ქართული გალობის მდგომარეობა, დედაქალაქში და ეპარქიებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული გალობის მდგომარეობა, დედაქალაქში და ეპარქიებში |
N. R. |
Nov 29 2007, 04:17 AM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
თქვენი აქრით რა მიზეზებია რომ რაიონებში განსაკუთრებულად ცუდად გვაქვს ამ მხრივ საქმე?
რაიმე კონკრეტული გეგმა ხომ არ გაქვთ ვინმეს ან ხომ არ წარმოგიდგენიათ როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორებისათვის ზრუნვა? -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ზარნაშო |
Jan 11 2008, 01:28 PM
პოსტი
#2
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
ამასწინეებზე სიონის სამრევლო სკოლაში ათიოდე ყმაწვილი ვიყავით შეკრებილი. მოულოდნელად ჩვენთან ჯამბაკური ამოვიდა და ორი საგნის შესახებ გვესაუბრა. ერთი მათგანის შესახებ თემის გახსნას თვითონ დაგვპირდა, ასე რომ მე გავჩერდები. მეორე კი ის იყო, რომ ქართული გალობა, საბჭოთა პერიოდის შემდეგ აყვავების გზაზეა,მაგრამ მიუხედავად იმისა მაინც ცუდ დღეშია. გვითხრა, რომ მოგვაწვდის ცნობებს იმის შესახებ, თუ რა მოეთხოვებოდა მგალობელს ადრე, რათა შევძლოთ დღევანდელ მგალობლებთან მათი შედარება. იმედია აქაც დაგვიწერს, იქამდე კი მე რასაც ვამჩნევ და რაც არ მომწონს, იმას ვიტყვი. ადრეც მიფიქრია ხოლმე ამაზე, მაგრამ ჯამბაკურის ნათქვამმა უფრო ჩამაფიქრა.
ერთი ისაა, რომ მგალობლები ადრე სწავლობდნენ საგალობელს მთლიანად, ანუ სამივე ხმას და მათი შეწყობის პრინციპებს. ახლა თუ თვითონ მოეხალისა, შეიძლება ისწავლოს ორი ან სამი ხმა, არადა გაიზეპირებს, ვთქვათ, ბანს და მარტო ამას გალობს ცხოვრების ბოლომდე. სამრევლო სკოლაში, საპატრიარქოში და სხვადასხვა რეგენტის ცალკე გუნდებში სწავლების პრინციპი სწორედ ასე წარიმართება. არადა, რატომ? ხმათა შეწყობის პრინციპებს არ ვამბობ, ეს მგონი აღარავინ იცის სრულყოფილად დღეს, მაგრამ სამივე ხმა რომ ასწავლონ, ხომ შეიძლება? საწვალებელია, მაგრამ ადვილი ხომ ფაფის ჭამაა. გასაგებია, რომ ადრე ქართველი კაცი ბავშვობიდან ეჩვეოდა პოლიფონიურ აზროვნებას და დღევანდელი ყურწაბილწული ქართველისგან იგივეს ვერ მოითხოვ (სწავლების პირველ ეტაპებზე მაინც), მაგრამ რაღაც ნაბიჯები ხომ შეიძლება გდაიდგას? ბავშვებთან ალბათ უფრო ადვილია, რბილი მასალაა. ან კიდევ დაწინაურებულ გუნდებთან, რომლებსაც სმენა უკვე მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული. კიდევ სწავლების მეთოდიკაზე მინდა ვთქვა. ვიცი, რომ ადრე სწავლება მიმდინარეობდა მხოლოდ ზეპირად და ბოლო დროის ყველა დიდი მგალობელი ასეთი სწავლების მომხრე იყო. ნევმები გამოიყენებოდა მხოლოდ ჩასაწერად, რომ საგალობელი არ დაკარგულიყო და საჭირო დროს მგალობელს ადვილად შესძლებოდა საგალობლის გახსენება. დღეს კიდევ, მიხვალ თუ არა, მაშინვე ნოტებს დაგაჭერინებენ ხელში. არადა სმენითი მეხსიერება რა კარგი რამეა... ა. ერქომაიშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ერთ-ერთი მომხსენებლის (არ მახსოვს ვისი) პასუხად სიმონმა განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ზეპირ სწავლებაზე არც უნდა ვიფიქროთ. გულში არ დავეთანხმე, მაგრამ ჯერ ერთი კონფერენცია ძალიან გაიწელა, მე კი კონცერტზე მეჩქარებოდა (დამატებით ორი ანსამბლი რომ გამოვიდა ადრე, კამერულ დარბაზში) და მეორეც, იქ პროფესიონალთა ცვენა იყო და მე რომ გამეპროტესტებინა, თუ არ მეტყოდნენ, ხომ იფიქრებდნენ მაინც შენ ვიღა გდიხარო? მესმის სიმონმა რატომაც თქვა ასე. ჩემი თავიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ დღევანდელ ქართველებს მართლა ძალიან გვიჭირს. შეიძლება ზოგჯერ ბგერის უმცირესი ასვლა-ჩასვლაც კი დავაფიქსირო ხოლმე, მაგრამ დამახსოვრება უმარტივესი მელოდიისაც კი მიჭირს. რასაც ვიმახსოვრებ, იმის გადმოცემაც მიძნელდება. როცა სასწრაფოდ გუნდია შესაქმნელი ტაძრისთვის, მაშინ გასაგებია, მაგრამ როცა სადა წირვა-ლოცვას უკვე აითვისებენ და მსახურება კალაპოტში ჩადგება, ამის მერე, რეპერტუარის გამდიდრებისას ან გუნდის წევრების მიერ სხვა ხმების შესწავლისას მაინც ხომ შეიძლება ზეპირი სწავლების გამოყენება? ისე, თავიდანვე ჯობია. ეს მე რაც ვიცოდი და რაც ახლა გამახსენდა, ისა ვთქვი. ვინც რამეს ფიქრობთ ქართული გალობის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, დაწერეთ. რაიონებში გალობის პრობლემებზე რომ თემაა, ისიც შეიძლება ამას შემოუერთდეს. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი