![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თათარაშვილი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
მოგესალმებით.
ღვთის მადლითა და წყალობით, 2007 წლის 24 მაისს მუხიანის სამხედრო დასახლებაში გაიხსნა წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძარი, მას საქართველოში ანალოგი დღემდე არ მოეპოვება, მადლობა ამ დიდებულ წმინდანს, რომე ინება, ჩვენს სამშობლოშიც ყოფილიყო მისი სახელობის ეკლესია. ტაძარი ერთ ერთმა კეთილ-მორწმუნე ადამიანმა თავისი სახსრებით ააშენა, ის ძალიან ღვთისთვის სათნო აღასრულებს დედაეკლესიისათვის, ღმერთმა შეუწიროს ეს სიკეთე მას. ტაძრის კანკელი მისივე მადლიანი ხელით არის ნაკვეთი, ასევე ტაძრის მარცხენა მხარეს ხის ორი ჯვარცმა. ბატონმა ჯიმი უტიაშვილმა საირმეში საკუთარი ხელით აღმართა ჯვარი, სადაც დღესაც მლოცველები მიდიან და სანთელს ანთებენ. ტაძარი მთლიანად აშენდა შემოწიროლობითა და მოსახლეობის დახმარებით. ახლა შენდება სამრეკლო, სატრაპეზო, ასევე ტაძარს არ გააჩნია ზარი (ამჟამად აქვს პატარა ზარი რომლის ხმაც რამოდენიმე კორპუსის იქით არც კი ისმის). მოდით ვისაც სურვილი გვექნება დავეხმაროთ ამ ტაძარს, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს მისი მშენებლობა. იმედია საქველმოქმედო ფონდიც გამოყოფს იანვრის ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხას. ამის შესახებ ნათია მოგვახსენებს ალბათ. შეგახსენებთ რომ დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძარი ერთადერთია საქართველოში. ![]() 1. თათარაშვილი 2. ??? |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
წმ. დიდმოწამე ეკატერინეს ცხოვრებაზე დაწერეთ რა რაიმე, დღეს მეხსიერების კრიზისს განვიცდი შინაგანი სიზარმაცის გამო ალბათ და ვერაფრით ვერ ვიხსენებ (უფრო სწორად არ ვეცდები რომ გავიხსენო
![]() პ.ს. ძალიან კოხტა ეკლესიაა. ღმერთმა შეგიწიროთ რასაც აკეთებთ :მპუა ყველას: |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
წმ. დიდმოწამე ეკატერინეს ცხოვრებაზე დაწერეთ რა რაიმე, დღეს მეხსიერების კრიზისს განვიცდი შინაგანი სიზარმაცის გამო ალბათ და ვერაფრით ვერ ვიხსენებ (უფრო სწორად არ ვეცდები რომ გავიხსენო ![]() პ.ს. ძალიან კოხტა ეკლესიაა. ღმერთმა შეგიწიროთ რასაც აკეთებთ :მპუა ყველას: ინებე ![]() წმიდა დიდმოწამე ეკატერინე (+305-313) ![]() დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. იშვიათი მეცნიერებითა და გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმიდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა. ეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულად გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა-დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოუსმინა, უთხრა, მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღამტებულია შენზე: მისი მშვენიერება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე - ყველაფერ არსებულს განგებს, სიმდიდრე - მთელს სამყაროს ეფრქვევა, მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება - პირიქით, მრავლდება; წარმომავლობა კი - ენით გამოუთქმელია“. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული. ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენილ იქნა - წმიდანის წინ საღვთო ჩვენებით წარსდგა ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს სთხოვდა, შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისათვის. მაგრამ ყრმა პირს არიდებდა ასულს და ამბობდა, არ შემიძლია მას შევხედო, რადგან წმიდა ნათლისღების წყალში განუბანველი და სულიწმიდის ბეჭედს მოკლებული ყველა ადამიანივით უშნო, მდაბიო, გლახაკი და უგუნურიაო. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა, შემდეგ კი ნათლობის წესიც აღასრულა. მაშინ წმიდა ეკატერინეს სიზმრეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმიდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი - ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა. ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმინი ჩავიდა. მოედნებზე გამოფენილმა ბრბომ აავსო ქალაქი. მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენ - დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღმსარებლებს, რომლებიც სასტიკი სატანჯველებითაც ვერ გადაედრიკათ მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან. ქრისტეს მოწამეებისადმი წმიდა სიყვარულითა და მათთვის ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღძრულმა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უპირველეს ხელისუფალს - უღმრთო იმპერატორ მაქსიმინს მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართთა ცდომა. ქალწულის სილამაზემ მეფე მოხიბლა. მან გადაწყვიტა, გადმოებირებინა ქალწული, რითაც წარმართული ცრუ-სიბრძნე განდიდდებოდა. ამისთვის იმპერატორმა იმპერიის 50 ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა აღმსარებლებს, რის შემდეგაც მათ ახოვნად იდეს თავს სიკვდილი ქრისტესთვის - იმპერატორის ბრძანებით მარტვილები ცეცხლში გამოწვეს. მაქსიმინმა სიმდიდრისა და დიდების აღთქმით სცადა მისი ცდუნება. როცა სანაცვლოდ რისხვით სავსე პასუხი მიიღო, იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმიდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა ღვთაებრივი მადლით სახეგაბრწყინებული წმიდანის სულის სიმტკიცემ. წმიდა ეკატერინემ მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც იწრმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მომდევნო დღეს მარტვილი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუ ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა. უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ 200 მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინი ისევ შეეცადა ქალწულის ცთუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის - ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527- 565; ხს. 14 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში. http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/ekaterine.htm ![]() ციტატა ხო გიგ, დროზე მოვაგვაროთ ყველაფერი... მე არასდროს მცალია, მაგრამ რაღაცას მოვახერხებ... დაგიკავშირდები და შევთანხმდეთ... ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 12:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი