![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მატასი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
ჩვენ ჩვენი მტრები უნდა შევიყვაროთ...
მოდით, ვისაუბროთ ამ თემაზე, თქვენ გიყვართ თქვენი მტრები? ცდილობთ მათ შეყვარებას? რამდენად გამოგდით ეს... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
![]() ![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
მაცხოვარი ამბობს სახარებაში: "თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით, რათა იყვნეთ თქვენ ზეციური მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წყალობას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. ვინაიდან თუ თქვენ მოყვარენი გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური, განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?! მაშ იყავით სრულყოფილნი ისე, როგორც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი." (მათ. 5,4.3)... ეს, რა თქმა უნდა, ადვილი შესასრულებელი არ არის. როცა კითხულობ დიდ ქრისტიან მამათა ცხორებას, ხედავ, რომ მათ მიაღწიეს სულიერების ამ დონეს.
წმინდა მამები ადამიანებს ყოფენ არა მტრებად და მეგობრებად, არამედ ღმერთის შემცნობლებად და ვერშემცნობლებად. ყველა ადამიანის, როგორც კეთილისმოქმედთა, ასევე ბოროტისმოქმედთა მიმართ სიყვარულში ისინი გულისხმობდნენ მიმსგავსებას ქრისტესთან, რომელმაც "ხელები განირთხა ჯვარზე", რათა ყველა შეეკრიბა. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობდა: "ღმერთი არის აბსოლუტური სიყვარული, რომელიც ყველა ქმნილებას მოიცავს. სულიწმინდა ადამიანს მისი დატევნის შესაბამისად აძლევს ამ სიყვარულის შემეცნებას და უხსნის გზას სისრულისაკენ. იქ, სადაც არის "მტერი", არის დაგმობაც, განდევნაც, ხოლო თუ ადამიანს დავგმობთ, განვდევნით, ეს ნიშნავს, რომ ღვთიური სისრულიდან ამოვვარდებით. ქრისტეს ორი მცნება, ღვთისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ, შეადგენს მთლიან ცხოვრებას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის ცხოვრობს ღმერთში და უყვარს ღმერთი, ხოლო თავისი ძმა არ უყვარს, შემცდარია." ასე რომ, მეორე მცნება გვაძლევს შესაძლებლობას, შევამოწმოთ, რამდენად ჭეშმარიტად ვცხოვრობთ ჭეშმარიტ ღმერთში. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd July 2025 - 08:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი