არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
komisia |
Jan 9 2008, 10:01 PM
პოსტი
#1
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
მგონი საჭიროა ჩამოვწეროთ ფსევდოხალხური სიმღერები. ბევრს რომ ხალხური ჰგონია, სინამდვილეში კი კომპოზიტორის დაწერილია. გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ...
და საერთოდ, როგორ ერგება ესა თუ ის დაწერილი სიმღერა ქართულ ფესვებს და სტილს. დავიწყოთ ლეგენდარული "შენ მახველ"-ით. ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... ჩემი აზრით მელოდია არის თუშეთის "ტრადიციით" (თუ შეიძლება ასე ითქვას), იქაური სულით გაჟღენთილი და სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა წარმატება. თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
Didgoreli |
Jan 15 2008, 10:58 PM
პოსტი
#2
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
yipiani gio
ციტატა პ.ს.ასეთი ქართული რემიხსების პოპულარიზაცია და პიარი ჩემი აზრით რადიო არდაიდარდოს ბრალია რადიო არდაიდარდოსი რა გითხრა ,მაგრამ ვფიქრობ რომ ამაზე ფოლკლორის ცენტრი უნდა ახდენდეს რეაგირებას ! უნდა იყოს რაიმე კანონი მიღებული , რომლის თანახმადაც შეუძლებელი იქნება ვაი მომღერლების მიერ ხალხური სიმღერების გადაკეთებ-გადმოკეთება !!! შეიძლება ბინდისფერია სოფელი არ არის ხალხური სიმღერა , მაგრამ რაც უნდა ვთქვათ ეს სიმღერა მაინც ისე გვიყვარს ყველას როგორც ხალხური , თან მგონი არავინ შემედავება თუ ვიტყვი რომ ლექსო გრემელაშვილის ნამღერი ბინდისფერია შეუყვარდა ხალხს !!! ახლა კი ვიღაცაა პაატა მოდის , ამ სიმღერას თავისებურად აკეთებს და ასე აწოდებს საზოგადოებას !!! სირცხვილი არ არიის?? პატარა ხვეული მაინც ჰქონდეს ან ხმა მაინც ჰქონდეს ან რაა საშინელი მოძრაობები აქვს დამატებული განსაკუთრებით მესამე სტროფში ( ლექსო ამოგთქომ ოხერო ) !!! კიდევ ერთხელ ვიმეორებ , რომ ჩემი აზრით ამ ყოველივესთან დაკავშირებით გარკვეული ზომები უნდა იქნას მიღებული !!! -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
G A B O |
Jan 15 2008, 11:37 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
yipiani gio რადიო არდაიდარდოსი რა გითხრა ,მაგრამ ვფიქრობ რომ ამაზე ფოლკლორის ცენტრი უნდა ახდენდეს რეაგირებას ! უნდა იყოს რაიმე კანონი მიღებული , რომლის თანახმადაც შეუძლებელი იქნება ვაი მომღერლების მიერ ხალხური სიმღერების გადაკეთებ-გადმოკეთება !!! შეიძლება ბინდისფერია სოფელი არ არის ხალხური სიმღერა , მაგრამ რაც უნდა ვთქვათ ეს სიმღერა მაინც ისე გვიყვარს ყველას როგორც ხალხური , თან მგონი არავინ შემედავება თუ ვიტყვი რომ ლექსო გრემელაშვილის ნამღერი ბინდისფერია შეუყვარდა ხალხს !!! ახლა კი ვიღაცაა პაატა მოდის , ამ სიმღერას თავისებურად აკეთებს და ასე აწოდებს საზოგადოებას !!! სირცხვილი არ არიის?? პატარა ხვეული მაინც ჰქონდეს ან ხმა მაინც ჰქონდეს ან რაა საშინელი მოძრაობები აქვს დამატებული განსაკუთრებით მესამე სტროფში ( ლექსო ამოგთქომ ოხერო ) !!! კიდევ ერთხელ ვიმეორებ , რომ ჩემი აზრით ამ ყოველივესთან დაკავშირებით გარკვეული ზომები უნდა იქნას მიღებული !!! ოოო კაი საკითხია ნამდვილად. კანონს რაც შეეხება ჩვენთან დემოკრატიაა და შემოქმედებითი თავისუფლება დაცულია და აღიარებულია. ამიტომ ფოლკლორის ცენტრი რომელიც სახელწიფო ცენტრია და ევალება ყველა ესეთ დამახინჯებაზე გარკვეული რეაგირება იქონიოს და დაიცვას ფოლკლორის ინტერესები ჯერ ჯერობით არაფერი გაუკეთებია. პირველ რიგში უნდა განსხვავდეს ერთმანეთისგან, ფოლკლორი და მისი ახლებური ინტერპრეტაცია. მაგრამ ეს ინტერპრეტაცია არ უნდა გასაღდეს როგორც ფოლკლორად. ამაშია საქმე. მაგრამ თუ ასე სერიოზულად შევხედავთ სკითხს, უნდა მოხდეს განმარტება თუ რა არის ქართული ხალხური სიმრერა, და რის მიხედვით მოხდება ამ სიმღერების კლასიფიკაცია როგორც ხალხურის და აშ. ეს უკვე წვრილმანი სხვა თემებია. ამიტომ უნდა შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. უნდა გაკეთდეს კანონპროექტი, სადაც ჯერ უნდა აღიარებული იქნეს ქათული ხალხური სიმღერა როგორც ქართულ არამატერიალურ ქონებრივ ღირებულებად (განძად) და შემდგომ მოხდეს ამ კანონში იმ სპეციალური ამკრძალავი (იმპერატიული) ნორმების ჩამოყალიბება, რომელიც გაითვალისწინებს ამ სიმღერების ხელშეუხებლობას და მათ დაცვას. სხვათასორის ფოლკლორის ცენტრი იმიტომ ვახსენე რომ როგორც ოფიციალურ ორგანოს შეეძლო პარლამენტში კანონპროექტი შეეტანა და გაცილებით ადრე მომხდარიყო ამ კანონპროექტის დაბადება და შემდეგ რეალურ კანონად ქცევა. მაგრამ არაუშავს ყველაფერი წინაა. მე პირადად ფოლკლორის ყველანაირ ახლებურ ინტერპრეტაციას ვეწინაარმდეგები, ვინაიდან ის არანაირად არ მესახურება ფოლკლორის პოპულარიზაციას, პირიქით, ის ნერგავს ხალხში არასწორ წარმოდგენას საერთოდ ფოლკლორზე. ამიტომ მე მივმართავ ფოლკლორის ცენტრს, გამოიყენოს თავისი სახელმწიფოებრივი სტატუსი, და დაიწყოს საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი