![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
იოანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა- ამას წერს სერაფიმე ვირიცელი ცილისწამებაზე. ზოგიერთი მამა დასაშვებად მიიჩნევს ცილისწამების შემთხვევაშიცილისწამების უარYოფასა და ცილისმწამებლის მხილებას. ყველას გვახსოვს როგორ ამხილა დავიტ გარეჯელმა ცილისმწამებელი ქალი...
ფორუმელების პირადი აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით( თუ სურვილი გექნებათ აზრის გამოთქმის) ![]() იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგწამებდნენ ცილს, როგორ მოიქცეოდით? -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,573 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი ლინკოლნი იყო. მას, როგორც ყველა ადამიანს, ჰყავდა კეთილისმყოფელნიც და რათქმაუნდა მტრებიც. იყო ვინმე სტენონი, რომელსაც იმდენად სძულდა ლინკოლნი, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე მას მდაბალ, ვერაგ ჯამბაზს უწოდებდა; გამუდმებით დასცინოდა და ზედმეტ სახელადაც "ნამდვილ გორილას" ეძახდა. სტენონი ამბობდა: სულ ტყუილად ირჯებიან, როცა აფრიკაში მიემგზავრებიან გორილას დასაჭერად; გორილა ხომ შეიძლება ამერიკაში, სპრინგ-ფილდში, ილლინოის შტატშიც შევიპყრათო.
ლინკოლნი დიდხანს ითმენდა ასეთ შეურაცხყოფას, მერე კი უპასუხა იმით, რომ სტენონი, როგორც სამხედრო საქმის კარგი მცოდნე, ამერიკის თავდაცვის მინისტრად დანიშნა. გავიდა წლები; ბოლოს მაინც სიყვარულმა და მოთმინებამ გაიმარჯვა და როცა პრეზიდენტი თეატრში მოკლეს, მის კუბოს სტენონი ცხარე ცრემლებით ასე დასტიროდა: აქ განისვენებს დიდებულთა შორის ყველაზე გამორჩეული ხელმძღვანელი, ვინც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. აი, ასე კურნავს სიკეთე ბოროტებას, სიყვარული - სიძულვილს." ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th September 2025 - 04:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი