IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დოსტოევსკის "დიადი ინკვიზიტორი,'' თუ?.., ვისაუბროთ მის შემოქმედებაზე
death
პოსტი May 30 2007, 12:08 AM
პოსტი #1


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



მოკლედ გამიჩნდა იდეა რომ გამეხსნა თემა ლეგენდა ადამიანზე smile.gif. სადაც შეგვიძლია ავტვირთოთ მისი ნაშრომები

ეხლა ავტვირტავ მის მოთხრობა "განაჩენს". სამწუხაროდ ქართული თარგმანი ვერსად ვნახე მაგრამ მოვძები და თუ ვნახე აუცილებლად მივცემ ციფრულ ფორმას smile.gif

Ф.М.Достоевский. Приговор


Кстати, вот одно рассуждение одного самоубийцы от скуки, разумеется
матерьялиста.
"...В самом деле - какое право имела эта природа производить меня на
свет, вследствие каких-то там своих вечных законов? Я создан с сознанием и
эту природу сознал; какое право она имела производить меня, без моей воли на
то, сознающего? Сознающего, стало быть, страдающего, но я не хочу страдать -
ибо для чего бы я согласился страдать? Природа, чрез сознание мое, возвещает
мне о какой-то гармонии в целом. Человеческое сознание наделало из этого
возвещения религий. Она говорит мне, что я, - хоть и знаю вполне, что в
"гармонии целого" участвовать не могу и никогда не буду, да и не пойму ее
вовсе, что она такое значит, - но что я все-таки должен подчиниться этому
возвещению, должен смириться, принять страдание в виду гармонии в целом и
согласиться жить. Но если выбирать сознательно, то, уж разумеется, я скорее
пожелаю быть счастливым лишь в то мгновение, пока я существую, а до целого и
его гармонии мне ровно нет никакого дела после того, как я уничтожусь, -
останется ли это целое с гармонией на свете после меня или уничтожится
сейчас же вместе со мною. И для чего бы я должен был так заботиться о его
сохранении после меня - вот вопрос? Пусть уж лучше я был бы создан как все
животные, то есть живущим, но не сознающим себя разумно; сознание же мое
есть именно не гармония, а, напротив, дисгармония, потому что я с ним
несчастлив. Посмотрите, кто счастлив на свете и какие люди соглашаются жить?
Как раз те, которые похожи на животных и ближе подходят под их тип по малому
развитию их сознания. Они соглашаются жить охотно, но именно под условием
жить как животные, то есть есть, пить, спать, устраивать гнездо и выводить
детей. Есть, пить и спать по-человеческому значит наживаться и грабить, а
устраивать гнездо значит по преимуществу грабить. Возразят мне, пожалуй, что
можно устроиться и устроить гнездо на основаниях разумных, на научно верных
социальных началах, а не грабежом, как было доныне. Пусть, а я спрошу для
чего? Для чего устраиваться и употреблять столько стараний устроиться в
обществе людей правильно, разумно и нравственно-праведно? На это, уж
конечно, никто не сможет мне дать ответа. Все, что мне могли бы ответить,
это: "чтоб получить наслаждение". Да, если б я был цветок или корова, я бы и
получил наслаждение. Но, задавая, как теперь, себе беспрерывно вопросы, я не
могу быть счастлив, даже и при самом высшем и непосредственном счастье любви
к ближнему и любви ко мне человечества, ибо знаю, что завтра же все это
будет уничтожено: и я, и все счастье это, и вся любовь, и все человечество -
обратимся в ничто, в прежний хаос. А под таким условием н ни за что не могу
принять никакого счастья, - не от нежелания согласиться принять его, не от
упрямства какого из-за принципа, а просто потому, что не буду и не могу быть
счастлив под условием грозящего завтра нуля. Это - чувство, это
непосредственное чувство, и я не могу побороть его. Ну, пусть бы я умер, а
только человечество оставалось бы вместо меня вечно, тогда, может быть, я
все же был бы утешен. Но ведь планета наша невечна, и человечеству срок -
такой же миг, как и мне. И как бы разумно, радостно, праведно и свято ни
устроилось на земле человечество, - все это тоже приравняется завтра к тому
же нулю. И хоть это почему-то там и необходимо, по каким-то там всесильным,
вечным и мертвым законам природы, но поверьте, что в этой мысли заключается
какое-то глубочайшее неуважение к человечеству, глубоко мне оскорбительное и
тем более невыносимое, что тут нет никого виноватого.
И наконец, если б даже предположить эту сказку об устроенном наконец-то
на земле человеке на разумных и научных основаниях - возможною и поверить
ей, поверить грядущему наконец-то счастью людей, - то уж одна мысль о том,
что природе необходимо было, по каким-то там косным законам ее, истязать
человека тысячелетия, прежде чем довести его до этого счастья, одна мысль об
этом уже невыносимо возмутительна. Теперь прибавьте к тому, что той же
природе, допустившей человека наконец-то до счастья, почему-то необходимо
обратить все это завтра в нуль, несмотря на все страдание, которым заплатило
человечество за это счастье, и, главное, нисколько не скрывая этого от меня
и моего сознанья, как скрыла она от коровы, - то невольно приходит в голову
одна чрезвычайно забавная, но невыносимо грустная мысль: "ну что, если
человек был пущен на землю в виде какой-то наглой пробы, чтоб только
посмотреть: уживется ли подобное существо на земле или нет?" Грусть этой
мысли, главное - в том, что опять-таки нет виноватого, никто пробы не делал,
некого проклясть, а просто все произошло по мертвым законам природы, мне
совсем непонятным, с которыми сознанию моему никак нельзя согласиться. Ergo:
1
Так как на вопросы мои о счастье я через мое же сознание получаю от
природы лишь ответ, что могу быть счастлив не иначе, как в гармонии целого,
которой я не понимаю, и очевидно для меня, и понять никогда не в силах -
Так как природа не только не признает за мной права спрашивать у нее
отчета, но даже и не отвечает мне вовсе - и не потому, что не хочет, а
потому, что и не может ответить -
Так как я убедился, что природа, чтоб отвечать мне на мои вопросы,
предназначила мне (бессознательно) меня же самого и отвечает мне моим же
сознанием (потому что я сам это все говорю себе) -
Так как, наконец, при таком порядке, я принимаю на себя в одно и то же
время роль истца и ответчика, подсудимого и судьи и нахожу эту комедию, со
стороны природы, совершенно глупою, а переносить эту комедию, с моей
стороны, считаю даже унизительным -
То, в моем несомненном качестве истца и ответчика, судьи и подсудимого,
я присуждаю эту природу, которая так бесцеремонно и нагло произвела меня на
страдание, - вместе со мною к уничтожению... А так как природу я истребить
не могу, то и истребляю себя одного, единственно от скуки сносить тиранию, в
которой нет виноватого".


კარგი იქნება თუ დაწერთ თქვენს შეფასებებს smile.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Jan 13 2008, 03:00 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



აქ დოსტოევსკის მხოლოდ რუსული ტექსტებია, ეს მოთხრობაც დევს, მაგრამ რუსულად. ქართულად წავაწყდი და ძალიან მომეწონა.

ბიჭი `პატარა ხელით~

ბავშვები უცნაური ხალხია. ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის მორთვამდე, შობის დღესასწაულის დადგომამდე ნაცნობი ქუჩის კუთხეში მუდამ ვხვდებოდი შვიდიოდე წლის ბიჭუნას. საშინელ ყინვაში მას თითქმის საზაფხულოდ ეცვა, მხოლოდ კისერზე მოეხვია რაღაც ძველმანი, ნიშანი იმისა, რომ გამოშვებამდე მასზე ვიღაცამ იზრუნა. ბიჭი დადიოდა `პატარა ხელით~. ეს მახასიათებელი ტერმინი, რომელიც მოწყალების თხოვნას ნიშნავს, თვით მაწანწალა ბავშვებმა მოიგონეს. ქუჩაში ამ ბიჭის მსგავსს ბევრს წააწყდებით, ისინი თქვენს ირგვლივაც დაძრწიან და რაღაც გაზეპირებულ სიტყვებს გაიძახიან. თუმცა ეს ბიჭი ყველასგან განსხვავდებოდა, ლაპარაკით არავის აწუხებდა, მისი ყოველი სიტყვა უმანკოდ და უჩვეოლოდ ჟღერდა, თან ნდობით სავსე თვალებით შემომცქეროდა. შესაძლოა პროფესიას ის-ის იყო ითვისებდა. როცა მის შესახებ ვკითხე, მიპასუხა, რომ უმუშევარი და ავადმყოფი და ჰყავდა. იქნებ ასეც იყო, მაგრამ მოგვიანებით შევიტყვე, რომ უამრავი ასეთი ბიჭი დაიარება. მათ აუტანელ ყინვაშიც კი `პატარა ხელით~ ქუჩაში აგდებენ და თუ ვერაფერს შეუგროვებენ, დაბრუნებულს სასტიკად სცემენ. ბიჭი ნამათხოვრები კაპიკებითა და ყინვისაგან აწითლებული ხელებით რომელიღაც სარდაფში ბრუნდება, სადაც თავზეხელაღებულთა ბრბო ლოთობს. ეს ის ხალხია, რომელიც შაბათს, კვირადღის წინ გაფიცვას აწყობს, სამუშაოზე კი ოთხშაბათ საღამომდე აღარ ბრუნდება. მათთან ერთად მათი მშიერი, ნაცემი ცოლები ლოთობენ, იქვე შიმშილით დაოსებული ჩვილები ტირიან. არაყი, სიბინძურე, გარყვნილება _ უმთავარესი მაინც არაყია იქ. ამგვარია მათი ცხოვრების წესი. ბიჭუნას დაბრუნებისთანავე თავისი შეგროვებული კაპიკებით ღვინის მოსატანად დუქანში აგზავნიან. ზოგჯერ კი თავზეხელაღებულები მასაც არაყს ასხამენ პირში და იმით ერთობიან, რომ სუნთქვაშეკრული ბავშვი იატაკზე თითქმის უგონოდ ეცემა...

` და შემდეგ ვიღაც ძალდატანებით
პირში საზიზღარ არაყს ასხამდა...~

ეს ხალხი უკვე წამოზრდილ ბიჭს სამუშაოდ რომელიმე ფაბრიკაში სასწრაფოდ ამწესებს. ყველაფერი, რასაც გამოიმუშავებს, მან ისევ ამ თავზეხელაღებულებს უნდა მიუტანოს, რომლებიც ამ ფულსაც უდარდელად დაამღერებენ. ჯერ კიდევ ფაბრიკაში მუშაობის დაწყებამდე ეს ბავშვები ნამდვილ დამნაშავეებად ყალიბდებიან. ისინი ქალაქში დაეხეტებიან და სხვადასხვა ფარდულებში ისეთ ადგილებს ეძებენ, სადაც შეძვრომა და ღამის შეუმჩნევლად გათევა შეიძლება. ამათგან ერთ-ერთს ერთ მეეზოვესთან კალათში რამდენიმე ღამე გაუთენებია, ხოლო პატრონს ვერც კი შეუნიშნავს იგი. ბუნებრივია, რომ ასეთი ცხოვრება მათ პატარა ქურდ-ბაცაცებად აყალიბებს, უკვე რვა წლის ბავშვებს ქურდობა მოთხოვნილებად ექცევათ. ხშირად თავისი საქციელს დანაშაულად ვერც აღიქვავენ. ბოლოს კი ყველაფერს იტანენ _ შიმშილს, სიცივეს, ცემას, _ მხოლოდ ერთისთვის, თავისუფლებისთვის, იმისთვის რომ თავი დააღწიონ თავზეხელარებულთა ხროვას და მათხოვრობა დამოუკიდებლად დაიწყონ. ამ ველურმა არსებებმა ხშირად არაფერი იციან _ არც ის თუ სად ცხოვრობენ, რა ეროვნების არიან, არსებობს თუ არა ღმერთი, ან ვინაა ხელმწიფე. ყოველივე ამის შესახებ ხშირად ისეთ ამბებსაც ჰყვებიან, რომ თმები ყალყზე დაუდგება კაცს.


II

ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე

მე რომანისტი ვარ და მგონია, რომ ერთი `ისტორია~ თვითონ გამოვიგონე. არ ვიცი, როტომ ვწერ, რომ მგონია, მე ხომ დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ამბავი მოვიგონე, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს სადღაც, ოდესღაც ნამდვილად მოხდა, სწორედ შობის წინა დღეს, რომელიღაც დიდ ქალაქში საშინელი ყინვის დროს.
მეჩვენება, რომ სარდაფში ჯერ კიდევ ძალიან პატარა, ალბათ ექვსიოდე წლის ბიჭი იყო. მან დილას ნესტიან, ცივ კუთხეში გაიღვიძა. ის ძველ ხალათში გახვეულიყო, სიცივისგან თრთოდა, ყოველი ამოსუნთქვისას პირიდან ორთქლი თეთრად ამოდიოდა. კუთხეში სკივრზე მიყუჟულიყო და მოწყენილი პირიდან ორთქლის გამოშვებით ერთობოდა. საშინლად შიოდა. რაც გაიღვიძა, უკვე რამდენჯერმე მიუახლოვდა ფარდაგს, სადაც ბლინივით თხელ საგებელზე მისი დედა იწვა, ავადმყოფს თავქვეშ ბალიშის ნაცვლად რაღაც ბოხჩა ამოედო. ნეტავ აქ როგორ აღმოჩნდა? როგორც ჩანს თავის პატარა ბიჭუნასთან ერთად სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა და უეცრად ავად გახდა. კუთხეების დიასახლისი ორი დღის წინ დააპატიმრეს. მდგმურები გაიფანტნენ და შობას ზეიმობდნენ. მხოლოდ ერთ მთვრალ თავზეხელაღებულს, რომელსაც დღესასწაულისთვის ვერ დაეცადა, ეძინა მთელი დღე-ღამის მანძილზე. ოთახის მეორე კუთხეში 80 წლის მოხუცი, რევმატიზმებით დაავადებული ქალი კვნესოდა. მას მთელი ცხოვრება ძიძად მუშაობაში გაეტარებინა, ახლა კი უპატრონოდ კვდებოდა. კვნესოდა და ბიჭს ებუზღუნებოდა, რომელსაც მოხუცის კუთხისკენ გახედვისაც ეშინოდა. პატარამ სხვენში არაყი იპოვა, მაგრამ პურის ნატეხსაც ვერ მიაგნო და უკვე მეათედ მიუახლოვდა დედას გასაღვიძებლად. სიბნელეში პატარა რაღაც იდუმელმა შიშმა შეიპყრო. რა ხანია დაბნელებულიყო, ცეცხლს კი არ ანთებდნენ. ბიჭუნა დედის სახეს შეეხო, გაოცდა _ დედა კედელივით ცივი გამხდარიყო. `აქ ძალიან ცივა,~ _ გაიფიქრა ბიჭმა და გაშეშებულს ხელი მიცვალებულის მხარზე შერჩა, შემდეგ გაყინული თითები პირთან მიიტანა გასათბობად, ფარდაგზე ხელის ცეცებით თავისი ქუდი იპოვა და სარდაფიდან უხმაუროდ გავიდა. უფრო ადრეც წავიდოდა, მაგრამ დიდი ძაღლის ეშინოდა, რომელიც მთელი დღე მეზობლის კართან ყმუოდა, მაგრამ ის იქ უკვე აღარ იყო და ბიჭუნა დაუბრკოლებლად გავიდა ქუჩაში.
ღმერთო, რა ქალაქია! მას ამგვარი ჯერ არაფერი ენახა. იქ, საიდანაც ის ჩამოვიდა, ღამღამობით უკუნი წყვდიადი სუფევდა და მთელ ქუჩას ერთადერთი მაშუქა ანათებდა. ოდნავ ჩანობნელდებოდა თუ არა, ხის დაბალ ქოხებში დარაბებს ჩარაზავდნენ და ქუჩაში კაცი არ გაჭაჭანდებოდა, ყველა სახლში შეიკეტებოდა, ღამის სიმყუდროვეს მხოლოდ ათასობით ძაღლის ყეფა არღვევდა. მაგრამ იქ თბილოდა, მას აჭმევდნენ, ხოლო აქ ისე შია _ ღმერთო, ნეტავ რამე აჭამონ! როგორი ხმაურია, როგორი სინათლეა, როგორი ხალხი, როგორი ცხენები და ეტლებია, და როგორ ყინავს, როგორ!
ილაჯგაწყვეტილ ცხენებს ცხელი ღვართქაფი ჩამოსდიოდათ. ფხვიერ თოვლში ქვაფენილზე ნალების წკარუნი ისმოდა. ყველა ჩქარობდა, ერთმანეთს ხელს კრავდნენ, ბიჭუნას კი ისე შიოდა, ძალიან, ძალიან შიოდა, ნეტავ ერთ ლუკმას მაინც შეაჭმევდეს ვინმე! სიცივისაგან თითები გაეთოშა, ტკივილისაგან მოხრა უჭირდა. იქვე, ცხვირწინ ბიჭუნა სამართალდამცველმა შენიშნა, მაგრამ თვალი აარიდა, თითქოს ვერც შეემჩნია.
და აი, ისევ ქუჩა _ ფართო, ძალიან ფართო! აქ ალბათ შეუმჩნევლად გაგსრესენ. ხალხი ყვირის, მიდი-მოდის, გარშემო ყველაფერი გაჩირაღდნებულია. ეს კი რაა? უზარმაზარი მინა, მის მიღმა კი ჭერამდე აწვდილი ნაძვის ხე უთვალავი სანთლით, ოქროსფერი ქაღალდებით და ვაშლებით მოერთოთ. გარშემო თოჯინები და პატარა სათამაშო ცხენები შემოუწყოთ. ლამაზ და სუფთა ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები ოთახში მხიარულად დარბოდნენ, იცინოდნენ, თამაშობოდნენ, ტკბილეულს მიირთმევოდნენ. ერთი გოგონა კი ბიჭს ეცეკვებოდა, ისეთი ლამაზი, საყვარელი გოგონა! მინის მიღმა მუსიკა უკრავდა. ამ ყველაფერს ბიჭუნა გაოცებული შესცქეროდა, ეცინებოდა, მაგრამ ხელები საშინლად გაწითლებოდა, სიცივისაგან ფეხის თითებიც ასტკივებოდა, ვეღარც ხრიდა... უცებ აშინლად ეტკინა, ატირდა და გაიქცა, მაგრამ ისევ საოცარი სანახაობა _ ისევ მინა, ოღონდ სხვა სახლის, ოთახში მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე, გაშლილ მაგიდებზე ყველანაირი ნამცხვარი იდო: ნუშის, წითელი, ყვითელი... იქვე ოთხი მდიდარი ქალბატონი მათთან მისულებს ნამცხვრებით უმასპინძლებოდა. კარი ყოველ წუთას იღებოდა და სახლში უამრავი ბატონი შედიოდა. ბიჭუნა მიიპარა, კარი უცებ შეაღო და ოთახში შევიდა. ისე დაუყვირეს, ხელი მოუქნიეს! ერთი ქალბატონი ბიჭუნას უცებ მიუახლოვდა, ხელში კაპიკიანი ჩაუდო და ქუჩაში გასასვლელი კარი გაუღო. პატარას ძალიან შეეშინდა, კაპიკიანი გაყინული ხელიდან გაუვარდა და კიბის საფეხურზე წკრიალით დაეცა. შეშინებული ბიჭუნა გამოიქცა, ეტირებოდა, უკანმოუხედავად მირბოდა, თან გაყინული თითები გასათბობად პირთან მიჰქონდა. უეცრად საშინელი სიმარტოვე და შიში იგრძნო, სევდა შემოაწვა, მაგრამ ღმერთო დიდებულო, ეს რაა? ხალხი იდგა და გაკვირვებული უყურებდა რაღაცას: ფანჯარაში, მინის მიღმა, თითქოს სამი წითელ და მწვანე კაბებში გამოწყობილი თოჯინები გაცოცხლებულიყვნენ! ერთი მოხუცი კაცი ვითომ იჯდა და დიდ ვიოლინოზე უკრავდა, ორნი იქვე იდგნენ, პატარა ვიოლინოებზე უკრავდნენ, თან თავებს რიტმულად აქნევდნენ, ტუჩებს ამოძრავებდნენ და ლაპარაკობდნენ _ მაგრამ მათი საუბარი მინის აქეთ არ ისმოდა. თავიდან ბიჭუნას მარიონეტები ცოცხალი ადამიანები ეგონა, როცა მიხვდა, რომ თოჯინები იყო, გაეცინა. ასეთი თოჯინები არასდროს ენახა. სიცივისაგან ეტირებოდა, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან სასაცილო თოჯინები ართობდნენ. უცებ ბიჭუნას მოეჩვენა, რომ უკნიდან ხალათზე ხელი სტაცეს, გაიხედა: გვერდით დიდი, ბოროტი ბიჭი ედგა. მან პატარას თავში ხელი წაუთაქა, ქუდი წაართვა და ფეხი გამოსდო. ბიჭუნა დაეცა, ხალხმა შეჰყვირა, გაოგნებული და შეშინებული ბავშვი წამოხტა და უკანმოუხედავად გაიქცა. რომელიღაც ეზოში ჭიშკრის ქვეშიდან შეძვრა, დაჩეხილ შეშასთან ჩამოჯდა და გაიფიქრა: `აქ ბნელა, ვერ მომაგნებენ.~
ბიჭუნა ჩამოჯდა, მოიკუნტა, შიშისა და სიცივისგან სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ უეცრად, სრულიად მოულოდნელად ტკივილმა გაუარა, გათბა, ისე გათბა, თითქოს ღუმელზე მჯდარიყო, უცებ შეკრთა _ თურმე ჩასძინებოდა. რა კარგი ყოფილა აქ ძილი! `ცოტა ხანს კიდევ ვიჯდები, შემდეგ ისევ თოჯინების სანახავად წავალ,~ _ გადაწყვიტა პატარამ, `ისე ჰგვანან ცოცხლებს~ _ გაიფიქრა და გაეცინა. უცებ დედის სიმღერა ჩაესმა, `დედიკო, მძინავს, რა კარგია აქ ძილი!~
_ ჩემთან ნაძვის ხეზე წამოდი, პატარავ!~ _ ჩასჩურჩულა მშვიდმა ხმამ.
დედის ხმა ეგონა, მაგრამ არა, ეს დედას არ უთქვამს. ნეტავ ვინ დაუძახა? ბიჭმა ვერ დაინახა, თუ ვინ დაიხარა მისკენ, მაგრამ ხელი მაინც გაუწოდა და... უეცრად უჩვეულოდ ნათელ ადგილას აღმოჩნდა. საოცარი სინათლე იყო, უჩვეულო ნაძვის ხე იდგა, თუმცა არა, ეს ნაძვი არ იყო, მას აქამდე ასეთი ხეები არ ენახა. ნეტავ სად არის? ყველაფერი ბრწყინავს, ბრდღვიალებს, გარშემო თოჯინებია _ არა, ეს თოჯინები კი არა, საოცრად თეთრი გოგო-ბიჭები არიან. ყველა ბიჭუნას გარშემო ტრიალებს, დაფრინავს, მას კოცნიან, ხელში იტაცებენ და თან მიჰყავთ, ახლა თვითონაც დაფრინავს და ხედავს, დედა უყურებს და გახარებული უცინის.
_ დედა, დედიკო, რა კარგია აქ! _ უთხრა დედას, თან ბავშვებს ეფერებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის მოუთხრობდა მათ სასაცილო თოჯინების შესახებ.
_ ბავშვებო ვინ ხართ? საიდან ხართ? _ სიყვარულით ეკითხებოდა ბავშვებს და იცინოდა.
_ ეს `ქრისტეს ნაძვის ხეა~, _ უთხრეს მათ, _ შობას ქრისტე მუდამ დგამს ნაძვის ხეს იმ ბავშვებისთვის, ვისაც დედამიწაზე არ ჰქონდა ის.. ._ ბიჭუნამ შეიტყო, რომ ეს ბიჭები და გოგონები მის მსგავსად ცხოვრობდნენ. მათგან ზოგი თავიანთ კალათებში გაიყინა, როცა პეტერბურგელ მოხელეებს სახლის კართან მიუგდეს, ზოგი უპატრონო ბავშვთა სახლში ცუდი კვების გამო დაიღუპა, სხვებმა დედის გამშრალ ძუძუსთან სამარაში მძვინვარე შიმშილობისას განუტევეს სული, ან მესამე კლასის აყროლებულ ვაგონებში დაიხუთნენ. შემდეგ ყველა იქ მოხდა და ანგელოზებრივ ცხოვრობენ. ყველა იესო ქრისტეს ფრთის ქვეშ არის, მაცხოვარი შუაში დგას, მფარველ ხელს უწვდის მათ და მათ ცოდვილ დედებთან ერთად ლოცავს, რომლებიც მოშორებით დგანან და თავიანთ პირმშოებს თვალცრემლიანები შესცქერიან. შვილები მათთან მიიფრინედბიან, კოცნიან და პატარა თითებით ცრემლებს წმენდენ, სთხოვენ, რომ არარ იტირონ, _ აქ ისინი ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ.
ეს ხდებოდა საიქიოში. სააქაოში კი, გამთენიისას მეეზოვეებმა იმ ბიჭუნას გაყინული ცხედარი იპოვნეს, რომელმაც ღამით შეშასთან მიირბინა. მოიძიეს მისი დედა, თუმცა ის ვაჟზე ადრე გარდაცვლილიყო; ისინი ზეცაში, უფალთან შეხვდნენ ერთმანეთს.
და მაინც, რატომ გამოვიგონე ამგვარი ამბავი, რომელიც სულაც არ ჰგავს ჭკვიანურად დაწერილ, ჩვეულებრივ, თანაც მწერლის დღიურს? მე ხომ სინამდვილის ამსახველ მოთხრობებს გპირდებოდით! სწორედ რომ ასეა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო, _ ის, რაც სარდაფსა და დაჩეხილ შეშასთან მოხდა, ხოლო ქრისტეს ნაძვის ხესთან დაკავშირებით არც კი ვიცი რა გითხრათ, შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო?
მაგრამ რომანისტიც ხომ იმისთვის ვარ, რომ გამოვიგონო.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
death   დოსტოევსკის "დიადი ინკვიზიტორი,'' თუ?..   May 30 2007, 12:08 AM
likka   death ცნობილი ფაქტია ...   May 30 2007, 12:44 AM
death   კარგი იქნებოდა თუ ...   Jun 1 2007, 12:55 AM
ლილიანა   დოსტოევსკი ასე მგო...   May 30 2007, 07:36 AM
likka   death :) მე უბრალდო ახლა...   Jun 1 2007, 01:04 AM
death   მოკლედ არ ვიცი ვინ...   Jun 3 2007, 11:40 AM
death   Сон смешного человека ФАН...   Jun 5 2007, 12:19 AM
di_onise   რა ბედნიერია ის ვი...   Jun 5 2007, 12:24 AM
death   ესეც გაგრძელება: V ...   Jun 5 2007, 12:36 AM
კანუდოსელი   კარგი იქნება თუ და...   Jun 5 2007, 12:25 PM
KAIROS   დოსტოევსკი მართლა ...   Jun 7 2007, 04:50 AM
death   ორი თვითმკვლელობა ...   Oct 23 2007, 07:44 PM
afxazi   აქ დოსტოევსკის მხო...   Jan 13 2008, 03:00 PM
taicko   ძალიან მომწონს დოს...   Apr 4 2008, 01:28 PM
კელა   "მარადი ქმარი" წ...   Apr 19 2008, 01:21 AM
taicko   დაიბადა ექიმის ოჯა...   Apr 20 2008, 01:02 PM
d.p   მოკლედ ასე ვთქვათ ...   Jul 11 2008, 04:08 AM
natia.   დოსტოევსკის თეთრი ...   Jul 16 2008, 12:28 AM
tustusa-gogo   დიდად არ სწყალობს ...   Jul 16 2008, 12:34 AM
sandro40   დიდად არ სწყალობს ...   Dec 20 2011, 08:04 AM
staywhite   არა მგონია დოსტოევ...   Jul 16 2008, 01:09 AM
ikanosi   ეკრანიზაციები დოს...   Dec 18 2011, 10:07 PM
ქევანა   ჰეჰე, როდინდელი თე...   Dec 20 2011, 07:33 PM
ikanosi   :doh: :doh:   Dec 20 2011, 07:58 PM
ქევანა   ikanosi მე მგონი უფლება ...   Dec 20 2011, 10:22 PM
ikanosi   მეც მაქვს :doh: ამის უ...   Dec 20 2011, 10:26 PM
გულთმისანი   ასეთი თვალსაზრისი ...   May 26 2014, 02:17 PM
G_saxva   გულთმისანი მე ალბა...   May 28 2014, 09:44 AM
გულთმისანი   G_saxva მეც პირველ ჯგუფ...   May 28 2014, 10:21 AM
G_saxva   გულთმისანი ჩემი აზ...   May 28 2014, 10:30 AM
გულთმისანი   გულთმისანი ჩემი ა...   May 29 2014, 10:41 AM
afxazi   G_saxva არადა ტოლსტოი ...   May 28 2014, 12:49 PM
G_saxva   afxazi აქ მე უპირატესო...   May 28 2014, 02:03 PM
afxazi   G_saxva არც ვადარებ, დო...   May 28 2014, 03:25 PM
G_saxva   afxazi ანუ შენც დოსტოე...   May 28 2014, 05:44 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 02:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი