![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
KAIROS
ციტატა თუკი კვებითი ან ლოცვით მარხვა იგულისხმება გასაგებია, მაგრამ კითხვა ხომ ცოლ-ქმრის თანაცხოვრებას ეხებოდა ( მითუმეტეს პირველივე წელს!), და აკრძალვა კანონიერი და ნაკურთხი თანაცხოვრებისა თუნდაც მარხვაში , ხომ საერთოდ უცნობია საეკლესიო კანონიკისათვის ( გარდა ზიარების წინა დღისა, წითელი პარასკევისა და სხვა მსგავსი გამონაკლისებისა)?აკი ცნობილია, რომ მხოლოდ ურთიერთთანხმობით და ისიც მოძღვართან შეთანხმებით შეიძლება წყვილმა ( თან არანაირად ახლადდაქორწინებულებმა) თავი შეიკავონ მარხვაში თანაცხოვრებისაგან, თან ეს მათ ღვაწლში ეთვლებათ... მოკლედ პასუხი ჩასაღრმავებელია, გთხოვთ განგვიმარტოთ. ვერ მივხვდი აქ რაზეა საუბარი? მარხვაში ეზლევათ ვინმეს ნება ცოლ ქმრული თანაცხოვრებაზე? ნუ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, როცა ან ერთია ურწმუნო ან მეორე და ოჯახს დანგრევის საშიშროება ექმნება. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
Lenus |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა ან ეს რას ქვია ციტატა სულიერ მდგომარეობით ან ჯამნრთელობის გამ ვერ ახერხებს თავშეკავებას ხანგრძლივი პერიოდით, აქ დადებული ლინკიდან გადმოვქაჩე და ერთ ერთი მართლამდიდებლური წიგნში ამოვკითხე ჩემო კარგო ასეთი რამ: (სათაურია მართამდიდებლური ოჯახი, ავტორი არ აწერია სამწუხაროდ პდფ ვერსიას): "უნდა შევნიშნოთ, რომ ერთი და იგივე პრობლემა სხვადასხვა დაქორწინებული წყვილისთვის ერთნაირად ვერ გადაიჭრება. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მისი გადაჭრის მრავალი საშუალება არსებობს. შენ მხედველობაში უნდა გქონდეს, რომ ურთიერთობების პრობლემა მხოლოდ შენი პრობლემა არ არის და რომ შენ უფლება არა გაქვს ყველაფერი მარტომ არეგულირო. თავის შეკავება ორმხრივი შეთანხმებით უნდა იყოს, როგორც პავლე მოციქულმა დაგვიბარა. როდესაც ეს ორმხრივი შეთანხმებით ხდება, კვლავ საჭიროა ლოცვა. უფრო ძლიერი უძლურის მდგომარეობაში უნდა შედიოდეს. ხშირად ასე ხდება: ცოლ-ქმართაგან ერთ-ერთი თანხმდება თავშეკავებაზე, რათა მეორეს არ აწყენინოს, მაგრამ შინაგანად იტანჯება. ეს ხშირად ემართებათ იმგვარ ქალებს, რომელთაც ნაკლებად აქვთ ღვთის შიში და მეტად _ გულისთქმები (გაძლიერებულ ხორციელ ლტოლვას ადგილი აქვ ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებში ფიზიოლოგიური პროცესების შედეგად). ხშირად ზოგიერთი ღვთისმოსავი ქმარი, მეუღლისგან თანხმობის სიტყვას რომ ისმენს, განუსჯელად ახანგრძლივებს თავშეკავების პერიოდს და ამ დროს ცოლი ზარალდება: იგი ხდება ნერვული და ასე შემდეგ." -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 05:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი