ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
ნათია |
Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42 ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58 ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა. ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46 ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ. ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47 ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები. ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74 ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ. ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39 ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jan 16 2008, 01:53 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ლაშა და გიორგი ტალახაძეები, 15 წლის ტყუპები. ხაშური, რუსთაველის ქ. I შეს.#10. ტელ: 4-09-48.
ჩვენი ნატვრაა, გვქონდეს თავისუფალი ჭიდაობის ფორმები _ "ფინკა" და "ბარცოვკა". ვართ ტყუპი ძმები. ვჭიდაობთ წლების მანძილზე და ვართ წარმატებული მოჭიდავეები. ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში. გვყავს 6 წლის პატარა და. გვიჭირს ეკონომიურად და არ გვაქვს საშუალება, რომ ფორმები შევიძინოთ. ვინც ტყუპ ძმებს ნატვრას აგვიხდენს, მას ღმერთი დაიფარავს ყველა განსაცდელისაგან. წინასწარ გიხდით მადლობას და გპირდებით ნატვრის ახდენის შემდეგ გავხდებით საქართველოს ჩემპიონები. მედეა ახობაძე, 11 წლის. სამტრედია, ჯაფარიძის ქ#181. ტელ; 898-41-49-47. ჩემი ნატვრაა მქონდეს კომპიუტერი. ვსწავლობ კარგად და ვფლობ უცხო ენას. ჩემს მშობლებს არ აქვთ საშუალება, ძალიან გვიჭირს. ამ ოცნებას ჩემი მშობლები ვერასდროს ამისრულებენ. თქვენ ხართ ჩემი ერთადერთი იმედი. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ნიკოლოზ ანთაძე 54 წლის. თბილისი, კოსტავას ქ. #22, ბინა #11. ტელ: 99-00-60. უკვე დავკარგე ნატვრის ასრულების იმედი. ვარ მარტოხელა ინვალიდი, უპატრონო. ჩემი ნატვრაა გაზის მრიცხველი, რის გამოც არა მაქვს გაზი, ვიყინები. ჩემი პენსიით კი მისი ყიდვა არ შემიძლია. ეს მეზობლის ტელეფონის ნომერია. მე არც ტელეფონი მაქვს. ლადო კობიძე, 4 წლის. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #195, ტელ: 35-46-86. გამარჯობათ, მე ლადო ვარ, მამა არ მყავს, ჩემს დედიკოს ძალიან უჭირს, მე ვოცნებობ მქონდეს პატარა სახლი, აი, ისეთი დანიურ სახლში რომ იყიდება, შიგ შევძვრებოდი ჩემი სათამაშოებით და მთელი დღე ვითამაშებდი. მაგრამ დედას არ შეუძლია ყიდვა, ფული არ აქვს. იქნებ ვინმემ მაჩუქოს ეს სახლი. ომარ ფაჩულიძე, 7 წლის. თბილისი. ვარკ. III, III მკრ. კ. 306. ბინა #34. ტელ: 79-32-70. ახლა, როცა ამ ნატვრას ვწერ, მაქვს ჩუტყვავილა. ყველა ნატვრა უნდა ამისრულდეს. მინდა მქონდეს კომპიუტერი, რომელიც სკოლაშიც გამომადგება. მყავს ორი და. დედა არ მუშაობს. ჩემი მამა დიმიტრი ფანჩულიძე არის თურქეთში 2006 წელს დაზარალებული, რომელიც ინვალიდი გახდა და არ მუშაობს. იგი ვერასოდეს ამისრულებს ჩემს ნატვრას. ძალიან გთხოვთ მაჩუქოთ კომპიუტერი. სოსო სიბოშვილი, 13 წლის. საგარეჯო. ტელ: 893-14-44-87. ზაფხულობით სიონში მივდივარ ხოლმე. ძალიან მინდა ფოტოაპარატი მქონდეს, რომ ჩემი ლამაზი სოფლის ბუნება ფირზე ავღბეჭდო. დიდი მადლობა წინასწარ. ნათელა გოგსაშვილი, 60 წლის. თბილისი, გოთუას ქ.#16, ბინა #59. ტელ: 37-51-72. ჩემი ნატვრაა, ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ საკუთარი საწოლი არ მეღირსოს. ვცხოვრობ ერთოთახიან ბინაში (18კვ.მ) შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. სულ 7 სული. ინგა გარუჩავა, 33 წლის. ზუგდიდი, ყუფუნიას ქ#36. ტელ: 898-57-14-12. გამარჯობათ, ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფერადი ტელევიზორი. ვარ I ჯგუფის ინვალიდი, დედით ობოლი. მივლის მამიდა. ვიცით, ყველა გაჭირვებულს თქვენ ეხმარებით. იმედია გულთან მიიტანთ ჩემს თხოვნას და გამახარებთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. წინასწარ გიხდით მადლობას. ციტატა ასრულებულია ჩვენი ფორუმელის leporela-ს მიერ ნანული (ლია) ლაფაჩიშვილი 61 წლის. საგარეჯო, ალაზნის #18. ტელ: 899-92-53-51. აი, კიდევ ერთ ნატვრის ბარათს გიგზავნით. ალბათ თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ მჯერა, კეთილი ადამიანები კიდევ არსებობენ და ვინმე დამეხმარება და წნევის აპარატს გამომიგზავნის. ღმერთმა დაგლოცოთ. სერგი, გიორგი და გვანცა ნაფიშვილები, 10, 8 და 6 წლის. გორი, სტალინის #31, მე-3 სად. მე-5 სართ. ტელ: 7-33-57. გულით გვინდა კომპიუტერი. დედა ელოდება მე-5 შვილს. ერთი ძმა დაგვეღუპა. დედიკო გვეუბნება, ვერასოდეს გიყიდით, მაგის ფული არ გვაქვსო. თუ უფლის ნებაა, იქნებ შეგვისრულდეს. ღმერთის იმედი გვაქვს. უფალი გფარავდეთ. თეონა ქობალია, 13 წლის. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ, მე-8 კორ, II სად. ბინა #36. ტელ: 895-73-95-37 ვართ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი. ძალიან გვიჭირს, ამდენ ხანს არ გვქონდა გაზი და როგორც იქნა, წელს შემოვიყვანეთ, მაგრამ არ გვაქვს გაზქურა. ინკასატორი ყოველთვე გაოცებული მიდის სულ ერთი და იგივე რიცხვი რომ წერია მრიცხველზე, იქნებ კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქონ გაზქურა. ნინი რუხაძე თბილისი. ტელ: 855-11-46-16. გთხოვთ გამოიჩინოთ კეთილი ნება და ამიხდინოთ ჩემი დიდი ნატვრა. გთხოვთ მაჩუქოთ კომპიუტერი. ძალიან გთხოვთ არ დამტოვოთ უყურადღებოდ. გილოცავთ შობა-ახალ წელს. გისურვებთ წარმატებებს. გფრავდეთ უფალი. წინასწარ გიხდით მადლობას. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 10:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი