არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
komisia |
Jan 9 2008, 10:01 PM
პოსტი
#1
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
მგონი საჭიროა ჩამოვწეროთ ფსევდოხალხური სიმღერები. ბევრს რომ ხალხური ჰგონია, სინამდვილეში კი კომპოზიტორის დაწერილია. გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ...
და საერთოდ, როგორ ერგება ესა თუ ის დაწერილი სიმღერა ქართულ ფესვებს და სტილს. დავიწყოთ ლეგენდარული "შენ მახველ"-ით. ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... ჩემი აზრით მელოდია არის თუშეთის "ტრადიციით" (თუ შეიძლება ასე ითქვას), იქაური სულით გაჟღენთილი და სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა წარმატება. თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
ვეშაპო |
Jan 16 2008, 06:24 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
misdevs mela loms
ციტატა ყუმურის ნადურიც არ მგონია რომ ნადში liveში დაწერილიყო რა თქმა უნდა, არა. იმ სახით, როგორც ეხლაა შემორჩენილი, არავის შეუქმნია ეგ. ნადური შედგება, ძალიან ბევრი მცირე ნაწილებისაგან, მუხლებისაგან, შეძახილებისაგან, გადაძახილებისაგან, ერთ, ორ და სამხმიანი გამოპასუხებებისაგან. ასეთი მუხლების შექმნა არაა ძალიან რთული საკითხი. უბრალოდ, ნადური მთლიანად არის ასეთი მუხლების კოორდინაციის და შეკრების ადგილი. yipiani gio ციტატა ფოლკლორის ცენტრმა რა ზომები უნდა მიიღოს როდესაც მისი დირექტორი მიშა მაგარიას მღერის და თან უხარია.შემდეგ გამოყავს ანსამბლი და ფონოგრამით მღერის,ეს სირცხვილია და რათქმაუნდა არაა, ნუ შეხედავ მაგას მასეთი მძიმე თვალით. კაცმა აიღო და რაღაც თანამედროვე მუსიკაში ხალხური ელემენტი გამოიყენა. ძალიან ბევრი ცნობილი კომპოზიტორი მიმართავს (ადრეც მიმართავდა) ასეთ ხერხს. სულაც არაა ეგ ამბავი ფოლკლორის გათახსირება. სხვა საკითხია, რამდენად გემოვნებიანია ესა თუ ის ნაწარმოები. M.M. ციტატა ამ გახსენებაზე, სულ მაინტერესებდა, რა არის ეს ლატარია? სიმღერაზე კითხულობ? -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი