![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Molen |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
იცით ძალიან მაინტერესებს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი რამ...
როდესაც ვლოცულობ ან ღვთისმშობლის ხატთან, ან წმინდა გიორგის ხატთან ან ჯვარცმასთან, როგორ აღვიქვა ისინი? ანუ მაგალითად წმინდა გიორგის როდესაც მივმართავ როგორ წამროვიდგინო, როგორც ცხენზე ამხედრებული, ჩემი მეგობარი, მოსიყვარულე ბიჭი რომელიც გვერდში დამიდგება?! თუ რაიმე სულიერი, ზეციური... ან იქნებ უბრალოდ ხატს აქვს ძალა და ხატს უნდა მივმართო როგორ უბრალოდ გამოსახულებას?! იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ ხატზე... ანუ მე მივმართავ წმიდნა ნიკოლოზს... როგორ წარმოვიდგინო იგი?! როგორც შავებში ჩაცმული მოსიყვარულე ბერი? მამაო? ან იქნებ სულერი არსება?! აი ეს მაინტერესებს და კითხვა ვერ გამიცია საკუთარი თავისათვის და თუ ვინმე ხართ ამ საკითხში კომპეტენტური გთხოვთ მითხარით რაიმე... წინასწარ გიხდით დიდ მადლობას... -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
![]() ![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ხატი უწოდებენ სარკმელს ზეცაში, ხატის მეშვეობით ჩვენ თაყვანს ვცემთ იმ წმიდანს, რომლებიც გამოსახულნი არიან ხატებზე. ხატი არის როგორც სულიერი ასახვა წმიდანისა ასევე ისტორული რეალობის მოთხრობაც, ამიტომ წმიდანებიც ისე უნდა აღვიქვათ როგორც არიან გამოსახლნი ხატებზე.
ლოცვის დროს სხვა არანაირი წარმოდგენა არ უნდა დავუშვათ, არამედ უნდა ჩავუღრმავდეთ ლოცვის სიტყვებს, ლოცვის დროს ის კი არ უნდა წარმოვიდგინოთ თუ როგორია მაგალითად წმიდა გიორგი, წმიდა ნიკოლოზი ან რომელიმე სხვა წმიდანი არამედ უნდა ჩავიძიროთ იმ ლოცვის სიტყვებში რომლიტაც მივმართავთ ამა თუ იმ წმიდანს. აი რას გვიჩევს წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი: ''დამწყებებმა ლოცვის დროს მხოლოდ კეთილმოშიში ყურადღება უნდა დაიმარხონ, გონების მიპყრობა ლოცვის სიტყვებზე; სიტყვები აუჩქარებლად უნდა წარმოთქვან, რომ გონებამ მათში შეღწევა მოასწროს'' -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი