეზების გამო დაიკარგა ავტორები, პირველი შემსრულებლების ვინაობები. ძალიან მაინტერესებს ვინც თვლის რომ ჩაკრულო ხალხურია ან ზამთარი, როგორ გონია როგორ შეიქმნა ეს სიმღერები? მთელი კახეთი შეიკრიბა თელავის მოედანზე და ნოტების რვეული მოიმარჯვეს?? არა უბრალოდ ყველა სიმღერა უცნობ მაგრამ კონკრეტულ ავტორს უკავშირდება, რომლებმაც რათქმაუნდა ხალხში და დროის განმავლობაში გარკვეული ცვლილება განიცადეს. რატომ არ არის სიმღერა_ ბინდისფერია სოფელი ხალხური? ის ისეა უკვე ხალხში გამჯდარი, ყველა მომღერალი (და რათქმაუნდა ხალხურ მომღერლებს ვგყლისხმობ) ყველა სხვადასხვანაირად მღერის თავისებურად, ეს უკვე იმას ნიოშნავს რომ ის ხალხურია, ხალხში არსებობს, და ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი კონკრეტული გვარით და სახელით ეს სიმღერა უკვე ხალხურ პროცესშია, ანუ ხალხშია, და საერთოდ მიმაჩნია რომ ამ თემაზე მსჯელობა ჩვენი მხრიდან არაკომპეტენტურია, მით უფრო რო მივალთ იმ დასკვნამდე რომ ამ სამყაროს ჩათვლით ყველაფერს ავტორი ყავს დას არც დედამიწაა ხალხური და არც გალაკტიკები, ასე რომ ჩემი მოკრძალებული აზრით ეს ტემა ჯობია დავხუროთ
სხვა საკითხია როცა საუბარია ფოლკლორის დამახინჯებაზე და როცა ხდება მათი წარმოჩენა როგორტც ფოლკლორის. და ამ საკითხში ნამდვილად კატეგორიული ვარ!! და ყველაფერი უნდა გაკეთდეს რო ხალხს გავაგებინოთ რო არც ლელა წურწუმიაა ლაზური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, და არც ის ტიპი ბინდისფერია სოფელს რო მღერიოს დენის გიტარებზე, და ა შ. აი ამაში ნამდვილად ვიქნებით ერთსულოვანნი დარწმუნებული ვარ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი