რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
დეკ. ირაკლი |
Jan 14 2008, 09:53 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
იყო პერიოდი სულ ახლო წარსულში,როდესაც ხშირად გაიგებდით(ვინც კომუნისტურ რეჟიმს ზრდასრული შეესწრო) "მღვდელმა მარხვაში ხორცი ჭამაო,მღვდელი ".... და სხვა მრავალი.მაინტერესებს ვინ რამდენად ბრკოლდება ამით!რამდენად მოქმედებს ეს ადამიანის შინაგან სულიერ მხარეზე! არი შეხედულებები რაც შეიძლება ვინმეს აბრკოლებდეს მაგრამ ზოგადად ეს არ იყოს პრობლემა!რას ფიქრობთ?
|
kato_Bato |
Jan 15 2008, 12:39 AM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
დამლოცეთ მამაო.
მე ეს ფრაზები "იმ მოძღვარმა ეს ქნა.. და ეს მოძღვარი ასეთია.." ძალიან მაგონებს ბავშვობაში ხშირად ნათქვამს: "აბა, იმან რომ გააფუჭა? მე რატომ მიბრაზდებით?" და ასეთი ტიპის თავის გასამართლებელ ფრაზებს. რომელიც ძირითადად ან ჯიბრითაა გაპირობებული ან კიდევ დანაშაულის გრძნობის მიჩქმალვის სურვილით საკუთარ თავში. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიყავი. მაგრამ, მგონია, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი (ღმერთო დამიფარე განკითხვისგან) არა მარტო სულიერად არ იზრდება ფიზიკურ ზრდასთან ერთად, არ იზრდება გონებრივად, აზროვნებაში, პასუხისმგებლობაში... და არც აქვს ამისი სურვილი, იმიტომ რომ ასეც კარგად გრძნობს თავს. არ გაუგია მეტი ეკლესიაზე ვიღაცის მონაჭორის გარდა და სურვილიც არ აქვს. რატომ შეიწუხოს თავი? არ ადარდებს უბრალოდ, მტყუანი რომ აღმოჩნდეს. იმიტომ რომ ამისთვის ადამიანს სხვა რამეები სჭირდება. ამისთვის ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბებაა საჭირო და ბევრს აქვს დღეს ეს ფუფუნება? ასეთი ადამიანები ხშირად მისვამენ ამგვარ შეკითხვას : "და შენ გინდა მითხრა რომ სამოთხეში თუ მოვხვდები არც ხორცი მექნება, არც ხელი არც ფეხი? და იქნებ მინდა მქონდეს ეს ყველაფერი? და ვიფრენ?" (და ყურადღებას ფიზიკურ "ღირსებებზე"ამახვილებს) და სხვა მრავალი... რას ვეუბნები ასეთი ფრაზების მერე, ნამდვილად არ მახსოვს... ძველ მანქანასავით კვამლი ამდის გონებაში. პ.ს. ახლა, დასასრულს, ერთს ლიტერატურულად "გავუბერავ" გალაკტიონი რომ წერს "მე შენში მიყვარს ოცნება ჩემიო", აქედან პირდაპირპროპორციულად "ადამიანს მოძღვარში აბრკოლებს საკუთარი თავი, საკუთარი დაბალი სულიერება" . -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 06:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი