არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
komisia |
Jan 9 2008, 10:01 PM
პოსტი
#1
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
მგონი საჭიროა ჩამოვწეროთ ფსევდოხალხური სიმღერები. ბევრს რომ ხალხური ჰგონია, სინამდვილეში კი კომპოზიტორის დაწერილია. გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ...
და საერთოდ, როგორ ერგება ესა თუ ის დაწერილი სიმღერა ქართულ ფესვებს და სტილს. დავიწყოთ ლეგენდარული "შენ მახველ"-ით. ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... ჩემი აზრით მელოდია არის თუშეთის "ტრადიციით" (თუ შეიძლება ასე ითქვას), იქაური სულით გაჟღენთილი და სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა წარმატება. თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
Didgoreli |
Jan 15 2008, 10:58 PM
პოსტი
#2
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
yipiani gio
ციტატა პ.ს.ასეთი ქართული რემიხსების პოპულარიზაცია და პიარი ჩემი აზრით რადიო არდაიდარდოს ბრალია რადიო არდაიდარდოსი რა გითხრა ,მაგრამ ვფიქრობ რომ ამაზე ფოლკლორის ცენტრი უნდა ახდენდეს რეაგირებას ! უნდა იყოს რაიმე კანონი მიღებული , რომლის თანახმადაც შეუძლებელი იქნება ვაი მომღერლების მიერ ხალხური სიმღერების გადაკეთებ-გადმოკეთება !!! შეიძლება ბინდისფერია სოფელი არ არის ხალხური სიმღერა , მაგრამ რაც უნდა ვთქვათ ეს სიმღერა მაინც ისე გვიყვარს ყველას როგორც ხალხური , თან მგონი არავინ შემედავება თუ ვიტყვი რომ ლექსო გრემელაშვილის ნამღერი ბინდისფერია შეუყვარდა ხალხს !!! ახლა კი ვიღაცაა პაატა მოდის , ამ სიმღერას თავისებურად აკეთებს და ასე აწოდებს საზოგადოებას !!! სირცხვილი არ არიის?? პატარა ხვეული მაინც ჰქონდეს ან ხმა მაინც ჰქონდეს ან რაა საშინელი მოძრაობები აქვს დამატებული განსაკუთრებით მესამე სტროფში ( ლექსო ამოგთქომ ოხერო ) !!! კიდევ ერთხელ ვიმეორებ , რომ ჩემი აზრით ამ ყოველივესთან დაკავშირებით გარკვეული ზომები უნდა იქნას მიღებული !!! -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი