![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
KAIROS
ციტატა თუკი კვებითი ან ლოცვით მარხვა იგულისხმება გასაგებია, მაგრამ კითხვა ხომ ცოლ-ქმრის თანაცხოვრებას ეხებოდა ( მითუმეტეს პირველივე წელს!), და აკრძალვა კანონიერი და ნაკურთხი თანაცხოვრებისა თუნდაც მარხვაში , ხომ საერთოდ უცნობია საეკლესიო კანონიკისათვის ( გარდა ზიარების წინა დღისა, წითელი პარასკევისა და სხვა მსგავსი გამონაკლისებისა)?აკი ცნობილია, რომ მხოლოდ ურთიერთთანხმობით და ისიც მოძღვართან შეთანხმებით შეიძლება წყვილმა ( თან არანაირად ახლადდაქორწინებულებმა) თავი შეიკავონ მარხვაში თანაცხოვრებისაგან, თან ეს მათ ღვაწლში ეთვლებათ... მოკლედ პასუხი ჩასაღრმავებელია, გთხოვთ განგვიმარტოთ. ვერ მივხვდი აქ რაზეა საუბარი? მარხვაში ეზლევათ ვინმეს ნება ცოლ ქმრული თანაცხოვრებაზე? ნუ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, როცა ან ერთია ურწმუნო ან მეორე და ოჯახს დანგრევის საშიშროება ექმნება. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Lenus
ციტატა და მაინტერესებს საქართველსო ეკლესიის წესი ამ საკითხთან მიმართებაშ. საქართველოს ეკლესია სრულიად იზიარებს პავლე მოციქულის მოსაზრებას რომელიც ცხადად საუბრობს ამ საკითხთან დაკავშირებით. უბრალოდ ვერ ვიგებ რატომ ხდება ეს სადაო. კორინთელთა მიმართ ეპისტოლის VII თავის V-VI მუხლების განმარტება. (რომელიც ზემოთ არ დავწერე) მუხლი V: ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. "რაითა ზემოით-რე დაწყებითა უსაკუთრესად წარმოვთქუნე სიტყვანი ესე, ვითარმედ: ნუ დააკლდებით ურთიერთას, გარნა თუ შეტქუმულებით ჟამიერად. რამეთუ ესე არს ჟამიერებაი, რაჟამს ზოგად ორთავე სთნდეს, რაითა მოიცალონ მარხვად და ლოცვად. ამას რაი იტყვის, არა თუ დღეთა მათ ურთიერთას ყოფისათა მარხვისაგან და ლოცვისა განაყენებს, არამედ ამას აუწყებს, ვითარმედ შჯულიერი ურთიერთას ყოფაი მეუღლეთა შჟულიერთაი არა თუ შეგინება, არამედ უცალოება ოდენ არს. ამისთვის, დაღაცათუ ერთად ყოფასა მასცა შინა მმარხველ და მლოცველ იყვნენ, არამედ იშვით სადმე და ჟამიერად ზოგად ორთავე ნებითა კეთილ არს უმოცალეს-რე მიდევნებაი მარხვისა და ლოცვისა. "მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო" ესრეთ ეტყვის, რაითა არა მიამყოვრონ განყოფაი იგი ჟამ-ერთი, არამედ ურთიერთსავე იყვნენ, რაითა არა მიმყოვრებულითა განყოფითა განმცდელ ექმნეს ეშმაკი; არა უთმინოებითა, არამედ ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, უზავ-ყოფითა თქუენითა; ესე იგი არს, რაჟამს არა შეზავებულად გეპყრას ჟამი ურთიერთას კიდე-ყოფისაი, და ესრეთ, მიმყოვრებითა განყენებისათა მიიღოს მტერმან მიზეზად მძლავრებაი ხორცტა ბრძოლისაი, და ეგრეთ მემრუშე ყოს ერთი ორთა მათგანი. მუხლი VI: თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად. ესრეთ იტყვის, ვიტარმედ: არათღუ სხუად რადმე გაყენებ დამარხვად კრძალულებასა ცოლთაგან მრავალ ჟამ განყენებისა, არამედ შიშითა უმეტესისა ბრალსა მრუშებისასა შთავრდომისაითა შენდობით თანაშთამომავალ უძლურებისა თქუენისა ვიქმნები და გეტყვი ყოფასა, და არათუ, ვითარ-იგი მრუშებისაგან, ეგრეთვე მარხვისა და ლოცვისაგანცა განგაყენებ. რამეთუ უკუეთუ ვიეთნიმე მეუღლენი გამოცდილ და უშიში იყვნენ მრუშებასა შთავრდომისათვის ზოგადითა განზრახვითა, არა დაყენებულ არიან მიმყოვრებით მოცლად მარხვისათვის და ლოცვისა. ხოლო უკუეთუ ერთკერძო საშიში იყოს მრუშებისა ბრალსა შთავრდომაი მძლავრებითა ხორცთა ბრძოლისაითა, მაშინ არღარა კეთილ არს ერთისა მის დაყოვნებითა მოცალებასა შინა მარხვისა და ლოცვისასა მეორისა მის შთაგდებაი ბრალსა მრუშებისასა. ამისთვის შენდობით ვეტყვი და არა ბრძანებით, შემოკლებად დღეთა მატ განყენებისათა. ამისთვის რაჟამს ამას ჰყოფდეთ და შIშით ხორცთა ბრძოლისათა ვერ მიამყოვრებდეთ განყენებასა მას, შენდობითად შეგერაცხენ, და ნუ ვიტარცა ბრძანებისა აღმასრულებელნი ჰზუაობთ. ვფიქრობ ეს ბოლო სიტყვები მაინც გასაგებია ყველასათვის და მას აღარ გადმოვიტან თანამედროვე ქართულზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი