არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
komisia |
Jan 9 2008, 10:01 PM
პოსტი
#21
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
მგონი საჭიროა ჩამოვწეროთ ფსევდოხალხური სიმღერები. ბევრს რომ ხალხური ჰგონია, სინამდვილეში კი კომპოზიტორის დაწერილია. გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ...
და საერთოდ, როგორ ერგება ესა თუ ის დაწერილი სიმღერა ქართულ ფესვებს და სტილს. დავიწყოთ ლეგენდარული "შენ მახველ"-ით. ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... ჩემი აზრით მელოდია არის თუშეთის "ტრადიციით" (თუ შეიძლება ასე ითქვას), იქაური სულით გაჟღენთილი და სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა წარმატება. თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
ზარნაშო |
Jan 11 2008, 12:20 PM
პოსტი
#22
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
გაბოს ვეთანხმები. საერთოდ არსებობს როგორც ჩემი პედაგოგი იტყოდა ერუვნული ინტონაციური ფონდი. ის სიმღერები რომლებიც ზემოთ ჩამოთვალეთ, ნიკამ როგორც უწოდა ,,არახალხური ხალხური" სიმღერები არის ნაკვები და ნასაზრდოები სწორედ ამ ინტონაციური ფონდიდან. და ბოლომდე ზის იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებიც ჩვენ ვიუცით რომ აქვს ხალხურ მუიკას (ნუ ჩვენ სულ არ ვიცით რამდენად განსხვავებული იყო XVII და XVI საუკუნის ჩვენი მუსიკა და მითუმეტეს კიდევ უფრო ძველი). ნუ თითოეული ეპოქა ტრადიციულ შემოქმედებას რაღაცას სძენდა. როცა დროის მსვლელობა იყო ნელი მუსიკალური გარემოს შეცვლაც ძალიან ნელი პროცესი იყო. ამიტომაც რაც ახალი სიმღერები იქმნებოდა ნაკლებად განსხვავდებოდა წინასგან და მერე ისინი ისე შეერეოდა სხვა ხალხურ სიმღერებს რომ შემქმნელთა ვინაობა იკარგებოდა. შედარებით მოგვიანო ავტორების სახელები კი ისტორიამ ცხადია მეტად შემოინახა, ბერძენიშვილის, ერქომაიშვილის, სიმონიშვილის თუ მჭედლიშვილის. ეგრე უამრავი სიმღერები ჰქონდა მოფიქრებულიც და გადამუშავებულიც ავქსენტი მეგრელიძეს. და საქმე იმაშია რომ ვინაიდან დღეს დრო დაჩქარებულია და მრავალი მიმართულება გაჩნდა უკვე დღევანდელობა არჩევანს გვთავაზობს. ზოგფი ტრადიციულის ჩარჩოებს ირჩევს, ზოგი ,,კარკუტში"-ს წერს. და სხვათაშორის ,,დაიგვიანეს" იმავე პრინციპით არის ხალხური, რა პრინციპითაც სიმონიშვილის ,,დილა" და ერქომაიშვილის ,,მივალ გურიაში". აი რასა ნიშნამს პროფესიონალი, ეგრევე სინათლე შამაიტანა! -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი