საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Dec 1 2006, 07:16 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
უღრმესი მადლობა თქვენს უპატიოსნესობას თხოვნის გათვალისწინებისა და ყურადღებისთვის, დამლოცეთ.
საუბარს შესანიშნავი მიმართულება მიეცით, მაგრამ თავს ვერ მივცემ უფლებას არ დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა ამასთან დაკავშირებით, მითუმეტეს თუ სრულიად ვერ დავკმაყოფილდი ეს კითხვა/კითხვები მართლაც ეშმაკის დასაყრდენად იქცევა ჩემთვის. ციტატა ანგელოზი ეშმაკებს აძლევს იმას, რაც ათავისუფლებს ადამიანს ბოროტის ტყვეობისაგან, რაც არ არის ეშმაკის, მაგრამ რაც წვავს მას და არ აძლევს ადამიანზე ბატონობის უფლებას დავიწყოთ აქედან, რა შუაშია ეშმაკი ან საერთოდ, რატომ უხდის ანგელოზი "რამეს" ეშმაკს? რატომ ვაძლევთ ეშმაკს როცა შევცოდეთ ღმერთს? ან კარგი საქმეების აწონა რას ნიშნავს, კარგი მივიჩნიეთ რომ სასწორი ალეგორიულია, მაგრამ იმას ვერ ვიტყვით რომ კეთილი საქმეების გადახდაც ალექგორიულია, და თუ კეთილ საქმეებს ვიხდით ბოროტისა წილ, მაშინ როგრ ვცხონდებით? უკეთუ უსჯულოებისაებრ მოგვეგება? ჩვენ ხომ ვერ გვაცხოვნებს ჩვენი საქმეები როგორც გადასახადი, რადგან ისინი მეტისმეტად მცირენი არიან? ციტატა ეკლესიის ცხოვრებაში არის მრავალი მხარე, რომელსაც არ აქვს ბიბლიური საფუძველი. არ წერია ბიბლიაში ხატთა თაყვანისცემაზე, ტაძრების შენებაზე და მათ არქიტექტურაზე (არადა ეს უკვე კანონიკის საკითხებია); არ არის ბიბლიაში ჩამოყალიბებული სწავლება საეკლესიო საიდუმლოებებზე და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ. მაგრამ ეს ყველაფერი ჩამოყალიბდა თანდათან მიწიერი ეკლესიის ცხოვრების მანძილზე. მცდელობა ყველაფრის მხოლოდ ბიბლიით ახსნისა, როცა ეს არ ეხება დოგმატურ საკითხებს – პროტესტანტული აზროვნების თვისებაა. ეკლესიაში არსებობს ზეპირი გადმოცემაც (დღეს უკვე მეტ–ნაკლებად ჩაწერილი), არსებობს ტრადიცია, მამათა მემკვიდრეობა. საზვერეებზე საუბარში შეიძლება მხოლოდ მამათა აზრით ვიხელმძღვანელოთ, მაგრამ ბიბლიით ვერა. აკი ბრძანებს წმინა იოანე ღმრთისმეტყველი, რომ ყველაფერი ვერ დაიწერებოდა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სახარების დამამტკიცებელმა კრებამ შეუმცდარობით დაამტკიცა ყველა ის რაც თქვენ ჩამოთვალეთ, პროტესტანტული ალოგიკიზმი აჭარბებს გნოსტიკოსებისას. პროტესტანტებმა ყველაფერი აიღეს ეკლესიისგან, სახარება, სამებისა და დიოფიზიტიზმის დოგმატი და ა.შ და დატოვეს ეკლესია მეტად ალოგიკურია, ნაწილი მიიღო ნაწილი არა, ხოლო გნოსტიკოსები გავიდნენ რა ეკლესიიდან შექმნეს საკუთარი სახარება. . . იკანასკნელი უფრო ლოგიკურად ჟღერს თუ უარვყოფთ ხატთაყვანისცემას, მაშასადამე უარვყოფთ კრების შეუმცდარობას და თუ კრების შეუმცდარობას უარვყოფთ მაშინ სახარების ჭეშმარიტ წარმომავლობას ეჭქვეშ ვაყენებთ. . . ეს ეხება კანონს მაგრამ საზვერეები როგორც თქვენ აღნიშნეთ არსად არავის დაუკანონებია. ციტატა დაბოლოს მთავარი, რისი თქმაც მინდოდა. რა არის ჩვენთვის ავტორიტეტი ეკლესიაში? რას უფრო ვენდობით ჩვენ? ჩვენი გონებით განჭვრეტილ წმიდა წერილის სიღრმეებს თუ წმიდა მამათა შეხედულებებს? დღეს მრავალს ეწოდება ღმრთისმეტყველი. მაგრამ ჩვენ გვეშლება ერთმანეთში მამათა მემკვიდრეობის ანალიზი და ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველება. ღმრთისმეტყელებას ვერ ისწავლი აკადემიებსა და უნივერსიტეტებში. იგი ცდისეულია და მხოლოდ მოსაგრე ცხოვრების ადამიანებს ძალუძს მისი წვდომა სულიწმიდის შეწევნით. როცა ჩვენთვის გაუგებარ ან საეჭვო საგანს ეხება საქმე, დავეკითხოთ საეკლესიო ავტორიტეტებს – წმიდა მამებს. ისინი სწორედ ამისთვის აღიარა ეკლესიამ წმიდანებად. საუბედუროდ მწვლებელთა მსგავსად ჩვენ საკუთარი გონების აზროვნების უნარს უფრო ვეყრდნობით და მამებიც უმეტესად საკუთარი შეხედულების გასამართლებლად მოგვყავს, და არა ჭეშმარიტების დასანახად. თუ ეკლესიის არაერთი წმიდანი ცხოვრობდა საზვერეებზე მსგავსი შეხედულებით, იქნებ ღირდეს უფრო მათ ვუსმინოთ, ვიდრე ახლადგამოჩენილ ახალმესტილე ღმრთისმეტყველს (რა წოდებაც არ უნდა ჰქონდეს მას). თუ მხოლოდ კრიტიკული აზროვნებით ვიხელმძღვანელეთ, არ ვენდეთ წმიდანთა ავტორიტეტს, მათ გამოცხადებისეულ ცოდნაში დაეჭვებას შეუდექით, ადვილი წარმოსადგენია რა ვიქნებით. მოდერნისტებს კი გავახარებთ, მაგრამ გვეშველება? შეიძლება მეტისმეტად ვკადნიერდები, მაგრამ აქაც ჩემი დაცემულობისა და ავადმყოფობისგან გამომდინარე, მიჩნდება კითხვა: სწავლება საზვერეების შესახებ ოფიციალურად ცხადდება X საუკუნის I ნახევარში, ჩემთვის ცოტა უცნაურია რატომ არ ინება ასეთი რამის უფრო ადრე განცხადება უფალმა მაგრამ ეს კიდევ სხვაა, ის ხანა როდესაც "ბასილი ახალის ცხოვრება" იწერება გნოსტიკური ბობოქარის პერიოდია, და ცოტა უცნაური და მეტად მანიშნებელია ხსენებულ ტექსტში თუნდაც ალეგორიულად გნოსტიკური თეზების პოვნა ყველა წმინდანი რომელიც საზვერეებზე საუბრობს (სხვათაშორის ყველა რუსი) ეყდნობა კონკრეტულ სსწავლებას რომლის წარმომავლობა მეტად საეჭვოა. . . ჩვენ ვიცით რომ წმინდანის აზრი მხოლოდ დოქსას ხარისხს ატარებს, ანუ მიღებული კია ეკლესიაში მაგრამ ვერ სარგებლობს აბსოლუტური ჭეშმარიტების ტიტულით, ჩვენ მხოლოდ უნდა ვენდოთ მას. . . ამ ფონზე მე როგორც ექსორიაქმნილ დაცემულ ადამიანს მეპარება ეჭვი საზვერეების შესახებ სწავლების ჭეშმარიტ და ღვტიურ წარმომავლობაზე. ვერ მოვიტყუები ასე ვფიქრობ თუ ვცდები მიმკურნალეთ. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი