რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
დეკ. ირაკლი |
Jan 14 2008, 09:53 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
იყო პერიოდი სულ ახლო წარსულში,როდესაც ხშირად გაიგებდით(ვინც კომუნისტურ რეჟიმს ზრდასრული შეესწრო) "მღვდელმა მარხვაში ხორცი ჭამაო,მღვდელი ".... და სხვა მრავალი.მაინტერესებს ვინ რამდენად ბრკოლდება ამით!რამდენად მოქმედებს ეს ადამიანის შინაგან სულიერ მხარეზე! არი შეხედულებები რაც შეიძლება ვინმეს აბრკოლებდეს მაგრამ ზოგადად ეს არ იყოს პრობლემა!რას ფიქრობთ?
|
მართა |
Jan 15 2008, 03:22 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
მამა ირაკლი
დამლოცეთ მამაო! დავიწყებ იქედან რომ სულიერი მოძღვრის არჩევაში უნდა ვიყოთ მტკიცენი ანუ ხშირად სხვათა რეკომენდაციებით(თუმცა არ მგონია ესეც დასაძრახი იყოს)"პოპულარულობის" მიხედვით,აჩქარებით,გაგეცინებ ათ მაგრამ ბევრი შესახედაობითაც არჩევს და კიდევ უამრავი კრიტერიუმია რაც ახასიათებს ხშირ შემთხვევაში მრევლს მოძღვრის არჩევისას,ეს საბოლოოდ იძენს ხშირად გაწბილების შედეგს.ამიტომაც იწყება მერე ჩემმა მოძღვარმა მკაცრად მომექცა, ჩემი სულ ხუმრობს ,ზოგი განათლებული არ არის ზოგი მაგარ მანქანებზე ზის და ა.შ.ეს მრევლის გაუნათლებლობის ბრალიცაა და ნაჩქარევად არჩეული (დაკვირვების გარეშე) მოძღვრის! მე პირადად სახლთან ახლომდებარე ეკლესიას შევეჩვიე,მამა იქვე მდებარე სხვა ტაძარს, მასთანაც ხშირად ვესწრებოდი წირვა-ლოცვას, თუმცა გულმა მაინც იმ ტაძრისკენ გამიწია,იქ ჩემი უახლოსი მეგობრის და დედის სულიერი მოძღვარი მსახურობდა, მათ დიდი სიყვარული და პატივისცემა ქონდათ მეც გარკვეული პერიოდის შემდეგ როცა ჩემმა გულმა მიიღო და დაიახლოვა,გავხდი მისი სულიერი შვილი და პირველი კითხვა მისი იყო ასეთი -დედამ ხომ არ დაგაძალა ჩემთან მოსვლა? გავოცდი,ნუთუ ამ ნაბიჯს ეს რომ ასეც იყოს დედაჩემს უარყოფითათ ჩაუთვლისთქო გავიფიქრე ჯერ აბსოლიტურად უმეცარმა და პატარამ და მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა მართლაც საოცარ თავისუფლებას და სიყვარულს შეიცავს.მე არ გავწბილებულვარ და ვფიქრობ, თუკი ადამიანები დაკვირვებულები და დინჯად გადადგამენ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს არასოდეს გაწბილდებიან! დავამატებ ერთს,ლენუსმა კარგად აღნიშნა ზოგს უმეცრებით მოსდის მოძღვრის კრიტიკა,მაგრამ მართლაც არიან განსწავლული ქრისტიანები რომლებიც ფაქტიურად "ჩასაფრებულები" არიან რომელ მოძღვარს რა შეეშლება რომ სწრაფად ამცნონ საზოგადოებას და დასცინონ,ეს ცხოვრების დევიზადაც აქვთ ქცეული. მე პირადად თვით ყველაზე დამნაშავე მოძღვრის კრიტიკის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, ეს არც ჩემი საქმეა და ვფიქრობ კიდევ ძალიან "ბევრის"! ერთხელ გთოვეთ კიდევაც, საჯაროდ დააფიქსირეთ, აქ ამ ფორუმზე ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები და მიუთითეთ ამ ქმედების უარყოფითი მხარეთქო! პატივისცემით მართა -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 06:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი