![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
KAIROS
ციტატა თუკი კვებითი ან ლოცვით მარხვა იგულისხმება გასაგებია, მაგრამ კითხვა ხომ ცოლ-ქმრის თანაცხოვრებას ეხებოდა ( მითუმეტეს პირველივე წელს!), და აკრძალვა კანონიერი და ნაკურთხი თანაცხოვრებისა თუნდაც მარხვაში , ხომ საერთოდ უცნობია საეკლესიო კანონიკისათვის ( გარდა ზიარების წინა დღისა, წითელი პარასკევისა და სხვა მსგავსი გამონაკლისებისა)?აკი ცნობილია, რომ მხოლოდ ურთიერთთანხმობით და ისიც მოძღვართან შეთანხმებით შეიძლება წყვილმა ( თან არანაირად ახლადდაქორწინებულებმა) თავი შეიკავონ მარხვაში თანაცხოვრებისაგან, თან ეს მათ ღვაწლში ეთვლებათ... მოკლედ პასუხი ჩასაღრმავებელია, გთხოვთ განგვიმარტოთ. ვერ მივხვდი აქ რაზეა საუბარი? მარხვაში ეზლევათ ვინმეს ნება ცოლ ქმრული თანაცხოვრებაზე? ნუ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, როცა ან ერთია ურწმუნო ან მეორე და ოჯახს დანგრევის საშიშროება ექმნება. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
მოდით მაშინ ერთ კითხვას მეც დავსვავ. შევხედოთ საკითხს ასე:
თქვენზე ნაკლებად განსწავლულმა მრევლმა, რომელმაც მიმართა კითხვით მოძღვარს, მიიღო პასუხი ''- მარხვაში უნდა მოხდეს თავშეკავება ცოლქმრული ურთიერთობისაგანო. '' ყოველგვარი ზედმეტი დაკონკრეტების გარეშე (რადგან საკითხი მაინც ინტიმური და მოსარიდებელია) არც მოძღვარს უთქვამს, რომ ეს არაა ვალდებულება და არც მრევლს უკითხავს, რადგან მისი პასუხი მიიღო პირდაპირ: - არად. ცხადია ეს ადამიანი დაიცავს მოძღვრის რჩევას, ან თუ არ დაიცავს, სინანულის გრძნობა დაეუფლება იმაზე, რაც თურმე, აფაზს და კაიროსის პოსტებიდან გამომდინარე არ ყოფილა ცოდვა. მე, რომ ის მრევლი ვყოფილიყავი, ძალიან ბუნებრივად გამიჩნდებოდა პროტესტის გრძნობა და ეს სულაც არაა სასაცილო! ახლა, კარგია სხვისი ემოციების ღიმილით დაპოსტვა, მაგრამ ნამდვილად არაა საქმე ასე. ალბათ, როცა მოძღვარი ამბობს თავი შეიკავეო, უნდა დააკონკრეტოს, რომ ეს რჩევაა და არა აუცილებლობა. ხოლო თუ ამას არ იზავს, გამოდის რომ ეს აუცილებლობაა, მე ვიფიქრებდი რომ საყოველთაო აუცილებლობაც. და მრევლმა ასეც უნდა მიიღოს მოძღვრის სიტყვა. ამდენად თავშეკავება, თუ ეს მოძღვრის მითითებაა, არის არა ღვაწლი, არამედ აუცილებლობა. ისევე როცა მოძღვარი კურთხევას გაძლევს იკითხო კანონები, და თუ არ წაიკითხავ ამას აღსარებაში ხომ ამბობთ? ასე ნუ გააიოლებთ საკითხს, რაც ადამიანის გრძნობებს ეხება ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 10:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი