![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
KAIROS
ციტატა თუკი კვებითი ან ლოცვით მარხვა იგულისხმება გასაგებია, მაგრამ კითხვა ხომ ცოლ-ქმრის თანაცხოვრებას ეხებოდა ( მითუმეტეს პირველივე წელს!), და აკრძალვა კანონიერი და ნაკურთხი თანაცხოვრებისა თუნდაც მარხვაში , ხომ საერთოდ უცნობია საეკლესიო კანონიკისათვის ( გარდა ზიარების წინა დღისა, წითელი პარასკევისა და სხვა მსგავსი გამონაკლისებისა)?აკი ცნობილია, რომ მხოლოდ ურთიერთთანხმობით და ისიც მოძღვართან შეთანხმებით შეიძლება წყვილმა ( თან არანაირად ახლადდაქორწინებულებმა) თავი შეიკავონ მარხვაში თანაცხოვრებისაგან, თან ეს მათ ღვაწლში ეთვლებათ... მოკლედ პასუხი ჩასაღრმავებელია, გთხოვთ განგვიმარტოთ. ვერ მივხვდი აქ რაზეა საუბარი? მარხვაში ეზლევათ ვინმეს ნება ცოლ ქმრული თანაცხოვრებაზე? ნუ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, როცა ან ერთია ურწმუნო ან მეორე და ოჯახს დანგრევის საშიშროება ექმნება. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
KAIROS
ხო მაგრამ, ვთქვათ შევქმენი ოჯახი და დღისწესრიგშიც დამიდგა ეგ საკითხი ![]() უნდა ვკითხო თუ არა მოძღვარს ამის შესახებ? ხომ ამბობთ უნდა მოაგვარონ მეუღლეებმა და მოძღვარმაო შეთანხმებულად. და თუ ვკითხე, ხოლო პასუხად მივიღე : საჭიროა თავშეკავებაო, მაშინ რა ვნა? მოძღვარს აქ მოყვანული ციტატები ვუთხრა და მიზეზი ვკითხო, რატომ მიკრძალავთ მამაო? უბრალოდ თქვენი პოსტებიდან დასკვნა გამოვიტანე: მოძღვარს არ აქვს უფლება გადაჭრით დაუშალოს მეუღლეებს მარხვაში თანაცხოვრება. და თუ დაუშალა? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი