და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
ქეთუ |
Jun 15 2007, 07:12 PM
პოსტი
#21
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ამ თემის გახსნა რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე .
ვფიქრობ საინტერესოცაა... მე მაქვს ამის პრობლემა და მაინტერესებს სხვისი აზრიც, უმეტესწილად იმ ადამიანების ვინც გარკვეული პერიოდი საქართველოდანაა წასული. ალბათ დამეთანხმებით გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე, როდესაც სრულიად უცხო გარემოში ხვდები ალბათ არის რაღაც ნიუანსები რაც გარკვეულ გალენას ახდენს ჩვენზე,განსაკუთრებით ყოველდღიურობა და ჩვევები, თუნდაც საუბარი, ქართულად საუბარი. მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
monatrebuli fee |
Jan 11 2008, 03:39 AM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 32 რეგისტრ.: 11-January 08 მდებარ.: Germany წევრი № 3,607 |
ცოტა ხნის წინათ აღმოვაჩინე ეს გვერდი და სიმართლე გითხრათ ძალიან გამიხარდა,მეც ერთ ერთი თქვენგანი ვარ,ვისაც ეს მთელი კითხვები გულს უღრღნის და ახსნას ვცდილობ....
ბავშვობის ასაკში დავტოვე სამშობლო,წამოვედი და ჩემი ყველა ტკბილი ბავშვური ოცნება და სიხალისე მანდ დავტოვე... ძალიანაც დარწმუნებული ვიყავი რომ უცხო გარემო ჩემზე ვერავითარ გავლენას მოახდენდა,მაგრამ შედეგს დრო ნელ ნელა გაჩვენებს....რამდენიმე წელი ისე გავიდა ქართულად მხოლოდ საღამოობით 20წუტი ვლაპარაკობდი და პირველი გრძელი სატელეფონო საუბარის შემდეგ ჩემ მშობლებს მართლა შეაშფოთა ჩემმა ქართულმა და მის შემდეგ ყოველ დღე მეხმიანებოდნენ და დიდი ხნით მელაპარაკებოდნენ და ეს ძალიან დამეხმარა,ამიტომაც ძალიან გახარებული ვარ,მაგრამ ზოგჯერ მაინც ვხვდები რომ რაღაც სწორად არ გამომდის გამოთქმები და მე ეს ყველაფერი პირადად ძალიან მაშფოთებს... ეს ყველაფერი გარემოს და ენის რთული სტრუქტურის ბრალია... ბევრი ქართულად კითხვა და ბევრი ქართულად ლაპარაკია ამ ყველაფრის წამალი მე დავბრუნდები და დავიბრუნებ იმ მონატრებულ სითბოსა და სიყვარულს!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი