საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დეკ. ანდრია |
Dec 1 2006, 06:44 PM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
სწავლება საზვერეებზე არ არის ეკლესიის კანონიკური სწავლება. ის არ გამომდინარეობს წმიდა წერილიდან და არის ცდისეული, მიღებულია ცალკეული ადამიანების გამოცხადებით. ეს სწავლება ვერ იქნება სხვა სწავლებების საფუძველი ან არგუმენტი კამათებში. ზოგი ენდობა მას, ზოგი კი – არა. აღსანიშნავია, რომ საზვერეების უარისმყოფელებს შორის ვერ ვხვდებით წმიდანეს (შესაძლოა ჩემი მწირი განსწავლულობის გამო არ ვიცოდე ასეთები). იყო ნახსენები წმიდა თეოფანე დაყუდებული. მაგრამ მისი ნაშრომი "Душа и ангел – не тело, а дух" არ ეხება საზვერეებს, არამედ ანგელოზთა სხეულებრიობას. მასში საერთოდ არ იხსენიება სიტყვა "мытарство". სხვაგან კი წმიდა მღვდელმთავარი თეოფანე წერს:
"Мытарства - это образ частного Суда по смерти, на коем вся жизнь умершего пересматривается со всеми грехами и добрыми делами. Грехи признаются заглажденными противоположными добрыми делами или соответственным покаянием. Мытарства проходят все умершие, в жизни неоправдавшиеся грешники. Совершенные только христиане не задерживаются на мытарствах, а прямо светлой полосой восходят на небеса". იხ. "Наставления в духовной жизни". როგორც აქედან ჩანს, ეს წმიდანიც აღიარებდა საზვერეების არსებობას. ზოგი რამ, რაც ნეტარ თეოდორას გამოცხადებაშია მოთხრობილი, თუ პირდაპირ გავიგებთ, მართლაც ბადებს ეჭვს. მაგრამ ის, რაც წერია საზვერეებზე, არის მცდელობა ადამიანისათვის გასაგები სახით სიკვდილისშემდგომი მდგომარეობის აღწერისა. შეიძლება გაუგებრად მოგვეჩვენოს, რას აძლევს ანგელოზი ეშმაკებს. ყოველი ცოდვა და ვნება არის ბოროტის დასაყრდენი ჩვენს სულში, საკვრელი; არის ის, რაც შევიწყნარეთ ბოროტისაგან, რაც არ არის ბუნებრივი ადამიანისათვის, არამედ შემოტანილია ეშმაკის მიერ და საბოლოოდ არის დამატყვევებელი ადამიანის სულისა. ანგელოზი ეშმაკებს აძლევს იმას, რაც ათავისუფლებს ადამიანს ბოროტის ტყვეობისაგან, რაც არ არის ეშმაკის, მაგრამ რაც წვავს მას და არ აძლევს ადამიანზე ბატონობის უფლებას. აქ ნაჩვენებია მოძღვრის და მისი სახით ეკლესიის ლოცვითი შეწევნის სახე. ვერ ვიტყვი მართლა ოცია საზვერე, თუ მეტი ან ნაკლები. ეს არც არის არსებითი. ცოდვების კატეგორიებად დაყოფა პირობითია. ყველა ცოდვა ერთი ცოდვის – ღმთისადმი ურჩობაშის გამოხატულებაა. ჩვენ ვლოცულობთ მიცვალებულთათვის იმის იმედით, რომ უფალი შეისმენს, მიუტევებს ცოდვებს და მათი მდგომარეობა უმჯობესისაკენ შეიცვლება. და არა მხოლოდ მეორედ მოსვლის ჟამს, არამედ აწვე. ცვლილება კი დროში მდგომარეობის ცვალებადობას გულისხმობს. რა არის დრო – ამაზე ჯერ ვერავის გაუცია პასუხი და ვერც ვერავინ გასცემს. ეს ღმრთის საიდუმლოა. რა მოუვა დროს მეორედ მოსვლის შემდეგ, მხოლოდ ღმერთმა უწყის. ჩვენთვის საწვდომი კატეგორიებით ვერ აღიწერება მერმინდელი ყოფა. ქვეყნის აღსასრულამდე კი დრო აგრძელებს თავის მსვლელობას. დროის პრობლემა უფრო ფილოსოფიურია, ვიდრე საღმრთისმეტყველო და კაცობრივი ცნობისმოყვარეობის ამაო ბრძნობას უფრო გამოხატავს, ვიდრე ღმერთთან მიახლოვების სურვილს. როცა ვიღებთ რაღაც ინფორმაციას, ძალიან მნიშვნელოვანია დავუკვირდეთ იმას, თუ ვისგან მოდის. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ინფორმაციის მიზანი დავინახოთ, და არა მხოლოდ მისი არსი. რისთვის წერენ ლადარია–კობახიძე? იმისთვის, რომ ჩვენ გადავრჩეთ? ლადარიაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან გამოჩენისთანავე ოპოზიციონერად მოგვევლინა. კობახიძეს აზროვნება კი მღვდელობამდეც იგივე იყო და მისი ვექტორი არ შეცვლილა. დღეს მაინც ხომ ნათლად ვხედავთ ვინ არის! ძალიან ბევრს ვხმაურობთ მათ მიერ შემოგდებულ თემებზე და ყურადღების მიღმა გვრჩება გადარჩენისთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები. ეკლესიის ცხოვრებაში არის მრავალი მხარე, რომელსაც არ აქვს ბიბლიური საფუძველი. არ წერია ბიბლიაში ხატთა თაყვანისცემაზე, ტაძრების შენებაზე და მათ არქიტექტურაზე (არადა ეს უკვე კანონიკის საკითხებია); არ არის ბიბლიაში ჩამოყალიბებული სწავლება საეკლესიო საიდუმლოებებზე და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ. მაგრამ ეს ყველაფერი ჩამოყალიბდა თანდათან მიწიერი ეკლესიის ცხოვრების მანძილზე. მცდელობა ყველაფრის მხოლოდ ბიბლიით ახსნისა, როცა ეს არ ეხება დოგმატურ საკითხებს – პროტესტანტული აზროვნების თვისებაა. ეკლესიაში არსებობს ზეპირი გადმოცემაც (დღეს უკვე მეტ–ნაკლებად ჩაწერილი), არსებობს ტრადიცია, მამათა მემკვიდრეობა. საზვერეებზე საუბარში შეიძლება მხოლოდ მამათა აზრით ვიხელმძღვანელოთ, მაგრამ ბიბლიით ვერა. აკი ბრძანებს წმინა იოანე ღმრთისმეტყველი, რომ ყველაფერი ვერ დაიწერებოდა. დაბოლოს მთავარი, რისი თქმაც მინდოდა. რა არის ჩვენთვის ავტორიტეტი ეკლესიაში? რას უფრო ვენდობით ჩვენ? ჩვენი გონებით განჭვრეტილ წმიდა წერილის სიღრმეებს თუ წმიდა მამათა შეხედულებებს? დღეს მრავალს ეწოდება ღმრთისმეტყველი. მაგრამ ჩვენ გვეშლება ერთმანეთში მამათა მემკვიდრეობის ანალიზი და ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველება. ღმრთისმეტყელებას ვერ ისწავლი აკადემიებსა და უნივერსიტეტებში. იგი ცდისეულია და მხოლოდ მოსაგრე ცხოვრების ადამიანებს ძალუძს მისი წვდომა სულიწმიდის შეწევნით. როცა ჩვენთვის გაუგებარ ან საეჭვო საგანს ეხება საქმე, დავეკითხოთ საეკლესიო ავტორიტეტებს – წმიდა მამებს. ისინი სწორედ ამისთვის აღიარა ეკლესიამ წმიდანებად. საუბედუროდ მწვლებელთა მსგავსად ჩვენ საკუთარი გონების აზროვნების უნარს უფრო ვეყრდნობით და მამებიც უმეტესად საკუთარი შეხედულების გასამართლებლად მოგვყავს, და არა ჭეშმარიტების დასანახად. თუ ეკლესიის არაერთი წმიდანი ცხოვრობდა საზვერეებზე მსგავსი შეხედულებით, იქნებ ღირდეს უფრო მათ ვუსმინოთ, ვიდრე ახლადგამოჩენილ ახალმესტილე ღმრთისმეტყველს (რა წოდებაც არ უნდა ჰქონდეს მას). თუ მხოლოდ კრიტიკული აზროვნებით ვიხელმძღვანელეთ, არ ვენდეთ წმიდანთა ავტორიტეტს, მათ გამოცხადებისეულ ცოდნაში დაეჭვებას შეუდექით, ადვილი წარმოსადგენია რა ვიქნებით. მოდერნისტებს კი გავახარებთ, მაგრამ გვეშველება? -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 09:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი