ქართული გალობის მდგომარეობა, დედაქალაქში და ეპარქიებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული გალობის მდგომარეობა, დედაქალაქში და ეპარქიებში |
N. R. |
Nov 29 2007, 04:17 AM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
თქვენი აქრით რა მიზეზებია რომ რაიონებში განსაკუთრებულად ცუდად გვაქვს ამ მხრივ საქმე?
რაიმე კონკრეტული გეგმა ხომ არ გაქვთ ვინმეს ან ხომ არ წარმოგიდგენიათ როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორებისათვის ზრუნვა? -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ჯამბაკური |
Jan 12 2008, 03:19 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
უმთავრესად ამ საქმის სიყვარული და პატივისცემაა საჭირო.
აი რამდენი ეკლესია მონასტერი მოქმედებს, წირვა-ლოცვა ყველგან აღევლინება, მაგრამ სამწუხაროდ სრულად გამართული ღვთისმსახურება, წესისამებრ შეწყობილი და გამშვენებული არსად არ არის . საეკლესიო გალობის ცენტრის შეკრებაზე მეუფე დავითმა იკითხა - ნუთუ ერთი ტაძარი არ გამოიძებნა სადაც მოხერხდება ანტიფონური გალობა? თვით ანჩისხატშიც კი ? უმთავრესი პრობლემა კი იმაშია, რომ თავად სასულიერო პირებს არ აქვთ სურვილი და მოთხოვნილება ღვთისმსახურების სათანადოდ გამშვენებისა. სამწუხაროდ სასულიერო პირთა უმეტესობა ჩქარობს ღვთისმსახურების დროს. არ მოსწონს გალობის მიზეზით გაგრძელებული წირვა-ლოცვა. მე ვფიქრობ სანამ იქნება გალობა მეორეხარისხოვან საზრუნავთა შორის, მანამდე მოწესრიგებულ ღვთისმსახურებას ვერ ვნახავთ. ერთ-ერთმა დიდი თანამდებობის სასულიერო პირმა განგვიცხადა: ,,მგალობლობა დიდი პატივია, თქვენ უპირატესი ხართ მრევლზე,გაქვთ კადნიერება უგალობოთ უფალს და ამაში სასყიდელის მოთხოვნა ულამაზოაო. არა ხომ მაინც უნდა მდგარიყავით შაბათ-კვირას ტაძარშიო, ახლა კი ასეთ აღმატებულ ხარისხში ხართო." ის კი არ გაუთვალისწინებია რომ კარგ გალობას დიდი შრომა უნდა, ვარჯიში და რეპეტიციები, ხშირი შეკრება და გუნდის წევრების ერთობა და მეგობრობა. მარტო შაბათ-კვირას რომ ხვდებიან ეთმანეთს საეკლესიო გუნდების წევრთა უმეტესობა იმიტომ ვერ მიდის საქმე წინ. ნებისმიერი შრომა კი სათანადოდ უნდა დაფასდეს. ეს ღვთისაგან არის. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 06:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი