საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Nov 30 2006, 10:38 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ეჰ, მნათე, გატყობ პუჰალომ მოგწამლა სერიოზულად ამ ყველაფერს მე ვერ აგიხსნი აქ, მაგრამ ხომ გეუბნები მამები ასწავლიან საზვერეების შესახებ (ისწავლე ეს დალოცვილი რუსული და წაიკითხე) და ლაზარე პუჰალომ საერთოდ გაუტია, სულებს სიკვდილის შემდეგ "ძინავთო" და ა.შ. მართალი ხარ სერიოზულად დამაეჭვა, მაგრამ მოწამვლას ვერ დავარქმევ სანამ არგუმენტებს არ მოიყვან ციტატა მეგობრებო, ხომ არ სჯობს დისკუსია უფრო მეტი არგუმენტების მოშველიებით გაგრძელდეს? თორემ მეჩვენება რომ რაღაც არსაითკენ მიდის ეს დიალოგი. მილიარდი შეკითხვა დავსვი, იქნებ მათთვის პასუხის გაცემით დაგვეწყო? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Dec 1 2006, 06:37 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მართალი ხარ სერიოზულად დამაეჭვა, მაგრამ მოწამვლას ვერ დავარქმევ სანამ არგუმენტებს არ მოიყვან მოდი ჯერ იმით დავიწყოთ რას ამბობს მიტროპოლიტი მაკარი თავის დოგმატური ღმრთისმეტყველების სახელმძღვანელოში: Должно, однако, заметить, что, как вообще в изображении предметов мира духовного для нас, облеченных плотию, неизбежны черты, более или менее чувственные, человекообразные, - так, в частности, неизбежно допущены они в подробном учении о мытарствах, которые проходит человеческая душа по разлучении с телом. А потому надобно твердо помнить наставление, какое сделал Ангел преподобному Макарию Александрийскому, едва только начинал речь о мытарствах: "Земные вещи принимай здесь за самое слабое изображение небесных". Надобно представлять мытарства не в смысле грубом, чувственном, а сколько для нас возможно в смысле духовном, и не привязываться к частностям, которые у разных писателей и в разных сказаниях самой Церкви, при единстве основной мысли о мытарствах, представляются различными. მოკლედ მოგახსენებ შინაარსს: მაკარი ამბობს, რომ სულიერი სამყაროს განხილვისას, ჩვენ, როგორც ხორციელნი, გარდაუვალია რომ არ ვიყენებდეთ მეტ-ნაკლებად უხეშ, ადამიანურ ანალოგიებს და მახასიათებლებს. ასევეა საზვერეთა შესახებ სწავლების განხილვისას. ამიტომ მტკიცედ უნდა გვახსოვდეს ის სიტყვები, რომლებიც მაკარი დიდს უთხრა ანგელოზმა, მიწიერი საგნები აქ აღიქვი როგორც ყველაზე სუსტი გამოხატულება ზეციერი საგნებისაო. ამიტომ საზვერეები უხეშად კი არ უნდა აღვიქვათ, არამედ რამდენადაც შესაძლებელია ეს ჩვენთვის, სულიერი თვალსაზრისით და არ უნდა გამოვეკიდოთ მცირე დეტალებში არსებულ განსხვავებებს რასაც ვხვდებით სხვადასხვა მამებთან და თვით ეკლესიის გადმოცემებში, არამედ მივიღოთ საზვერეების შესახებ ძირითადი იდეა. დანარჩენს თანდათან დავწერ, დრო რომ მექნება. ამდენ ფრონტზე ბრძოლა არ შემიძლია -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 01:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი